ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ისინი ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ ირმა ქვილითაია _ ერთგულებისა და ადამიანური სითბოს მაგალითი

დღეს, 10:00

  გაზეთ „ჰო და არას“ სტამბის საქმიანობაში თითოეულ თანამშრომელს თავისი მნიშვნელოვანი ადგილი და განსაკუთრებული წვლილი აქვს. დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ ადამიანი, ირმა ქვილითაია, გვინდა გაგაცნოთ.
ირმა წლებია ჩვენი გუნდის წევრია. მისი საქმიანობა ერთი შეხედვით შეიძლება შეუმჩნეველი იყოს მკითხველისთვის, მაგრამ გაზეთის დროულად და მოწესრიგებულად გავრცელებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გაზეთების დახარისხება, დალაგება, მოწესრიგება, დათვლა და განსაზღვრა, თუ რომელ გამავრცელებელს რამდენი ეგზემპლარი უნდა გადაეცეს – ეს ყველაფერი მისი პასუხისმგებლობაა.ირმა ამ საქმეს განსაკუთრებული ყურადღებით, სიზუსტითა და პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდება. გამოირჩევა სწრაფი მუშაობით, მონდომებითა და ორგანიზებულობით. ის, რასაც ზოგჯერ სხვას რამდენიმე საათი შეიძლება დასჭირდეს, ირმას გაცილებით ნაკლებ დროში შეუძლია გააკეთოს. თუმცა მისთვის მთავარი მხოლოდ საქმის სწრაფად შესრულება არ არის – მნიშვნელოვანია, ყველაფერი სწორად, ხარისხიანად და მოწესრიგებულად იყოს გაკეთებული.ირმას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს როგორც საკუთარი საქმის, ისე თანამშრომლების მიმართ. გულთბილი, მოწესრიგებული და ყურადღებიანია. ვისთანაც ურთიერთობა უწევს, ყველასთან თბილ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ინარჩუნებს. ამასთანავე, გულშემატკივრობს გაზეთ „ჰო და არას“ საქმიანობას, იზიარებს ჩვენს სიხარულსა და საზრუნავს და საერთო საქმის წარმატება მისთვისაც მნიშვნელოვანია.
ირმას კარგი ოჯახი ჰყავს. სამწუხაროდ, ცხოვრებამ მძიმე გამოცდა მოუვლინა – ახალგაზრდა მეუღლის გარდაცვალება მისთვის და მთელი ოჯახისთვის უდიდესი ტკივილი და დანაკლისი იყო. ამ მძიმე განსაცდელის შემდეგ ირმამ საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო და ოჯახის მთავარ საყრდენად იქცა. დღეს მისთვის შვილები, რძლები და შვილიშვილები სიამაყე და სიხარულია. მათ წარმატებებში პოულობს ბედნიერებას და ცხოვრების გაგრძელების ძალას.
  ჩვენთვის ირმა მხოლოდ თანამშრომელი არ არის. ის ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილია, ადამიანი, რომლის შრომა, ერთგულება და კეთილგანწყობა დასაფასებელია.
  გვინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ ირმას წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის, ერთგულებისა და საერთო საქმისადმი თავდადებისთვის.
ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, სულიერ სიმშვიდეს, ბევრ ბედნიერ დღეს, ოჯახურ კეთილდღეობას. დაე, მის მომავალს მხოლოდ ნათელი დღეები, შვილებისა და შვილიშვილების სიხარული და წარმატება ჰქონოდეს!
მადლობა, ირმა, რომ ხარ ჩვენი გუნდის წევრი და „ჰო და არას“ ერთგული თანამებრძოლი!
                                                                ,,ჰო და არას“ რედაქცია

განყოფილება: ---
გადასვლები: 46
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან  _ ლადო კუნჭულია — ადამიანი,  რომელსაც სიკეთის კეთების გარეშე არ შეუძლია
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ ლადო კუნჭულია — ადამიანი, რომელსაც სიკეთის კეთების გარეშე არ შეუძლია
13-11-2026, 16:32
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან ნინო ჩახვაძე _ თავისი საქმის პროფესიონალი, ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითი
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან ნინო ჩახვაძე _ თავისი საქმის პროფესიონალი, ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითი
11-11-2026, 12:50
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ ნინო სალარიძე - ერთგულება, შრომისმოყვარეობა და სიკეთე ერთ ადამიანში
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ ნინო სალარიძე - ერთგულება, შრომისმოყვარეობა და სიკეთე ერთ ადამიანში
8-11-2026, 10:06
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან  _  ია ღლონტი-ადამიანი, რომლის იმედიც ყოველთვის გვაქვს
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ ია ღლონტი-ადამიანი, რომლის იმედიც ყოველთვის გვაქვს
2-11-2026, 13:25
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ სასტამბო საქმის ერთგული პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ სასტამბო საქმის ერთგული პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი
27-10-2026, 13:05
რეკლამა