ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კიდევ ერთის ძალა - The Power of One More

8-03-2024, 00:59

კიდევ ერთის ძალა

თავდაჯერებულობა - გამაერთიანებელი ფაქტორი

 

   ჩვევებზე მე-12 თავში უფრო დაწვრილებით გიამბობ, მაგრამ თავდაჯერებულობა და მისი კავშირი იდენტობასთან მნიშვნელოვანი განსაზღვრებებია და ნამდვილად ღირს მათზე ყურადღების გამახვილება.
   უპირველესად, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ იდენტობა და თავდაჯერებულობა ერთი და იგივე არ არის. იდენტობა ისაა, რაც, შენი აზრით, ღირხარ, შენი შინაგანი თერმოსტატია. თავდაჯერებულობა კი - მისი რეალიზაციის საშუალებაა.
   თავდაჯერებულ ადამიანებს ერთი ჩვევა აერთიანებთ - საკუთარი თავისთვის მიცემული დაპირების შესრულების უნარი. თუ საკუთარი თავისთვის მიცემული დაპირების შესრულების ჩვევა გაქვს, მაშასადამე, თავდაჯერებულობისკენ მიმავალ გზაზე დგახარ.
    თავდაჯერებულობა საკუთარი თავის ნდობის ფორმაცაა და თუ ვერ ენდობი საკუთარ თავს, კარგად უნდა დაფიქრდე შენს ცხოვრებაზე.

   აქედან გამომდინარე, თუ გაუბედავი, მორიდებული ადამიანი ხარ, ვერ იმოქმედებ. თუ ეჭვი გაწუხებს, საკუთარ თავს შიშით ადამბლავებ.  ეჭვი - შენი ცხოვრების გარე ფაქტორების პროდუქტი, უარყოფითი აზრების ინკუპატორია. 

   აი, რატომ უნდა დაიცვა საკუთრი აზრები. ამოძირკვე გონებრივი სარეველები, რომელსაც შენი ფსიქიკის კარგი მხარეების დაპყრობა სურს. შესაძლოა ყველას ვერ მოერიო და ეს ნორმალურია. თავდაჯერებულობა არ არის შიშისა და გაუბედაობისგან თავის დაღწევის საშუალება. ის გულისხმობს წინსვლას ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთარ თავთან დადებული შეთანხმების წყალობით.
   მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ თავდაჯერებულობა შიგნიდან ყალიბდება და ვინაიდან ეს შინაგანი ემოციაა, შეგიძლია ის შენს სასარგებლოდ გამოიყენო.
    რალფ უოლდო ემერსონმა ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ასე გამოხატა: „ყველაფერი, რაც შენ გარშემოა, უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც შენშია“.

   მოდი გავიაზროთ ეს ნათქვამი. მხოლოდ თავად შეგიძლია გადაწყვიტო, რამდენად იქნები თავდაჯერებული. როდესაც შიგა შეთანხმებას არღვევ, მხოლოდ საკუთარ თავს ებრძვი. შესაძლოა ცოტა გეუცნაუროს, მაგრამ ასეა. განა უკეთესი არ იქნება ძალების დაზოგვა სხვა ბრძოლებისთვის, რომლებშიც მონაწილეობ?
   როგორც უმრავლეს ცხოვრებისეულ შემთხვევაში, საკუთარი თავისადმი მიცემული პირობის დროსაც   ყველაზე რთული პირველი ნაბიჯის გადადგმაა.  გარანტიას გაძლევ, რომ როგორც კი შენი აზრების მატარებელი შენი გონების სადგურიდან გავა, მოქმედებისთვის აუცილებელ იმპულსს მიიღებ, შედეგებს კი ახალი იდენტობის ფორმირების კვალდაკვალ დაინახავ. ეს შედეგები გახდება ის საწვავი, რომელიც მატარებელს აიძულებს, ლიანდაგზე წინ იმოძრაოს.
   თავდაჯერებულობის საპირისპიროა თვით საბოტაჟი, რომელიც კომპიუტერულ ვირუსს ჰგავს. ის მრავალი ადამიანის შიგნითაა მოკალათებული და მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, როდესაც ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე წინსვლას შეეცდები.  თვითსაბოტაჟი გულგატეხილობისა და ეჭვს - თავდაჯერებულობის დაუძინებელ მტრებს იწვევს.
    Farnham Street Media-ს დამფუძნებელმა, შეინ პერიშმა შესანიშნავად აღწერა, როგორ შეიძლება გვავნონ მათ: „შესაძლოა ოპტიმიზმმა წარმატებულ ადამიანად ვერ გაქციოს, აი, პესიმიზმი კი იმის გარანტია, რომ წარმატებული ვერ გახდები“. როდესაც თვითსაბოტაჟს ეწევი, ქვემოთ სწევ შენს თერმოსტატის ნიშნულს და უარს ამბობ იმ ნეტარებაზე, რომელიც სენი ცხოვრებისკენ მოემართება.

   შესაძლოა ეს შენ ხარ, შესაძლოა  - შენი რომელიმე ნაცნობი. ზოგიერთებს ეხერხება საჩუქრების მიღება, შემდეგ კი - შედეგის გაფუჭების გზის პოვნა. ცუდი ისაა, რომ ერთი და იგივე ადამიანები ამას  კვლავ და კვლავ იმეორებენ. ასეთებს - მათ, ვინც ჯერაც ვერ ააწყვეს თავისი ცხოვრება - „საშინლად არაორგანიზებულებს“ უწოდებენ. სინამდვილეში, მათ თავიანთი თერმოსტატები, უბრალოდ იმ ნიშნულზე დააყენეს, რომელსაც, თავიანთი აზრით, იმსახურებენ.

   ალბათ ხშირად  გსმენია, რომ მავანი თავისი ოცნების ქალს ან მამაკაცს იპოვის, მაგრამ შემდეგ ღალატობს მას. ცუდად, შეუფერებლად, აშკარად უხეშად ექცევა, ხომ?  ალბათ იცნობ ადამიანებს, რომლებმაც დიდძალი ფული იშოვეს, მაგრამ თვით განადგურების გზით წავიდნენ, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს მიეძალნენ, წინდაუხედავად ფლანგავდნენ და სასწორზე დებდნენ თავიანთ სიმდიდრეს? ბევრ ჩვენგანს სმენია ჭკუის სასწავლი ამბები პროფესიონალ სპორტსმენებზე, რომლებიც ცუდად ვარჯიშობენ, არასწორად იკვებებიან ან ზედმეტად იძირებიან ცოდვის მორევში, რაც ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც კი უჯდებათ. ყველა მათგანი დამნაშავეა თვითსაბოტაჟში, ვინაიდან მათი უდისციპლინობა - თავდაჯერებულობის უკმარისობაა, რომელიც არ შეესაბამება მათ იდენტობას. მათი შინაგანი თერმოსტატი არ შეესაბამება მათსავე საწყის წარმატებას. ბოლოს, თერმოსატატის მნიშვნელობა ეცემა და ადამიანი იქ უბედურდება, სადაც მისი თერმოსტატის მიხედვით უნდა იყოს.
   სამწუხაროა, როცა მოვლენები ასე ვითარდება, რადგან ასე არ უნდა ხდებოდეს.
   აი, სავარჯიშო, რომელსაც თვითსაბოტაჟისგან, გულგატეხილობისა და ეჭვისგან თავის დასაღწევად ვიყენებ. თვითსაბოტაჟის აზრის გაჩენისთანავე მტელი ყურადღება მასზე გადამაქვს, კარგად ვიაზრებ მის არსს, შემდეგ ვახდენ მის ვიზუალიზაციას და ვხედავ საკუთარ თავს, რომელიც მას მეხსიერებიდან ამოშლის. ამ აზრის პირველად ჩაწერისა და ამოშლის შემდეგ  მაინც ვხედავ მას. პროცედურას რამდენიმეჯერ ვიმეორებ, იმდენჯერ რამდენჯერაც დამჭირდება, სანამ ამ აზრს ვეღარ დავინახავ, რადგან მრავალჯერ ხაზგადასმული და გაშავებული იქნება. და როდესაც ვეღარ დავინახავ, მაშასადამე, ის განდევნილია ჩემი გონებიდან. ჩემი გონება აღარ ცხოვრობს ამ აზრთან და ეს აზრი კარგავს თავის შემზღუდველ ძალაუფლებას ჩემზე.
    
შენს კიდევ ერთ იდენტობას წარმატებით რომ შეესაბამებოდე, საკუთარ თავს სწორი დაპირება უნდა მისცე. უნდა მოიშორო ყოველივე უარყოფითი და შექმნა გარემო, რომელშიც თავდაჯერებულობა უპირატესობა გახდება და არა კიდევ ერთი საკითხი, რომლისაც გეშინია.
    ახლა როცა მეტი იცი თავდაჯერებულობისა და იდენტობის ურთიერთქმედებაზე, დროა განვიხილოთ არასწორი შეხედულებები, რომლებსაც სწორად აზროვნების დამახინჯება შეუძლია.


გაგრძელება . . .

დაიწყე კითხვა პირველი თავიდან

 

განყოფილება: სტატიები / საინტერესო
გადასვლები: 756
FACEBOOK კომენტარები