ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კიდევ ერთის ძალა

5-01-2024, 18:12

  შენი იდენტობის შეცვლის ტრილოგია

კონცეფციის მიღების შემდეგ, რომლის თანახმადაც, იდენტობის შეცვლა გასაღებია შენი ცხოვრების შესაცვლელად, ჩნდება კითხვა: „ როგორ გადავაყენო ჩემი თერმოსტატი ახალი იდენტობის შესაქმნელად?“ ეს პროცესი ეფუძნება ძირითადი პრინციპების ტრილოგიას: რწმენას, განზრახვებსა და კავშირებს.

რწმენა

 

 მათეს სახარების მიხედვით (17:20-21), „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა

რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება

თქვენთვის შეუძლებელი“.
    რწმენა დიდი ძალაა და ის ვრცელდება შენი თერმოსტატის გადაადგილებაზეც - შენი იდენტობის ახალ ადგილას გადაყვანაზეც. თუ მორწმუნე ხარ, განურჩებვლად იმისა, თუ რომელ რელიგიას მისდევ - ქრისტიანობას, ბუდიზმს, ინდუიზმს, ისლამს, იუდაიზმსა თუ სხვას - შენთვის უმთავრესია გჯეროდეს, რომ შენ ღმერთს უყვარხარ.

   ჩემი რწმენა ასეთია: მჯერა, რომ ამქვეყნად ყველაზე უჩვეულო დნმ-ით გავჩნდი - ღმერთი დნმ-ით. ისიც მჯერა, რომ ღმერთმა იმიტომ კი არ შემქმნა თავის ხატად და მსგავსად, რომ 25 გრადუსზე დაყენებული თერმოსტატით მეცხოვრა. მე და შენ ჩვენ-ჩვენმა ღმერთებმა იმისთვის გაგვაჩინეს, რომ ვიცხოვროთ სრულფასოვანი ცხოვრებით - 40 გრადუსზე დაყენებული თერმოსტატით.
   ბევრი ამბობს, რომ რწმენიტ ცხოვრობს, მაგრამ განა რამდენი აცხადებს, რომ ღმერთი და რწმენა მათი ცხოვრების ყველა სფეროშია? ჩემი რამდენიმე ნაცნობი ბიბლიას კითხულობს, ეკლესიაში დადის, გულკეთილი და მოსიყვარულეა, თუმცა ვრცელდება კი მათი რწმენა მათსავე შეხედულებებზე ფინანსებთან, ურთიერთობებსა და ბიზნესთან დაკავშირებით? ხშირი პასუხია „არა“.
   საკუთარი თავის შეცვლის ერთ-ერთი გასაღებია: მიეცი რწმენას მთების გადაადგილების უფლება შენი ცხოვრების ყველა სფეროში.

 

განზრახვები

 

  „როდესაც ჩვენი მოქმედება კარგ განზრახვებზეა დაფუძნებული, ჩვენი სული არაფერს ნანობს“. - ენტონი დუგლას უილიამსი

   შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით საყვედურობენ საკუთარ თავს იმის გამო, რა მდგომარეობაშიც არიან და არ განიხილავენ ახალ იდენტობად გარდაქმნის შესალებლობას. თუ ასეთებს ჰგავხარ, ყველაფერი, რასაც აკეთებ, ამყარებს შენს ამჟამინდელ იდენტობას - 25 გრადუსზე ცხოვრებას.

   ხომ არ გეცნობა მსგავსი წუწუნი?

   გაცილებით თავდაჯერებული ვიქნებოდი, სამსახურში რომ დავეწინაურებინე.

 

   ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი არეულ-დარეულია მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ გავქორწინდი.

 

   წარუმატებელი ადამიანი ვარ, ვინაიდან პანდემიის დროს იძულებული გავხდი, გაკოტრებულად გამომეცხადებინა თავი.

 

   ასეთი ფიქრითა და განწყობით საკუთარ თავს ხალიჩიდან წამოდგომის უფლებას არ აძლევ. ეს გამოუწორებელი წარუმატებელი ადამიანის არასწორი მიდგომაა ცხოვრებისადმი. შენ უსამართლოდ  ექცევი იმ ადამიანს, რომელიც უმნიშვნელოვანესია შენთვის - საკუთარ თავს!

   მსგავსი აზროვნება აჩენს დაღმავალ სპირალს და, რაც უფრო ქვევით ეშვები, მით მეტად ჭირს მისგან თავის დაღწევა და ახალი იდენტობის შექმნა. იმედ გაცრუება დაგეუფლება. აღარ მოგინდება ადამიანებთან ურთიერთობა. არ დაგიმალავ და, არც ადამიანთა უმრავლესობა ისურვებს შენს გვერდით ყოფნას.

   ცხოვრებაზე გაბრაზების ნაცვლად, სცენარი შეცვალე. უთხარი საკუთარ თავს რომ კეთილი და სასარგებლო საქმეების კეთება განიზრახე; რომ გადაწყვიტე შექმნა წარმატებული ბიზნესი, ბანკში კი ფული დააგროვო; რომ აპირებ გულისხმიერი იყო გარშემო მყოფთათვის და რომ შენ თავად იმსახურებ სიყვარულითა და ყურადღებით სავსე ურთიერთობებს. კეთილი ზრახვები გქონდეს ცხოვრების ყველა სფეროში, შემდეგ კი დააკვირდი, რა მოხდება.

   შენი განზრახვები შენს გონებას ახალი იდენტობის შექმნაზე მუშაობას აიძულებს. ტვინი იმაზე მუშაობს, რასაც ეუბნებიან. როდესაც ტვინს ეუბნები, რისი მოზიდვა გსურს, ის ამზადებს შინაგან შეტყობინებას, რომლებიც შენი პიროვნების კარგ მხარეებს ასაზრდოვებს, ამის შედეგი კი დროთა განმავლობაში ახალ იდენტობაში გამომჟღავნდება. განზრახვა - ვალუტაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს შეიტანო ანაბარი შენს „იდენტობის ბანკში“, ნაცვლად იმისა, რომ დროდადრო თავს დაესხა ამ ბანკს, რაც, საბოლოოდ, შენი იდენტობის გაკოტრებამდე მიგიყვანს.

 

კავშირები

 

  დაფიქრდი თ.ჯ. ჰოჯის სიტყვებზე: „ჩვენს გარშემო არ არის ის, რაც ჩვენს შიგნითაა.“

   შენ ვერ დარჩები 25 გრადუსზე, თუ 40 გრადუსზე მომუშავე ადამიანებთან ურთიერთობ.

   შენ იმათ თვისებებს, ქმედებებსა და შეხედულებებს ისრუტავ, ვისთანაც ახლო ურთიერთობა გაკავშირებს. შეგნებულად თუ გაუაზრებლად მათი ცოდნა და იდეები შენი ნაწილი ხდება.

 

   აი, რატომ უნდა ეძებო ხარისხიანი კავშირები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაგეხმარება გახდე 40-გრადუსიანი ადამიანი, არადა, ისედაც უნდა იყო ასეთი.

   მეორე მხრივ, თუ შენი თერმოსტატის ნიშნულის გაზრდა და საკუთარი იდენტობის შეცვლა გსურს, შესაძლოა შენი ცხოვრების 50-გრადუსიან მრავალ ადამიანთან მოგიწიოს განშორება.

   დიახ, ვიცი, რომ ეს იოლი არ იქნება. სანამ შენს ცხოვრებაში არ გამოანთავისუფლებ ადგილს სწორი კავშირებისთვის, ჩაფლული დარჩები იმ ურთიერთობებში, რომლებმაც თავისი დრო მოჭამა, ახლა კი ყველანაირად გაფერხებს. არ ვამბობ, რომ ეს იოლია, თუმცა ზოგჯერ აუცილებელია.

   ამ პრობლემის გადაწყვეტის მეორე გზა 50-გრადუსიან ქცევაზე უარის თქმა და სანაცვლოდ სხვა ადამიანების თერმოსტატების ნიშნულის გაზრდაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიდგომაა, როდესაც საქმე ოჯახის წევრებს ან ერთგულ მეგობრებს, რომლებთან განშორება ძალიან გაგიჭირდება.

   გახსოვდეს, რომ იმ ადამიანების ანარეკლი ხარ, რომლებთანაც ურთიერთობ. თუ მათ შორის ისინი სჭარბობენ, ვინც ხელს უწყობენ შენს ზრდას და მაღლა სწევენ შენი თერმოსტატის ნიშნულს, მაშასადამე, სწორ გზაზე ხარ ახალი იდენტობის შესაქმნელად.

   „ტრილოგიის“ ცოდნით შეიარაღებული მხოლოდ იმ შემთხვევაში ივლი წინ, თუ შენი იდენტობის შესაცვლელად აუცილებელი თავდაჯერებულობის დონეს დაარეგულირებ.

გაგრძელება


განყოფილება: kategoria 0 / საინტერესო
გადასვლები: 434
FACEBOOK კომენტარები