ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მინდა დავანგრიო სტერეოტიპი, რომლის მიხედვით ადამიანი ადამიანისთვის მგელია...

6-09-2025, 11:44

სოფელ ნიგვზიანში ახალი სავაჭრო ობიექტი გაიხსნა. გვინდა გაგაცნოთ მისი ფლობელი, ახალგაზრდა ბიზნესმენი.
_მე გახლავართ ლუკა ურუშაძე, 25 წლის. ნიგზიანიდან. მყავს მშობლები და ერთი ძმა დაოჯახებული.
_ თქვენ ჩვენს რაიონში ახალი სიტყვა თქვით, როგორც დამწყებმა ბიზნესმენმა. როგორ გაჩნდა თქვენი ბიზნესი?

_ ყოველთვის მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა, ისეთი, რასაც აქ, ჩემს სოფელში გავაკეთებდი და სარგებელი მექნებოდა მეც და საზოგადოებასაც. 
სოფელი ნიგვზიანი დიდი თემია, რომელშიც შედის: ხაჯალია, არჩეული, ჩანჩეთი და ჩიქვეთი. ამ სოფლებში არ იყო ისეთი სავაჭრო ობიექტი, რომელიც 24/7-ზე იმუშავებდა. გადავწყვიტე გამეხსნა ,,დრაივი~, რომლითაც ისარგებლებდნენ,  როგორც სატრანზიტო ავტომობილების და ავტობუსების მძღოლები და მგზავრები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.
_ ლუკა, რითი განსხვავდება შენი ,,დრაივი" სხვა ,,დრაივებისგან"? თუ შეგიძლიათ გითხარით, რატომ და გავჩერდეთ Luka's Drive?
_ დავიწყოთ იქედან, რომ ეს არის  კაფე, სადაც შეგიძლიათ მოისვენოთ
და მიირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი სასმელები და ნაყინი. მინდა აღვნიშნო, განსაკუთრებით ლუდი ,,ბათუმური", რომელსაც ჩვენთან მიირთმევთ. ასევე დიდია საპარკინგე და მინი კემპინგისთვის გათვალისწინებული ფართები, რაც მძღოლებს და მგზავრებს კომფორტს უქმნის. სხვადასხვა დრაივებისგან  განსხვავებით გვაქვს რამდენიმე მოსასვენებელი სივრცე, როგორიცაა ჰამაკების სივრცე და რეტრო სტილში გადაწყვეტილი ნავესი.
მხოლოდ ჩვენთან ნახავთ ულტრათანამედროვე ნარჩენებისთვის გათვალისწინებულ კონტეინერებს, სადაც ვახდენთ ნარჩენების დახარისხებას (პლასტმასი, მუყაო, მეტალი). გვაქვს მოწესრიგებული სველი წერტილი, რაც დიდ კმაყოფილებას იწვევს მომხმარებელში.
_ იცით თუ არა, რომ თქვენ ხართ პირველი ლანჩხუთელი, ვინც თავის სოფელში კაფე გახსნა. ეს არის ახალი სიტყვა ჩვენს რეალობაში და ბევრი ადამიანი გამოხატავს კმაყოფილებას, რომ სოფელი გააცოცხლე და გაალამაზე._ ადამიანი რაღაცაში უნდა იყოს პირველი. 
მიხარია, ჩემი თემის წარმომადგენლები ასე თუ ფიქრობენ. მე ჩემს მხრიდან BნიგვზიანელებსLშევთავაზებ ჩაის, ყავას, წყალს, ინტერნეტს ხარისხიან მუსიკას და ასე შემდეგ უფასოდ. 
გალამაზებას რაც შეეხება, შევცვალე სოფლის ცენტრში არსებული ლამპიონები, მოვაწესრიგე და შევღებე გაჩერების და მისი მიმდებარე ტერიტორია.  ყოველდღიურად ვასუფთავებ სოფლის ცენტს. მიმაჩნია, რომ ადამიანი იმ ადგილზე, სადაც ბიზნეს საქმიანობს ეწევა, უნდა ზრუნავდეს. 
_ შევამჩნიეთ შენთან ჭერზე და კედელზე დეკორად გამოყენებულია ყავის ჭიქები და ლამბაქები.
_ კი, ეს ბატონი ზურა შევარდნაძისებურად გავაკეთე. ამის ხილვის შემდეგ შეიძლება სხვა ადამიანებსაც გაუჩნდეთ სურვილი ახალი სიცოცხლე შეძინონ  ძველ ნივთებს. 
_ არ შეიძლება არ შეგეკითხოთ თქვენს კედელზე გამოხატულ მგელზე._ ამ ნახატზე იმუშავა ორმა მხატვარმა: ირაკლი კალანდარიშვილმა და შორენა ფილიაკოვამ.
აქ ცეცხლოვანი მგელია გამოსახული, რომელმაც ენერგეტიკული სასმელი მიიღო, თუმცა საზოგადოებაში მგელი სულ სხვა ასოციაციას იწვევს. 
ჰოდა, მინდა დავანგრიო სტერეოტიპი, რომლის მიხედვით ადამიანი ადამიანისთვის მგელია. 
მე მსურს ადამიანი ადამიანისთვის იყოს ადამიანი.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 407
FACEBOOK კომენტარები