ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რეზო ჭყონია _ გამორჩეული მოჭიდავე და ღირსეული პიროვნება

3-09-2025, 13:38

   26 აგვისტოს ტელეკომპანია ,,ეგრისის&ქუოტ; სპორტულ არხზე ვნახე ვრცელი სიუჟეტი ცნობილი მოჭიდავის, დავით ციმაკურიძის შესახებ, რამაც ერთი ადამიანის პირადი ტრაგედია გამახსენა.  ეს ადამიანი იყო რეზო ფილი   პეს ძე ჭყონია, ცნობილი მოჭიდავე. ციმაკურიძე სწორედ რეზოს შემცვლელი იყო. თუ არა რეზოს ტრავმა ციმაკურიძის სახელი ისე ემახსოვრებოდათ ვიწრო წრეში, როგორც დღეს - რეზოსი. 
30-იანი წლების ბოლოს, როცა საქართველოს ნაკრები ემზადებოდა საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე გასამგზავრებლად, ცირკის არენიდან რეზო მაყურებელთა დარბაზს გადაჰყურებდა. ცნობილმა მოჭიდავემ, ვახტანგ ბალავაძემ, მსოფლიოს სამი ორგზის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის 5 გზის და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, შემდგომში ლევან თედიაშვილის მწვრთნელი, ოლიმპიანდის ბრინჯაოს მედალოსანი შემთხვევით დააცემა თავისი სპარინგ პარტნიორი რეზოს ფეხზე და გადაუმტორია. ამით გზა გაეხსნა ციმაკურიძეს. ამ ადამიანზე მადლობის მეტი რა გვეთქმის, მან ღირსეულად შეცვალა რეზო, გახდა პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის 7-გზის, მსოფლიოს მრავალი ტურნირის გამარჯვებული, მაგრამ იგი ხომ რეზოს შემცვლელი იყო. რეზოს ჩვენთან საუბარში უთქვამს, ციმაკურიძეს ცალი ხელით ვერეოდიო. გამოდის, რომ რეზო გამოდიოდა კლასიკურში, ციმაკურიძე თავისუფალ ჭიდაობაში შედარებით გვიან გადავიდა.არც სიყვარულში გაუმართლა, მისი შეყვარებული სხვაზე გაათხოვეს, სასიმამრო და რეზო ხასიათებით ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ. ამასობაში დაიწყო ომი, გაიწვიეს ჯარში, დაიჭრა თირკმელში და მისთვის ჭიდაობაც დასრულდა, მაგრამ სპორტისთვის თავი არ დაუნებებია. მაშინ ძალიან პოპულარი იყო ბაგირების გადაქაჩვა. ფეხს თუ მომტეხენ, თორემ წინ ნაბიჯს ვინ გადამადგმევინებსო, იტყოდა.  ჩვენს სკოლაში სამხედრო საქმეს გვასწავლიდა, ჰქონდა კაპიტნის ჩინი, მახსოვს სიმაღლეზე ხტომაში როგორ ეჯიბრებოდნენ ის და ფიზაღზრდის ორი მასწავლებელი ერთმანეთს. ისინი სპორტულ ფორმაში, რეზო სამოქალაქო კოსტუმში წამოიწევდა პიჯაკის კიდეებს და დაახლოებით იმათზე 25 სანტიმეტრით მაღლა ხტებოდა. ვეტყოდით, ამხელა კაცი ამას როგორ ახერხებო. კიდურებს ძალა აქვთო, გვეტყოდა. იყო კარგი თამადა, ითვლებოდა, რომ იყო კარგი მსმელი და სუფრის კარგი გამძღოლი. მაშინ ხშირი იყო წვეულებებზე ჩხუბი და აყალმაყალი. რეზოს სუფრის არევას ვერავინ გაუბედავდა. ერთხელ ერთ მთვრალი აუშაირდა. რეზოს არაფერი უთქვამს, იმას ვათქმევინებ ხალხს დათვრა და ჩხუბი ატეხაო, თუ ვაჟკაცია ახლა დამენახოსო. თოფს კარგად ისროდა, ჩამოვიდოდა ფეხბურთის მოედანზე დადგებოდა სამხრეთის კართან და ელოდებოდა ტყის ქათმების გადმოფრენას. იტყოდა, მეორე კარს რომ გაუსწორდება, მაშინ ჩამოვარდებაო და ასეც ხდებოდა.
თოფი კარგი ჰქონდა, მაგრამ არასდროს გამიგია ტყეში ნადირზე ენადიროს. სამაგიეროდ უყვარდა თევზაობა. ტარიელ გოგუადან მსმენია, რეზოსთან და კიდევ ორიოდ კაცთან ერთად პალიასტომში თევზაობისას საჟენიანი ნავის ავსებას ერთი მტკაველიღა აკლდაო. 
მთლად დავიწყებულიც არ ყოფილა, ვახტანგ ბალავაძეს ჩეხოსლოვაკიაში რუსულ ენაზე გამოცემულ თავის წიგნში მოხსენებული ჰყავს რეზოც. 
სამწუხაროა, რომ რეზოს ვაჟი არ დარჩენია. ერთი ქალიშვილი ჰყავს, მანანა. მისი კლასელებისგან გამიგია, დიდი ფიზიკური ძალის პატრონი იყოო. მაშინ სპორტში ქალისთვის ასეთი ფართო არჩევანი არ იყო.
ვაჟიშვილი არც მანანას გასჩენია, ერთი ქალიშვილი ჰყავს, თამარი. მას ჰყავს ვაჟიშვილი გიორგი, რომლის ვაჟი, რეზი იყო საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გუნდის წევრი. სამწუხაროდ, მიიღო წელის ტრავმა და გადავიდა ტრავმატოლოგიის ფაკულტეტზე, მკურნალობს ტრამვირებულ სპორტსმენებს.
მეამაყება, რომ გვარში ასეთი სახელოვანი კაცი გვყავდა.
გეამაყებოდეს და არ აფასებდე წარმოუდგენელია. როგორც დაფასება მოწონების გარეშე.
ამ ადამიანის ტრაგედიამ ჩემი ერთ სტროფიანი ლექსი გამახსენა:
 ბედისწერამ თუ გაგწირა
 რა ძალა აქვს 
 მაშინ ჭკუას
 ზოგი მწვადს დისკს
 მიაყოლებს
 ზოგიც წყალსა
 პურის ყუას.
              დემური ჭყონია

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 123
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა