ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კაცი მამაპაპური ხელობით

17-01-2025, 13:42

  ძვირფასო ლანჩხუთელებო, გილოცავთ კალანდას  და გაგაცნობთ ლანჩხუთის მკვიდრს, მურადი ჩხაიძეს. იგი 1946 წელს დაიბადა სოფელ აცანაში, ტელმანის უბანში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ლანჩხუთში გააგრძელა საშუალო განათლების მიღება. შემდეგ კი მეთუნეობას მოჰკიდა ხელი, რაც გენეტიკურად მოსდგამდა.
აკეთებდა ქვევრებს, დოქებს, ჭის გვიმებსაც, პურის საცხობ თონეებსაც და ა.შ. ბოლო 10 წელია, რაც ჩიჩილაკებს ამზადებს და ლანჩხუთის მოსახლეობას და სტუმრებსაც ამ კარგი საქმით ახარებს. ბატონი მურადი დაინტერესებულია, რომ მისმა პატარა შვილიშვილმა, ნიკამ, ისწავლოს ეს მამაპაპური კარგი ხელობა.  ვულოცავთ ბატონ მურადს ახალ, 2025 წელს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და სიუხვეს.
                                                                                                          მარინა კობალავა

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 974
FACEBOOK კომენტარები