ნიკოლოზ ივანეს ძე ჩხაიძე 1912წ. აცანაში დაიბადა. მამამისი განათლებული პიროვნება ყოფილა. 1937წ. ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დაუპატიმრებიათ და დაუხვრეტიათ. ნ. ჩხაიძემ უმაღლესი განათლება მიიღო და მუშაობდა სხვადასხვა დროს გონიოს საბჭოთა მეურნეობაში, ასევე მთისპირის თემის აგრონომად.
1941 წლიდან ნიკოლოზ ჩხაიძე თავის ორ ძმასთან ერთად მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე იბრძოდა. სიკვდილისათვის არაერთხელ ჩაუხედავს თვალებში, ტყვეობის მძიმე ხვედრი გამოუცდია. გათავისუფლების შემდეგ ის გვარდიის მსროლელ დივიზიაში ჩარიცხულა. ომიდან დაბრუნების შემდეგ მშვიდობიანი საქმიანობა ბათუმში გააგრძელა, ჯერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიწათმოქმედების კომისარიატში, უფროს აგრონომად; იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი აგრონომი, მონაწილეობას იღებდა კახაბრის ველზე ქარსაცავი ტყის ზოლის გაშენებაში, კვარიათთან ევკალიპტების ხეივნის გაშენებაში.
ნ. ჩხაიძე აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწეოდა. ,,საბჭოთა აჭარაში” აქვეყნებდა პოპულარულ პუბლიცისტურ ნაწარმოებებს.
მას მინიჭებული ჰქონდა აჭარისა და საქართველოს დამსახურებული აგრონომის წოდებები. ომისა და მშვიდობიანობის ჟამს გაწეული საქმიანობისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით.
მარინა ჩხაიძე
მეომარი სოფელ აცანიდან
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 001



