ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ერთი ულამაზესი სასულიერო წყვილის ისტორია და ახლახან აღმოჩენილი ფოფოდიას საფლავი ლანჩხუთში

1-11-2021, 12:42

,,1958-1960 წელი ლანჩხუთი, თბილისის ქუჩა. ღრმად მოხუცებული მანდილოსანი ძველი გუ­რული ოდის აივანზე სავარძელში ზის. მარჯვენა იდაყვით  მოაჯ­ირს დაყრდნობია და ჩაფიქრე­ბული გასცქერის ქუჩის კუთხეს“ _  მარინე ბარამიძე გაზეთი ,,ლა­ნ­ჩხუთი პლუს.“
ფსიქოლოგ მარინე ბარამიძისა და მისი თანამოაზრეების მიერ აღმოჩენილი იქნა საფლავი აგა­რაკის სასაფლაოზე,  რომელიც ეკუთვნის ლანჩხუთის  წმინდა გი­­ორგის სახელობის  ტაძრის მღვდლის, ნესტორ ურუ­შაძის ულამაზეს მეუღლეს, ფო­ფოდია ანა(ანუ) იორაიშვილს. ხსე­ნებული ტაძარი გასული სა­უკუნის ოციან წლებში კომუნისტებს დაუნგრევიათ, იგი ახლა აღარ არსებობს და  მის ადგილას ლანჩხუთის ცენტრალური პარკია გაშენებული, მღვდელმთავარი ნესტორ ურუშაძე - ნიჭიერი, გან­ათლებული, კეთილი, ღარიბ- ღატაკების დამხმარე და საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნება ყო­ფილა,  მოძღვარს სახლში ჰქონია გახსნილი საერო სკოლა, სადაც ჰყოლია დიდი მრევლი, იგი გა­მოირჩეოდა მტკიცე რწმენით, იყო ღვთის ერთგული მსახური, მისი ცხოვრება დიდი ხანი არ გა­გრძელებულა, ახალგაზრდა გარდაცვლილა და ტაძრის ეზოში დაუკრძალავთ.
,,აგარაკის სასაფლაოზე დაკ­რ­ძა­ლული იყო ფოფოდია 
ანა (ანუ-ასე ეძახდნენ შინ­აურები),  მისი საფლავის არსებობის შესახებ მხოლოდ მე  და  ბახვა ურუშაძემ  ვიცოდით, ამის თაობაზე ინფორმაცია მომაწოდა გასული საუკუნის ბოლოს, ბატონმა სერგო ჩხაიძემ. მე დავიმახსოვრე და მერე თავად ვნახე ეს ადგილი, შემდეგ გავიდა წლები. ამ სამიოდე 
თვის წინ კი მე და გიორგი ხურციძემ
დიდი ხნის  ძებნის შემდეგ ძლივს მივაგენით, რადგან საფლავი ეკალ-ბარდებით იყო დაფარული და მასზე დიდი ფართოტოტებგაშლილი ხე ამოსულიყო. 
საფლავის გასაწმენდად მამა გიორგის (მარშანიშვილს) ვთხოვე დახმარება. მან უხმო
თავის მრევლს. დავით სამსონაძის და გეგა შარაბიძის ფიზიკური შრომით 
ეს საქმე მოგვარდა. საფლავი პირწმინად გაასუფთავეს,“_ გვითხრა მარინე ბარამიძემ
მისი თქმით, ეს დიდი საქმის პირველი ეტაპი იყო. მეორე ეტაპზე ჩაფიქრებული ჰქონდათ  საფლავის ქვის დამზადება, ეპიტაფიით და ფოტოთი. რაც გარკვეულ თანხას მოითხოვდა და შემოწირულობებით უნდა გაკეთებულიყო.
,,მე გარკვეულწილად პირადი დაინტერესება მაქვს, რადგან მღვდელმთავარი ნესტორი ურუშაძე, რომლის მეუღლეც იყო ანა იორაიშვილი, ჩემი ბებიის დავარი ურუშაძის ძმა გახლდათ.
ადრე, კომუნისტურ პერიოდში, 
ამის აღიარება არ შეიძლებოდა, ტაბუდადებულ თემად ითვლებოდა. მამა ნესტორის საფლავი აღარ არსებობს. მის სიკვდილთან დაკავშირებით ორი ვერსიაა  გავრცელებული:  
მეოცე საუკუნის დასაწყისში, მსგავსად დღევანდელი კოვიდისა, ისპანკა მძვინვარებდა და ამით დაიღუპა. 
მეორე ვერსიით კომუნისტებმა წამებით ამოხადეს სული. ასე თუ ისე 
მისი საფლავი დაკარგულია.
მთავარია ის, რომ  უდიდესი საქმე გაკეთდა. 
უღრმესი მადლობა მამა გიორგის (მარშანიშვილი)
შეგიწიროთ უფალმა. მეც მოვიპოვე სიმშვიდე“
 _ გვითხრა მან და ისიც აღნიშნა, რომ ეს წყვილი: მამა ნესტორ ურუშაძე და ფოფოდია ანა, იყო კომპოზიტორ მერი დავითაშვილის დედამთილის მშობლები, მერი დავითაშვილის შვილმა მამუკა დოლიძემ თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში მან გამოაგზავნა თანხა, 100 ლარი საფლავის ქვის შესაძენად.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვარი ახალგაზრდა გარდაცვლილა და ცხოვრების ჭაპანი ფოფოდია ანას აუღია თავის თავზე, იგი ხასიათით ძლიერი ქალი ყოფილა, ოთხი შვილი გაუზრდია უმამოდ: თამარი (ჩიტო) ალექსანდრე    (სა­შ­ულია) ლევანი და ვერა
(ვერიჩქა) ჯანმრთელები ჭკვინები და ნიჭიერები ყოფილან. ყველა თბილისში დამკვიდრებულა. ქალბატონი ანა (ანუ) აქტიურად ერეოდა თურმე დედაქალაქის ცხოვრებაში, ეს იყო მე-20 საუკუნის ოქტომბრის რევოლუციამდელი თბილისი, თავისი ქარტეხილებითა და მშფოთვარე ცხოვრებით, ანას უმცროსი ულამაზესი ვაჟკაცის ლევანის დაღუპვით უდიდესი ტკივილი განუცდია და მაინც არ გატეხილა სულით.
წლები გადიოდა, ასაკი ემატებოდა ძველებურად ვეღარ მიემგზავრებოდა დედაქალაქში. შვილები თავისთან ეძახდნენ. ის კი ჯიუტობდა და ამბობდა უარს, ვერ ელეოდა ლანჩხუთს, უფრო და უფრო იზიდავდა საკუთარი სახლი და მეუღლის აღარარსებული საფლავი.
1960 წელს სახლის შეძენა პედაგოგების ივანე და დარეჯან ჯაშების ოჯახს გადაუწყვეტია, მათ ახალი სახლი ააშენეს ძველი მასალაც გამოიყენეს, ზემო სართულში ამ მასალისაგან ოთახი მოაწყვეს, ქალბატონი ანუ არსად გაუშვეს და ეს ოთახი დაუთმეს. მზრუნველობას არ აკლებდნენ.  განსაკუთრებულ ყურადღებას მის მიმართ სათნო ქალბატონი - დარეჯან მგელაძე იჩენდა თურმე.
,,1962-63 წლები. იწვა სახლში ქალბატონი ანუ, ემშვიდობებოდა წუთისოფელს და ფანჯრიდან სევდიანად გასცქეროდა მაგნოლიის ხეს, რომლის ტოტები და ფოთლები თოვლს დაეფარა.
კიბის საფეხურზე ნაბიჯების ხმა გაისმა, ეს ქალბატონი დარეჯანი უახლოვდებოდა მის ოთახს ,,რაიმე ხომ არ გნებავთ?“ უარის ნიშნად თავი ოდნავ გადაიქნია. მეუღლე წარმოუდგა თვალწინ მოაგონდა მისი სიტყვები: ,,ქრისტიანობა კიბეა ცად ამყვანებული“ თვალი კიდევ ერთხელ შეავლო მაგნოლიის ხეს და ბედთან შეგუებული განეშორა წუთისოფელს“_  წერს მარინე ბარამიძე თავის სტატიაში
მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 869
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა