ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სასაფლაოა თუ ,,ჰარამხანა“?!

სასაფლაოა თუ ,,ჰარამხანა“?!
31-01-2018, 09:59

ყოფილა სასაფლაოების გაქურდვის შემთხვევები, ხოლო ამ ბოლო დროს ეს ადგილი გადაიქცა მრუშობის ბუდედ. რამდენიმე ადამიმიანი, რომელთა მიცვალებულნიც ამ სასაფლაოზე განისვენებს, ამტკიცებს, რომ რამდენჯერმე შეესწრნენ ფაქტს, როდესაც მანქანით მოჰყავთ ქალები და იქ ორგიებს აწყობენ. სასაფლაოზე აღმოჩენილი რამდენიმე პიკანტური ნივთიც ამის ნათელი დადასტურებაა. მოსახლეობის თქმით, მათ დანახვაზე, მანქანაში მსხდომი პირები სასრაფო წესით ტოვებენ სასაფლაოს და მათი ზუსტი იდენთიფიკაცია ვერ მოახერხეს, თუმცა აქვთ ეჭვი ზოგიერთ პიროვნებაზე. ბოლო წლებში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მომრავლდა სასაფლაობის დარბევის, სექტების მიერ რიტუალების ჩატარების და სხვა ვანდალური ფაქტები. ადამიანები, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს, ითხოვენ, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ ამ ფაქტებით და აღკვეთონ ამ სასაფლაოზე მსგავსი ბინძური ქმედებები. როგორც ისინი აცხადებენ, სასაფლაოს ჰყავს დარაჯი და მისი დახმარებით შეიძლება სიმართლის დადგენა. ,,სასაფლაოა თუ ჰარამხანა?! ზოგიერთმა სულ დაკარგა ნამუსი, ხელში თუ ჩაგვივარდნენ, ვიცით როგორც მოვექცეთ. ყველაფრის ასე წაბილწვა შეიძლება?! ქარტველი კაცისთვის ეკლესია და სასაფლაო მუდამ წმინდა იყო. სანამ უბედურებას დავატრიალებთ, სჯობს სამართალდამცავებმა დაალაგონ სიტუაცია“- აცხადებენ ინკოგნიტო ადამიანები, რომელთა მტკიცებითაც, უამრავი ფაქტი ადასტურებს მათ მონაყოლს და თვითმხილველებიც არსებობს.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა