ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვახტანგ ზენაიშვილი: ლაჩარი და ფაშისტი ვერასდროს გაიმარჯვებს თავისუფლებაზე

ვახტანგ ზენაიშვილი: ლაჩარი და ფაშისტი ვერასდროს გაიმარჯვებს თავისუფლებაზე
14-09-2022, 12:41

მსოფლოსთვის, მითუმეტეს საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიაც რუსეთის ფედერაციის მიერ დღემდე ოკუპირებულია, რუსული აგრესია უცხო არ არის, მაგრამ მაინც ცოტა თუ იფიქრებდა, რომ 2022 წელს ვინმეს აზრად მოუვიდოდა მეზობელ ქვეყანასთან ასეთი ფართომასშტ­აბიანი ომი წამოეწყო. მადლობა ღმერთს, უკრაინამ გაუძლო, გა­უძლო და ახლა თავად გადადის მტრის ტერიტორიაზე საბრძოლ­ველად. სამწუხაროდ, ჩვენს ქვე­ყა­ნაში იმთავითვე არ ყოფილა ერ­თიანი აზრი და სულისკვეთება ოკუპანტი ქვეყნის მიერ წამოწყებულ საშინელ აგრესიაზე. ამ თე­მებზე სასაუბროდ ვთხოვეთ ჩვე­ნთვის დრო დაეთმო ისტო­რი­კოსს, პოლიტიკოსს, ეროვნული მოძრა­ობის წევრს, ლანჩხუთის გამგებლის ყოფილ მოადგილეს ვახტანგ ზენაიშვილს.
_ ბატონო ვახტანგ, დავიწყოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერ­თობით. საიდან და რატომ მოდის რუსული აგრესია?
_ 1453 წლის 29 მაისს მოხდა კონსტანტინოპოლის დაცემა, რამაც სრულიად განსხვავებული დღის წესრიგი დააყენა დედამიწაზე და როგორც ახლა ვამბობთ, შეცვალა გეოპოლიტიკა. რატომ გავიხსენე ეს მოვლენა? რუსეთისთვის საქა­რთველოში გამავალი ყველა გზა იყო უმნიშვნელოვანესი, რადგან სხვა გზები დაბლოკილი იყო პო­ლიტიკური მოვლენებისა თუ ეკო­ნომიკური პრობლემების შედეგად. რუსეთს არ აწყობდა, არაფერში სჭი­რდებოდა ძლიერი, ერთიანი დამოუკიდებელი საქართველო. გავიხსენოთ რა დამართეს თავის დროზე ერეკლე მეორეს, გიორგი მე-12-ეს, როგორ მოატყუეს ასპინ­ძის, კრწანისის ომებში, როგორ მოაწყვეს მალევე საქართველოს ან­ექსია. როგორ გააუქმეს იმერ­ეთის სამეფო, ჩაახშეს ყველა აჯა­ნყება გაწყვიტეს პატრიოტები, ინტელიგენცია. რა რეპრესიები და საზიზღრობები გაატარეს მე-20 საუკუნეში, რა გააკეთეს 9 აპრ­ი­ლს. ეს ყველაფერი მიზანმიმა­რთუ­ლად ხდებოდა და საბოლოოდ მივ­იღეთ შედეგი, რომლის მიხედვ­ითაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. 
_ რას უკავშირებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც მისტირიან გასული საუკუნის კომუნისტურ წყობას და ამბობენ, რომ ძალიან კარგად ცხოვრობდნენ იმ პერიოდში?
_ მასეთი ადამიანები ან ძალით ისულელებენ თავს, ან შეგნებული მავნებლები არიან.  ჯერ ერთი, როგორ შეიძლება მონობაში კარგად გრძნობდე თავს, მეორეც არ­ავითარი ძლიერი ფინანსური მდგ­ომარეობა მაშინ არ იყო. ახალგაზრდების გასაგონად ვამბობ, ეს იყო სრული უკუნი, საშინელება და იდიოტიზმი. რაც შეეხება ყბად­აღებულ თემებს, მაინტერესებს ვინ დაფრინავდა და რამდენი ,,37 მანეთად“ მოსკოვებში და როგორ ერთობოდა. პურს ვერ იყიდდი, სო­სისი არ იჭმებოდა, ლუდზე გურუ­ლები ხუმრობდნენ ,,ამ ლუდს თავზე თუ დეისხამ ძამა, თვარა კუჭში არ ჩეიშობაო“, მანქანას ვერ შეიძენდი მანამ, სანამ მთელ რიგ პროცედურებს არ გაივლიდი. ვერ გახვიდოდი ,,საბჭოთა კავშირის“ საზრვრებიდან. უნორმო, უაზრო შრომისგან ჩაწყვეტილი ჰქონდა ხალხს წელები. ვიმეორებ, ვინც იმ დროს მისტირის ან სულელია, ან საკუთარი ხალხის მტერი, თავმოყვარეობასა და ღირ­სებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
_ როგორც ვხედავთ, უკრაინული არმია ეფექტურ კონტრშეტევებზე გადავიდა, ბრძოლის ველზე სურათი რადიკალურად შეიცვალა, რუსული ჯარი ყველგან მარცხდება და გარბის. ელოდა ამას ვლადიმერ პუტინი თუ სრული მოულოდნელობა იყო? 
_ რა თქმა უნდა, არ ელოდა. ის ხომ საბჭოთა ნაგავით თავგამო­ტენილი მანიაკია, დარწმუნებული იყო, რომ მოსახლეობა ვარდებით შეხვდებოდა, ხოლო უკრაინული არმია ჩაბარდებოდა. რუსეთის არმიის უძლველობის მითს რაც შეეხება, ეს მხოლოდ ბნელი ადამიანების ტვინში იყო. არც ერთი სერიოზული ომი რუსეთს არ მოუგია, არც მეორე მსოფლიო ომი, რომ არა ამერიკული ჯარები და სხვა ფაქტორები. თემის გადახვევა გამოვა, იმედია სხვა დროს მომცემთ საშუალებას ამ ყველაფერზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრო. ვოვა პუტინს და მის საბჭოთა გენერლებს ეგონათ შანტაჟის ენით დააშინებდნენ დასავლეთს, ეგონათ ამერიკა და ევროპა ხელებს დაიბანდა. იქ ატომი ახსენეს, იქ გაზის გადაკეტვა, იქ რაღაც ემბარგო. ეს ყველაფერი სას­აცილოა და არავინ არ ჭამს. ყველა ყველაფრისთვის მზად აღმოჩნდა. რუსეთის იმპერიის აღსასრული ახლოვდება, ბრძოლები უკვე მათსავე ტერიტორიაზე წარიმართება, ლაჩარი და ფაშისტი ვერასდროს გაიმარჯვებს თავისუფლებაზე. უკრაინას აქვს ყველაფერი, რათა გაიმარჯვოს ამ ომში. პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი, იარაღი და დემოკრატიული სამყაროს სრული მხარდაჭერა. 
_  რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, რამდენად სწორი და ადეკვატური გგონიათ საქართვე­ლოს ხელისუფლების პოზიცია, ჩართულობა და დამოკიდებულება?
_ 2012 წელს მოვტყუვდით ყველა, მათ შორის მე და ჩემზე ჭკვიანი, გამოცდილი ადამიანები. 10 წელიწადია საქართველოს მართავს რუსეთის ხელისუფლება. ესენი არაინ სინდისისგან, მორალისგან, ადამიანობისგან დაცლილი ხალხი. თავიანთ ლაჩრულ, კაპიტულაციურ, მონურ პოლიტიკას გვტენიან როგორც პრაგმატულობას და პატრიოტიზმს. ხმამაღლა ვაცხადებ, ეს არის კრემლის ხელისუფლება და მისი პარტაქტივი გადააქციეს ,,ედინაია რასიად“. ასევე, ხაზგასმით ვამბობ, ეს პრორუსული, მოღალატე ხელისუფლება უნდა დაემხოს. მინიმუმ 15-20 კაცი სამხედრო ტრიბუნალზე გასამართლდება. პირდაპირ ვერ აცხადებენ რაშისტები ვართო და არჩეული აქვთ სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ლანძღავენ ზელენსკის და მის ადმინისტრაციას. ეს მართლა ლაჩრები და მონები რა ნამუსით უტევენ, ახსენებენ აუგად გმირი ერის გმირ ხელისუფლებას. მაგრამ, ამათი მიზანიც ესაა, ბოლომდე გაასულელონ და დაიბრიყვონ ხალხი. რაღაც შა­ბლ­ონურ ტექსტებს ქმნიან სოციალურ ქსელებში, მერე აიძულებენ მთელ პარტაქტივს გააზიარონ თავიანთ გვერდებზე და ასეთი ბინძური მეთ­ოდებით ცდილობენ უკრაინა შეაძ­ულონ ქართველებს, მაგრამ ვისაც ჭკუა და ღირსება აქვს, არ მოტყუვდება, არც სამშობლოს გაყიდის. ხოლო ვინც სამშობლო ხელფასებზე და ბიძინა ივანიშვილის მონობაზე გაყიდა, მათზე საუბარი არ მაქვს, მათი დროც დადგება. ილოცონ, რომ სანამ უკრაინა გაიმარჯვებს, მანამდე გად­ააბარონ ხელისუფლება, კარგად ნამდვილად არ დასრულდება მათთვის არაფერი. მანახეთ ხელისუფლების თუნდაც ერთი წარმომადგენელი, რომელიც ღიად აკრიტიკებს პუტინსა და რუსეთს, ან ღიად უჭერს მხარს ზელენსკის და უკრაინას. ზოგი უწიგნურია, ზოგი მოღალატეა და ა.შ.
_ ხელისუფლებაში აცხადებენ, სწორედ მათი პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა, საქართველოში ომი რომ არ არის... 
_ მსგავსი უტიფარი ხალხის მნახველი არ ვარ. ჯერ ერთი, პრაგმატიკოსები კი არა ლაჩრები არიან. მეორე და მთავარი, რაში აინტერებს იმპერიას შენი ხმის ტონი მისდამი, რათ უნდა მას საბაბი, თუ რაიმეს გაკეთება უნდა? ან, რაში სჭირდება პუტინს საქართველოში დღეს ომი? არაფერში, აქ ისედაც მისი ხელისუფლება ზის, ამაზე უკეთესს ვერც ინატრებს. რაც შეეხება ,,აბა, ომი გინდა ბიძი?“ - ,,გინდა მშვიდობა? ემზადე ომი­სთვის“. თუ საჭიროა, დიახაც, უნდა ვიომოთ, ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები და ამით მოვედით აქამდე. დიახ, მონობაში სიცოცხლეს თავისუ­ფ­ლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი მირჩევნია. ჩვენი ხელისუფლებისგან კი რა გვესმის? ,,ერთ საათში აგვ­იღებენ, სად გვყავს ჯარი, ენას კბილი დავაჭიროთ, ვერ ხედავთ ზელენსკიმ როგორ შეახოცა ხალხი“? მადლობა ღმერთს ამათ არავინ ეკითხება მსო­ფლიო გეოპოლიტიკას და მალე ქვეყნის სათავიდანაც მოვიშორებთ! დიდება საქართველოს, დიდება უკრ­აინას, დიდება გმირებს!!!

თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 536
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა