ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა იყო ქართულ ეკონომიკაში ისეთი, რომ ქვეყანა ამდენ ომს და შემოსევას უძლებდა

რა იყო ქართულ ეკონომიკაში ისეთი, რომ ქვეყანა ამდენ ომს და შემოსევას უძლებდა
13-06-2022, 12:35

ქართლ-კახეთის სამეფოში, ერეკლეს დროს, თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ფულის (აბაზი, მარჩილი, ნახევარი ფული, ბისტი, 1776 წელს მოიჭრა ოქროს ფულიც) გარდა მიმოქცევაში იყო რუსული ოქ­როსა და ვერცხლის მონეტები, ასლანი-ჰოლანდიური ოქ­რ­ოს მონეტა, ფლუ­რი/ფლორინი, ვენეტიკური სე­ინი, სპარსული უზა­ლ­თუნი, თურქული პიასტრი. თეიმურაზ ბა­ტ­ონიშვილი წერდა: ,,ოქ­­რო ჩვენში სრუ­­­­­­­ლად გოლ­ან­დი­ისა მუშა­ობ­და, ვენეციისა და ოს­მა­ლისაცა უფ­რო ცო­ტა, მაგრამ ოსმალოს ოქრო წმინდა არ არის და ამისთვის არ უყვართ ქართველებსა". მოკლედ მაშინდელ საქართველოში მულტისავალუტო სისტემაა. საქართველოს დაპყრობის შემდეგ მხოლოდ რუსული ფუ­ლი გაბატონდა. 
1918-1921 წ.წ. დამოუკიდებელ საქართველოში ქართული ფულის (ბონი) გარდა მიმოქცევაში იყო ნიკოლოზის ოქროს თუმნიანი, გირვანქა სტერლინგი, ოქროს ლირა, ოსმალური ქაღალდის ლირა, ფრანგული ფრანკი, ამერიკული დო­ლარი, გერმანული მარკა, იტალიური ლირა. ამ დროსაც მულტისა­ვალუტო რე­ჟი­მია. 
ბო­ლ­შევიკების შემ­ოს­ვლის შემ­დეგ კი ცნობილია რაც მოხდა-აღმოგიჩინეს უცხოური ვალუტა?   
წადი ციხეში!
ილია ერთ-ერთ წერილში კი­თხვას სვამდა: რა იყო ქართულ ეკონომიკაში ისეთი, რომ ქვეყანა ამდენ ომს და შემოსევას უძ­ლ­ებ­დაო. ერთ ერთი საფუძველი სწო­რედ ესაა მულტისავალუტო რეჟ­ი­მი, მიწაზე ევროპული ყაიდის საკუთრებასთან ერთად. დიახ, სა­ქართველო მთელს აზიაში, იაპონ­იასთან ერთად, ის გამონაკლისია, სადაც წარმოების ევროპული წესი იყო გაბატონებული. 
1921 წლის აპრილის დეკრეტით ბოლშევიკებმა გააუქმეს მიწაზე კერძო საკუთრება და საქარ­თვე­ლოს მთელი ტერიტორიის მიწა-წყალი სახელმწიფოს საკუთ­რება გახდა. 15 ივნისის დეკრეტით კი განხორციელდა მრეწველ­ობის ნა­ცი­ონალიზაცია. 
ბოლშევიკების მიერ ქართვე­ლი ხალხისთვის ჩამორთმეული ერო­ვნული სიმდიდრის თი­თ­ქმის 90% დღემდე სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. 
ჰოდა, იმ ხალხს, ვითომ ერეკლე მეფეს და ქართულ ტრადიციებს რომ იცავენ ვეკითხები: ამ ნამდვილ ტრადიციებზე რას იტყვით? არ დავაბრუნოთ? თუ ჩოხით სირბილი, ბოლშევიკური აზრები და ევროკავშირის დროშის დაწვა გგონიათ ტრადიცია?!

    ვახტანგ ზენაიშვილი

განყოფილება: ---
გადასვლები: 538
FACEBOOK კომენტარები