ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ შევძელი ჩვენი ქვეყნის პატარა ელჩი ვყოფილიყავი და ჩვენი პატარა ქვეყანა ბევრისთვის გამეცნო

როგორ შევძელი ჩვენი ქვეყნის პატარა ელჩი ვყოფილიყავი და ჩვენი პატარა ქვეყანა ბევრისთვის გამეცნო
31-08-2022, 11:44

,,ჰო და არას” სტუმარია წარმატებული ლანჩხუთელი გოგონა, მარიამ ზენაიშვილი.
გამარჯობა, მე ვარ მარიამ ზენაი­შვილი, 20 წლის. დავიბადე და გა­ვიზარდე ჩვენს პატარა ქალაქში. 2019 წელს დავამთავრე ლანჩხუ­თის ემზარ წილოსანის სახელობის #2 საჯარო სკოლა. ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო თავგა­დასავალი ჯერ კიდევ სკოლის პერი­ოდში დაიწყო. 16 წლის ასაკში გავიმარჯვე  FLEX(Future Leader Exchange Program)-ში, რომელიც სრულად არის დაფინანსებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ. ერთი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ჰავაის შტატში მასპინძელ ოჯახ­თან ერთად და ვსწავლობდი ადგილობრივ კერძო სკოლაში(St. Andrew Priory School). პროგრამა საკმაოდ კონკურენტულია, მონაწილეობას იღებს რამდენიმე ათ­ასი მოსწავლე და აქედან მხოლოდ 2% ახერხებს საბო­ლ­ოოდ ეტ­აპზე გას­ვლას. მე ძალიან გამიმარ­თლა, რომ ამ პროგრამის ფი­ნალისტი და მო­ნაწილე გავხდი.
ამერიკულ სკოლაში სწა­­ვლა იმაზე მეტად საი­ნტერესო და მხიარული გა­მოცდილება აღ­მოჩნდა, რასაც ველოდი. სკო­ლაში ვიყავი წარ­ჩი­ნებული მოს­წავლეების სიაში, რომელ­შიც გარკვეული პროცენტული რაოდენების მოს­წავლეები ხვდებიან მხო­­ლოდ. ამერიკული სა­ს­წავლო პროცესი ძალიან სა­ინტერესო  მეთოდებითა და აქტივო­ბე­ბით გამოი­რ­ჩეოდა, რომელ­ზედაც საუ­ბარი ახლა ალბათ შორს წაგვიყვანს. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოხალისეობრივი აქტივობების გა­ნ­­ხორციელება, რათა პროგრამის მო­თხოვნები  დამეკმაყოფილებინა. ამ­­ი­ტომ, აქტიურად ვიყავი ჩარ­თული სკოლის გარეთ აქტივ­ობებში. ვიყავი ეკო კლუბის აქტიური წევ­რი და ხშირად ვა­ორგანიზებდით შეხვედრებს ეკო­ლოგიური მდგომარეობის გასაუ­მ­ჯობესებლად, მაგ­ალი­თად სანა­პი­როს დასუფთავება და ა.შ.
ასევე ვიყავი ცროსს-ცოუნტრყ სი­რბილის გუნდის წევრი, რომლის ფარგლებშიც მწვრთნელის დახ­მა­რ­ებით მთელი გუნდი აქტიურად ვვარჯიშობდით და ვიღებდით ყო­ველკვირეულ მონაწილეობას შეჯ­იბ­რებეში.
ამერიკაში ცხოვრების დროს კარგად დავინახე და გავიაზრე მოხალისეობის მნიშვნელობა, ეგ­რეთ­წოდებული უნგაროდ გა­კე­თებული საქმის მნიშვნელობა, ამიტომაც აქტიურად ვეხმარებოდი სხვადასხვა ორგანიზაციას კეთილი საქმის კეთებაში, მაგალითად ვარ­იგებდი საჭმელს თავშესაფარში მყოფ ასაკოვან ადამიანებთან, ვიყავი დამხ­მარე/ინსტრუქტორი პერჰარბორის მუზეუმში ბავშვების ტექ­ნიკურ სიმულციურ ოთახში, ვეხმარებოდი საგნის მას­წავ­ლებელს სასწავლო პროცესის  წარმართვაში და ბავშვებს დახმა­რებას ვუწევდი კოდის დაწერაში. ყოველი ამ შრომის გამო მივიღე სე­რთიფიკატი ამერიკის შეე­რ­თებ­ული შტა­ტების მთავრობისგან 100 საათზე მეტი გაწეული მოხალ­ისეობრივი სა­ქ­მიანო­­ბის­თვის. 
რა თქმა უნ­­და, სწა­­ვ­ლა და თა­­­ვის და­მ­კ­ვი­დ­რება სრუ­ლ­­იად უც­ხო ქვე­­ყა­ნა­ში 16 წლის ას­­აკში მარტივი არ არ­­ის. თუმცა ის საფუძველი, რაც ჩემმა მშობლიურმა მე-2 სკოლამ მომცა და ის ცხოვრების პრინ­ცი­პები, რაც ჩემმა ოჯახმა მასწავლა, დამეხმარა რომ ეს შე­მეძლო. 
სწორედ ამერიკაში სწავლის დროს გავიგე უკეთ პროგრამირების შესახებ და გადა­ვწყვიტე სწა­ვლა ამ კუთხით გამეგ­რძე­ლებინა. 2019 წელს დავბრუნდი საქართვე­ლოში და ჩავაბარე ქარ­თულ-ამე­რიკულ უნივერის­ტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მი­მ­არ­თ­ულებით. თითქმის ეს ყველაფერი იყო, რაც მანამდე მინატრია, თუმცა ერთი რამ მაკლდა - სტუდენტური გაერთიანება დაინტერესებული პრო­გრამირებით. ამ განზრახვით  აპ­ლიკაცია გავზავნე ლი­დერის პოზიაციაზე  ყველა­სთვის ცნობილ გუგლში და ჩამოვაყალიბე Gოოგლე-ის დეველოპერების სტუდნეტური კლუბი. მის ფარგლებშიც ვაწყობდი სეს­იებს და სასწავლო ვორქ­შოფებს სხვადასხვა ტექნოლო­გიურ სა­კითხ­ებზე. ეს იყო პირ­ველი ტე­ქნიკური კლუბი, რომელიც უნივერისტეტის ბაზაზე დაარსდა. ძალიან ამაყი ვიყავი, რომ სწორედ ეს კლუბი იყო ევროპაში არსებულ ასობით კლუბს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და აქტიური. 
ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება იყო უცხოეთში რომელიმე წამყვან  უნივერსიტეტში ბაკა­ლავ­რზე სწავლა, თუმცა ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე ადვილი არ იყო ამ ოცნების ასრულება.FGH
2021 წლის დასაწყისში საბ­უთები შევიტანე გაცვლით პრო­გრამაში მონაწილეობის თაობაზე, სააპლიკაციო-გასაუბრების ეტაპები გავიარე წარმატებით და ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში დაფინან­სებით წავედი რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტში სასწაველბლად შემოდგომის სემესტრის გასატარებლად. უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი, იტალიის ერთ-ერთ მაღალ რეიტინგულ უნივერსი­ტეტში მოვხვდი, რომში ვცხოვრობდი და ძალიან ბევრი ახლო მეგობარი შევიძნე სხვა­დასხვა ქვეყნიდან. გადა­ვწყვი­ტე ბავშ­ვობის მეორე ოცნებაც ამესრულებინა და იტალია შემ­ომევლო. მეგობ­რებ­თან ერთად მოვი­კიდე დიდი ზურგჩა­ნთა, ჩამოვ­წერ­ეთ აუცილებლად სა­ნა­ხავი ადგილების სია და ასე შემოვიარეთ იტალია - ნაპოლი, სორენტო, მილ­ანი, ა.შ. ფართო ღიმილით, ანთებული გულით და დიდი ზურგჩანთებით - ეს ჩვენ ვიყავით მოხეტიალეები. 
ევროპულ უნივერ­სი­ტეტში სწავლამ ჩემი შეხედულებები შეცვალა სამყა­რ­ოზე და ძალიან ბევრ საკითხზე. გა­ვიაზრე, რომ არ ვიყავი მზად ამ ასრულებული ოცნების ხელიდან გასაშვებლად.  ისევ ბრძოლა გადა­ვწყვიტე, სახლში დაბრუნების ნა­ცვლად. ხომ კარგი შეგრძნებაა სა­ხ­ლის კარს რომ გააღებ, ქუჩას ჩაუყვები და კოლიზეუმთან ამოყოფ თავს. ახლა წარმოიდგენიეთ კიდევ რა მაგარი იქნება სახლის კარს გააღებ, ქუჩას ჩაუყვები და ევროპის ერთ-ერთ უძველეს პარკში რომ ამოყოფ თავს რეტიროში, მად­რი­დში. ისევ ავკინძე ახალი აპლიკაცია, ისევ ახალი გასაუბრება გა­ვიარე და უკვე მეორეჯერ ავიღე ერამსუს+ დაფინანსება. ჯერ კიდევ რომში ცხვორების დროს გავიგე, რომ გაზაფხულის სემესტრს მა­დრიდში გავატე­რებდი  მაღალი სტანდარტებით აღჭურვილ ალკალას უნივერსიტეტში. 
საქართველოში ჩამოსვლასაც ვერც ვასწრებდი, რომში გამოცდების დასრულებისთანავე მადრიდში მიწევდა წასვლა. ფრენამდე მად­რიდის მთელი რუკა სამგზავრო სისტემა შევისწავლე, რომ ბინა რაც შეიძლება კარგ ლოკაციაზე მქონოდა. მალავე საცხოვრებელიც ვიპოვე, დაზღვევაც გავაკეთე, მხოლოდ მადრიდში ჩემი ჩაფ­რენაღა იყო დარჩენილი. ასე ჩა­ვალაგე ჩემოდანი და 20 წლის ასაკში უკვე მესამედ გადავედი მარტო უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად. ესპანეთმა პირველივე დღიდანვე მომნუსხა და შემაყვარა თავი. უნივერისტეტის სისტემა საკმაოდ გავდა ქართულს, მაგრამ მიდგოგმები მაინც სხვანაირი იყო. ისეთი შეგრძნება, მქონდა, რომ ჩემი არც ერთი დასმული შეკითხვა ზედმეტი არ იყო და რომ ყველა პროფესორი სრულიად მზად იყო სტრესის გარეშე მოეცა ჩვენთვის ხარისხიანი ინფორმაცია და განა­თლება. ამას ძალიან ვაფასებდი და მეც თავს არ ვზოგავდი, რომ გამ­ოცდებზე კარგი შედეგი მქონოდა. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ იღბილიანი ადამიანი ვარ, ესპანეთში ცხოვრების დროსაც ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე სხვადასხვა ქვე­ყნიდან: საფრანგეთი, საბერძ­ნეთი,  ბრიტან­ეთი, ავსტრია, უნგრეთი ა.შ. ბევრ მათგანს ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდა საქართველ­ოსთან დაკავ­შირებით და ძალიან ამაყი ვარ, რომ შევძელი ჩემი საქართველო მათ­თვის გამეცნო. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომა­ვალში ჩავაკითხავთ ერთმა­ნეთს და ერთამენთის ქვე­ყ­ნებს დავათვა­ლიერებთ. ამ ყველაფერის შემდეგ შეგ­რძნება მიჩ­ნდება, რომ გარდა იმ­ისა, ჩემი პირადი ინტერესი დავი­კმაყოფილე და უცხოეთში ვისწა­ვლე, ასევე შევ­ძელი ჩვენი ქვეყნის პატარა ელჩი ვყოფილიყავი და ჩვენი პატარა ქვეყანა ბევრისთვის გამეცნო. 
ნამდვილად მოულოდნელი და სასიხარულო იყო ჩემთვის Gო­ოგლე-ის სტიპედნდიის აღება კატ­ეგ­ორიაში - გოგონები კომპიუტ­ერულ მეცნიერებებში. სტიპენდია შექმნილია,  რათა დაეხმარონ კომპიუტერულ მეცნიერებს მიზნის­კენ სწრაფვაში და გახდნენ ლიდერები ამ დარგში. სტიპენდიები გაიცემა თითოეული კანდიდატის სიძ­ლიერის, დემონსტრირებულ ლი­დერობის და აკადემიურ გამო­ცდი­ლების მიხედვით. ჩემთვის მარ­თოლაც დიდი პატივია ვიყო პირ­ველი ქართველი, რომელიც და­ჯილდოვდა  გუგლის ამ კონ­კრე­ტუ­ლი სტიპენდიით.
სამომავლოდ ისევ ვაპირებ სწა­ვლის გაგრძელებას ამერიკის რო­მელიმე წამყვან უნივერსი­ტეტში, ხელოვნური ინტელექტის, კერძოდ კი მანქანური სწავლების კუთხით. ამავდროულად ჩემი დიდი სურვლი და მიზანია, დიდი სტიმული მივცე ახალგაზრდა თაობას, განსაკუთ­რებით ჩემს პატარა თანაქალა­ქე­ლებს, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის, მთავარია ბრძო­ლა  და დიდი ნებისყოფის მობილიზება რა­თა მიზანს მივაღწიოთ.  ძალიან მი­ნდა მოვახდინო მეტი და მეტი გო­გონას დაინტერესება კომპიუტ­ერუ­ლი მეცნიერებების კუთხ­ით. სა­მწუხაროდ, ჯერ-ჯერობით გენდერული კუთხით პროფესიების და­ყოფა ისევ არსებობს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ხელი შევუწყო ამ აზრის საპირისპიროს დამტკიცებას. 

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 800
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა