ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დიმიტრი ბერიძე: ჩემო ბაბუებო, დაიკაპიწეთ ხელები, დაუდექით მხარში ერთმანეთს, ქვეყანა თქვენს იმედზეა... გევედრებით, არ უღალატოთ ქვეყანას, ნუ გაგიტაცებთ ფული, სიმდიდრე...

დიმიტრი ბერიძე: ჩემო ბაბუებო, დაიკაპიწეთ ხელები, დაუდექით მხარში ერთმანეთს, ქვეყანა თქვენს იმედზეა... გევედრებით, არ უღალატოთ ქვეყანას, ნუ გაგიტაცებთ ფული, სიმდიდრე...
7-09-2022, 13:00

,,ჰო და არას“ სტუმარია ბატონი დიმიტრი ბერიძე, 80 წელს გა­დაცილებული, მრავალმხრივ მისაბაძი ადამიანი, კარგი ოჯახის მამა, შესანიშნავი ადამიანი.სახალხო მთქმელი, რამდენიმე წიგნის ავტორი.
- თქვენი აზრით რა არის ღირსება, ვინ არის ღირსეული ადამიანი?
- ღირსება არის ოქროს სამკაული, რომელსაც ცხოვრებაში ყველა ვერ იკ­ე­თებს. ღირსეული ადამიანიაის, ვისაც ეს ოქროს სამკაული ამშ­ვენებს.
- გვესაუბრეთ თქვენს შესახებ.
- დავიბადე აჭარის მთიანეთში, ვარ აჭარის ადათ-წესებზე აღზრდილი ად­ა­მიანი. პირველ ყოვლისა ვიცი სიყვარ­ულის, უფროს-უმცროსობის, მეგობრობის, მეზობლობის ფასი, ეს ყველაფერი ჩემი მშობლებიდან მომ­დევს. ყველაზე დიდი ცოდნა წიგნმა მომცა. მიყვარდა და მიყვარს წიგნი, რადგან ის ცოდნის დედაა.
ბავშვობა გავატარე სოფელ ლო­მონაურში (შუახევის რაი­ონი). კო­მ­უნისტებს არ მივტირი, მაგრამ მათ ბავშვის ფორმირების ასეთი მეთოდი ჰქონდათ, სკოლაში მის­ვლისთანავე მიგიღებდნენ ოქ­ტომბ­რელად და გეტყოდნენ, თუ კარგად ისწავლი, ზრდილობიანად მოიქცევი, პიონერში მიგიღებთ. პიონერს კიდევ წითელი ყელსახვევი ჰქონდა, რაც ბავშვს იტაცებდა. ტარდებოდა პიონე­რული ორგანიზაციის შეკრე­ბები, საღამოები, წარჩინებულ პიონერებს უშვებდნენ დასასვენებ­ლად პიონერულ ბანაკში, იქ კი შე­მოქმედებითი კოცონი ენთო, ასე რომ, ოქტომბრელებს ყოველივე ეს იტ­აცებდა.
პიონერად ვისაც მიიღებდნენ, მას უხსნიდნენ, თუ შენ თავს გამოიჩენ კომკავშირში მიგიღებენ. ყველა ცდი­ლობდა კარგად ესწავლა, ზრდილობი­ანად ყოფილიყო, რომ ყველა ეს საფეხური გაევლო. კარგ, წარმატებულ კომკავშირელებს პარტიაში იღებდნენ და ყოველივე ეს ხელს უწ­ყ­ობდა ბავშვების სწორად ფორმირებას. დღეს კი მოსწავლესა და მასწავლებელს ვერ გაარჩევთ ჩა­ცმულობით.
რაც შეეხება ჩემს ბიოგრაფიას, სკო­ლა დავამთავრე და გამიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, იქიდან დაბრუნებული ათი წელი ვიცხოვრე ხელვაჩაურის რაიონის სალიბაურის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში. მეურნეობის ყველაზე დიდი, დადებითი თვისება იყო ახალგაზრდა ოჯახე­ბისთვის ხელის შეწყ­ობა. გაკმაყოფი­ლებდნენ ბინით, საოჯახო ინვენ­ტარით, სამუშაო იარა­ღე­ბითა და ტანსაცმლით. იქ მისულ პირ­ოვნებას ჰქონდა ყველა საშუალება გეშრომა და გეცხოვრა.
ათი წელი დავყავი მეურნეობაში, ცო­ტა-ცოტა დანაზოგით შევიძინე სახლი სოფელ ჩაის უბანში.
ბოლოს დაიშალა საბჭოთა კავ­შირი, ქალაქში დადგა პურის პრობლემები, სიმინდისა და საქონლის ყო­ლის მიზ­ნით გადმოვედი გურიაში, სახელდობრ სოფელ ლესაში.
სოფელში დამხვდა არაჩვეულებ­რივი გარემო, მეზობლებმა მიმიღეს როგორც მკვიდრი ძმა. გურული მეზობლების დახმარება და თან­ად­გომა რომ ჩამ­ოვთვალო, გაზეთის ფართი კი არა ერთი წიგნიც არ მეყოფა.
- აჭარა და გურია - მოკლე ანალიზი.
- აჭარისა და გურიის დამოკიდებულებაზე რომანი დაიწერება. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და მახსოვს აჭა­რის თავკაცი დავით მამულაძე როგორ ეხვეწებოდა აჭარის მთიან მოსახ­ლეობას (მაშინ ქარხნებში მუშა ხელი ჭირდა), რატომღაც უხუცესმა ხალხმა ვერ გაბედა ქალაქში წამოსვლა, მაშინ მამულაძემ თხოვნით მიმართა გურულებს და ეს გამჭრიახი ხალხი ჩამოვიდა ბათუმში ქარხნებში სამუ­შა­ოდ, შემდეგ ბინები მიიღეს და დამკვიდრდნენ აჭარაში. სწორედ აქე­დან დაიწყო გურულებისა და აჭარლების დამეგობრება, რაც აჭარ­ლების გურიაში ჩამოსახლებით და­მთ­ავრდა, დღეს ვცხოვრობთ გვერდი-გვერდ გურულები და აჭარლები და ღირსეულ მეზობლობას ვუწევთ ერთ­მანეთს.
- სოფელი - რა იყო სოფლის მაცოცხლებელი წყარო? დღეს როგორ შეაფასებდით სოფლის ცხოვრებას?
- დავიწყებ ისევ სოფელ ლესაში ჩემი ჩამოსვლის დღიდან. 1991 წელს სოფელ ლესაში დაახლოებით მოსახ­ლეობას ჰყავდა 1000 სული ძროხა, ამავე რაოდენობის ღორი, ცხენი, კამეჩი, თხა და სხვა. დღეს ეს რაოდენობა შემცირდა 200 სული ძროხა თუ იქნება, აქა-იქ შეხვდები ღორს, თითო-ოროლა ცხენს, კამეჩი საე­რთოდ აღარ ჩანს. ამით იმის თქმა მინდა, რომ სო­ფლის მაცოცხლებელი წყარო ჯერ საქ­ონელია, მერე მიწა და მასზე მოწეული მოსავალი, ხეხილი, ვენახი და სხვა.
მთავრობამ ხელის შეწყობის მაგ­ივრად ისე გააძვირა საწვავ-საპოხი მასალები, რომ ადრე თუ გლეხი ხუთი ათას კვადრატულ მეტრს დაამუშავებდა  ას ლარად, დღეს ასი ლარი აღას კვ-მეტეს არ ყოფნის, ასეთივე ფასი და­ედო მინერალურ სასუქს და შესაწამლ ქიმიკატებს. მიზერულ ხელფასზე და პენსიაზე დამოკიდებული კაცი ვეღარც ხნავს, ვეღარც თესავს, შესაბამისად საქონლის საკვებს ვეღარ იღებს. ზოგჯერ გლეხს ბუნებაც აღარ სწყალობს და აჰა, შენი სოფელი და სოფლის მეურნეობა.
- პოლიტიკა საქართველოში...
- პოლიტიკა ისე მორყეულია, აქ შესაფასებელი აღარაფერი დარჩა. საქ­ართველო ყველა მაჩვენებლებით უს­წრებდა უკრაინასა და მოლდა­ვეთს. ჩვენმა მთავრობამ შეგნებ­ულად ისე წაიყვანა საქმე, რომ უარი გვითხრეს კანდიდატად მიღ­ებაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სოფლის მეურნეობა დანგრეულია, ეკონომიკა ჩამოშლილი, განათლება მიწასთან გასწორებული, კულტურას კულტურულად აუქმე­ბენ. არავინ იცის რამდენი სახნავ-სათესი მიწა გვაქვს, რამდენი ტყე (ისიც ნახევარი ხანძარმა გაანა­დგურა), დაუცველი საზღვრები, ხალხი ჩატოვებული მავთუ­ლ­ხ­ლა­რთებში.
მთავრობა ოპოზიციას აგინებს, ოპოზიცია კი მთავრობას. კორუფციამ და ხანძარმა ჩაყლაპა ყველა­ფერი.
ათი წელია ბათუმი-თბილისის ავ­ტობანი შენდება და თავი ვერ დაადგეს, ახლა ხალხს თავი საერთოდ მიანებეს და ხბოების მოვლა-პატ­რონობაზე გადავიდნენ, მალე შავ ზღვაზე კუნძულები გამოჩნდება, აი ეს არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა.
- რას ურჩევდით ახალგაზრდებს?
- მე ისევ და ისევ ჩვენი ახალგაზრდების იმედი მაქვს.
პირველ ყოვლისა სწავლას, ცოდნის დაუფლებას, შემდეგ ხელი-ხელს ჩაკიდებას ვურჩევ, ჩვენი ქვეყნის გა­დასარჩენად, ქვეყანა ჭაობში იძირება, ჩემო ბაბუებო, დაიკაპიწეთ ხელები, დაუდექით მხარში ერთ­მანეთს, ქვეყანა თქვენს იმედზეა, გევედრებით, არ უღალატოთ ქვეყანას, ნუ გაგიტაცებთ ფული, სიმდიდრე, პატიოსნებაა მთა­ვარი და გთხოვთ, პატიოსნად ემსა­ხუროთ ქვეყანას.
- რამდენი წიგნის ავტორი ბრძა­ნდებით, რას გვეტყვით თქვენი შემ­ოქმედების შესახებ?
- ჩემი შემოქმედების შესახებ რა მოგახსენოთ, წიგნი მაშინაა კარგი თუ მას მკითხველი ჰყავს. მე მიყვარს წიგნი, ლექსები და მოხარული ვიქ­ნები თუ წაიკითხავენ და თაროზე არ დაი­მტვერება.
მიუხედავად ამისა ვფიქრობ მესამე კრებულზე თუ ზემოდან არ მო­მისწრო უწყებამ.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 664
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა