ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჯუმბერ ბლაგიძე - საკრებულო არის მერიის ნოტარიუსი

ჯუმბერ ბლაგიძე - საკრებულო არის მერიის ნოტარიუსი
21-02-2022, 11:42

,,ჰო და არას"  სტუმარია ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, გახარიას პარტია ,,საქართველოდან“ და ასევე შესაბამისი ფრაქციის წარმომადგენელი ჯუმბერ ბლაგიძე. იგი გახლავთ  პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი, ლანჩხუთის საკრებულოს სამგზის დეპუტატი, ორჯერ სუფსის დამოუკიდებელი მაჟორიტარი. 
_  ბატონო ჯუმბერ, თქვენ როდესაც ბრძანდებოდით ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, ყოველთვის ღიად საუბრობდით პრობლემებზე. პრობლემებმა ამჟამად მოამატა და  არაფერი მოკლებულა ამ კუთხით. როგორია დღეს თქვენი შეხედულებები და როგორ აპირებთ საკრებულოში მუშაობის გაგრძელებას?
_ თებერვლის ბოლოდან და მარტის დასაწყისისათვის ჩვენი ფრაქცია იწყებს ყოველკვირეულ შეხვედრებს ყველა საარჩევნო უბანში მოქალაქეებთან. შევხვდებით არა მარტო ჩვენს ამომრჩეველს, არამედ ნებისმიერი პარტიის ამომრჩეველს.
ახლა ვიყავი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე,  იქედან მოვდივარ. გუშინ იყო სივრცითი დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა. ამ ორი კომისიის წევრი ვარ მე პირადად. ორშაბათს არის საკრებულოს სხდომა, საკითხი იყო ერთადერთი, რაც  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ეხება. იქ წერია მოწესრიგება, მაგრამ რანაირი მოწესრიგებაა ეს მე არ ვიცი.
_ უფრო ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, განიხილება ხელფასების მატების საკითხი, ჯერ საკრებულოში და ახლა შემოსულა  განსახილველად ასევე მერიის თანამშრომელთა ხელფასების მატება.   ალბათ შეუძლებელია ხელფასების მატებას არ დაუჭირო მხარი, მაგრამ მოსახლეობის ამ უკიდურესი გაჭირვების პერიოდში, როცა საქსტატის მიერ გამოცხადებული საარსებო მინიმუმი არის 226 ლარი, ლანჩხუთის რაიონი ყველაზე გაღატაკებული რაიონია მთელს საქართველოში და გურიაშიც კი, ძალიან ცუდად ჟღერს ეს მატემა, საზოგადოება ამას უარყოფითად შეაფასებს.
_ მე დღევანდელ  და გუშინდელ კომისიის სხდომაზე განვაცხადე, ადამიანი რომ გაჩნდა ამ ქვეყანაზე ყოველთვის კერძო ინტერესიჰქონდა. მისი შრომა უნდა დაფასდეს კორუფციის ელემენტი რომ გამოირიცხოს, მაგრამ რის ფონზე და ვის ფონზე? როცა ა(ა)იპიებში დაბალი ანაზღაურებაა, ბაღის აღმზრდელს 250-300 ლარი აქვს ხელფასი? გამცეს პასუხი იანვრიდან მოემატათ 10 პროცენტი ანუ 25 ლარი. ესენი 70-80 პროცენტით იმატებენ ხელფასებს ეს სამართლიანია?  წინა მოწვევის საკრებულოში დავუჭირე  ხელფასების მატებას მხარი, თუმცა მაშინ არ იყო ამხელა პროცენტით მატება, არც ინფლაცია იყო ამისთანა.
_ როგორც ვნახე მერის წარმომადგენლებს და მათ მოადგილეებს აქვთ ყველაზე დაბალ ხელფასები?
_ ვიკითხე ესეც, ისინი რადგან ხელშეკრულებით არიან შემდეგ მოემატებათო, ასევე მძღოლებსაც, მოემატებათ ალბათ 10 პროცენტი. საბავშვო ბაღის აღმზრდელები, მუზეუმების თანამშრომლები, კულტურა... ასევე, მიკვირს  სამინისტროს დონეზე  რა ხელფასებია და აქ რაა? მილიონზე მეტით მიდის ახლა მატება ხელფასების ჩვენისთანა მუნიციპალიტეტზე და როგორია?! კიდევ ერთხელ ვამბობ მივესალმები ხელფასების მატებას, მაგრამ ეს მოწესრიგება არაა, ეს არის დღევანდელ სიტუაციაში არათანაბარი მოწესრიგება, 650 ათასი ადამიანია სოციალურად დაუცველი საქართველოში, საშუალოდ 50 ლარია სოციალურად დაუცველის თანხა, იმას რა მოემატა? მე ამ კითხვას ვსვამ, რატომ არჩევნების წინ არ გააკეთეს ეს?
_ როგორც მე ვიცი არჩევნების წინ მმამრთველმა გუნდმა დაანონსა ხელფასების მატება.
_ კი, მაგრამ ყველასათვის და არა ასეთი არათანაბარი მატება, ზოგისთვის 80-90 პროცენტი და ზოგისთვის 10 პროცენტი. ათასებით მატებაზეა აქ ლაპარაკი. გაგიგიათ სადმე ხელფასი ადამიანს მოემატოს 2 ათასი ლარით? რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია ეს სწორად, ეთიკურადაც და მორალურადაც. შრომას რომ გაწევს ადამიანი იგი ანაზღაურებადი უნდა იყოს, მაგრამ უმრავლესობა (პოლიტიკური თანამდებობის პირები) იყოს უზრუნველყოფილი და მოქალაქეები რა დღეში არიან?! ზოგიერთს 20-30 ლარს უმატებ და იმასაც ვერ უმატებ. როგორც თქვენ ამბობთ საქსტატის მონაცემები ასეთია, ასევე პენსია 20 ლარით იზრდება. 20 ლარი ემატება პენსიას და 2000 ლარს იმატებ შენ არა? კვლავ მოვა მომავალი წელი, იქნებ კიდევ 2000 ლარი მოიმატონ. დღევანდელ სიტუაციაში ასეთ სოციალურ ფონზე არაეთიკურია და მორალურადაც მიუღებელია კიდევ ერთხელ განვმეორდები.
თქვენ კარგად იცით არ შევედრებით ჩვენ ევროპას, მაგრამ ველოსიპედებით დადიან. აქ კი ტარანსპორტის შეძენაზეა ლაპარაკი.
_ მხარდაჭერა აქვს ამ საკითხს, რაღა თქმა უნდა, მმართველი პარტიის მხრიდან. როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს გამართლებელი არგუმენტებიც აქვთ, საკითხი გადაწყვეტიალია. გასაგებია ისიც, ოპოზიცია არ დაუჭერს  მხარს, თუმცა ამით არაფერი შეიცვლება. 
_ მე და ჩემმა ფრაქციამ არ დავუჭირეთ მხარი, ყოველგავარი დემაგოგობისა და მსგავსი მიკიბ-მოკიბვის  გარეშე. ამათ ამნაირი მიდგომა აქვთ _ თუ განსხვავებული აზრი გამოხატე, ხარ დემაგოგი, სანოტარო კანტორას შეშურდება, ისეთია საკრებულოს დამოკიდებულება მერიის მიმართ. 
თვითმმართველობის კოდექსით საკრებულო უნდა იყოს ზედამხედველი, როცა გამოვხატეთ ის წუხილი, რომ ჩვენი ხმა იკარგება, ავირჩევთ და მერე საკრებულოში ჩუმდებიან, აღმოჩნდა თურმე ასე არ ყოფილა, არადა ხედავთ თქვენც, პირადად არც ერთი მოწვევის საკრებულოზე არ ვიყავით გაჩუმებული და მადლობა ამომრჩეველს რომ ეს შეაფასა. 
_ ადმინისტრაციული წარმოება იყო დაწყებული საკრებულოს თანამდებობის პირთა ხელფასების მატებაზე, მაგრამ მერიის მოსამსახურეთა ხელფასების მატებაზე როდის დაიწყო?
_ 8 თებერვალს მერმა წერილი შემოუშვა საკრებულოში  მესამე კატეგორიის სპციალისტის სარგოს 100 ლარიან მატებას მიაბას, 86 საშტატო ერთეულის ხელფასების მატება. დღეს დავსვი კითხვა კომისიის სხდომაზე: მინდა ეს ვთქვა საკრებულოს სხდომაზეც, თავად რომ არ იყვნენ ამ პოზიციაში, დავუშვათ შენ არ ხარ უმრავლესობის წევრი, ხარ რიგითი წევრი, ან მოქალაქე  გარედან, დაეთანხმებოდი ამას? შეიშმუშნენ. ავალებენ და საკუთარ თავს უარს ხომ არ ეტყვიან.  ხელფასების მოწესრიგება ქვია იმას, ყველას რომ შეეხება.
_ როცა საკრებულოს სხდომას ადევნებ თვალყურს, მწვავე საკითხები განიხილება და ამდენი ადამიანი გასუსულია, ზოგიერთის ხმა საერთოდ არ გაგვიგია, ცოტა უხერხული ხომ არაა?
_ ხმის ამომღები რომ არავინ არაა, ნოტარიუსს უფრო ნაკლები სამუშაო აქვს ვიდრე ამათ. ვფიქრობ მაინც ერთ შენობაში ვართ ნოტარიუსს კონკურენცია ექმნება საკრებულოს სახით, რადგან საკრებულო არის მერიის ნოტარიუსი. იმიტომ რომ 8 თებერვალს შემოტანილ საკითხს 10 დღეში ამტკიცებენ.
საკრებულოს დეპუტატი უნდა იყოს ხმის ამომღები და სიმართლის გვერდით მდგომი და არა პარტიულად მიკერძოებული, მიტომ დავთანხმდი პარტია ,,საქართველოსათვის“ და არა სხვა რომელიმე პარტიას, მეყარა კენჭი, ჩვენ პარტიული შეხვედრები გვაქვს  ასევე საუბრები ,,ჩათში-ც" გრძელდება, მიმდინარეობს პარტიის ოფისების განახლება და შემდეგი არჩევნებისთვის  მზადება და ა.შ. მე არც ერთ პარტიაში არ ვიქნები, სადაც მეტყვიან, რომ ჩვენი ინტერესი არის რაღაც საკითხის მიმართ არ გამოვხატო აზრი.
_ მალე ხვნა-თესვა დაიწყება და რაა უნდა ქნას გლეხმა საკუთარი ფართობი როგორ დაამუშაოს ტექნიკის არ არსებობისა და უსახსრობის გამო?
_არც არავინ არ ლაპარაკობს მაგ თემაზე, მერიას აქვს სოფლის მეურნეობის სამსახური, თხოვენ მათ ინფორმაციას, იგი  ურეკავს მერის წარმომადგენელს ეკითხება თქვენთან რამდენი მოიხნა ფართობი? ამას ასახავს ციფრებში მიაწოდებს შესაბამის სამსახურს. ასეა აწყობილი. ნამდვილად არაფერი არ მიმდინარეობს.
ვინც დაინტერესებულია, თავისთვის ოჯახურ დონეზე აწარმოებს ამ კულტურების მოყვანას და ესაა.
_ მიმდინარეობს რეორგანიზაცია ა(ა)იპიებში და ამაზე რა ინფორმაცია გაქვთ, როგორ შეიძლება დაითხოვონ ადამიანები სამსახურებიდან. გასაგებია, რომ გაბერილია შტატები, მაგრამ ახლა სად უნდა წავიდნენ?
საარჩევნოდ გამოიყენეს ეს ხალხი და ახლა ამცირებენ, არჩევნებამდე გაეკეთებინათ, იმ ტოტს ხომ არ მოვიჭრი, რაზეც ვზივარო, ცოტა უხეში შედარებაა, თუმცა ასეა. რაც შეეხება ა(ა) იპ კულტურის ცენტრს, თქვენ ისაუბრეთ ამ თემაზე ერთ-ერთ სხდომაზე და ალბათ ხართ საქმის კურში რა მდგომარეოაბაა, ხელმძღვანელი წავიდა  ახალი მოვიდა თუ რა მოხდა?

_ ჩვენმა ფრაქციამ განიხილა ეს საკითხი და უნდა გითხრათ, რომ არანაირი რეაგირება არ ყოფილა, ოთხი თვეა მას შემდეგ მერიის შიდა აუდიტმა დადო დასკვნა, სადაც აღიშნულია ფინანსური გადაცდომები, წაგებული სასამართლოები. დავით წერეთელი იყო ჩვენთან ფრაქციის სხდომაზე თავად თქვა, მე რომ ვყოფილიყავი მერი და ასეთი დასკვდა რომ დაედოთ ჩემთვის, იმავე დღესვე გავანთავისუფლებდიო.
_ ბოლოს და ბოლოს წავიდა ეს ადამიანი თანამდებობიდან?
_ არ წასულა შვებულებაშია ჯერ კიდევ. ადამიანმა აზარალა ბიუჯეტს, ორჯერ წააგო სასამართლო, 6500 ლარი საადვოკატო მომსახურებაში წავიდა ბიუჯეტის ფული. ახლა 6000 ლარი შემოდის აუტიზმით დაავადებული ბავშვების დახმარება, აგერ ამდენივე თანხა ვიღაც ადვოკატმა წაიღო არაკომპეტენტურობის გამო და იმ ხალხს აღუდგინა თავიანთი ხელფასები, ამაზეც არ ყოფილა რეაგირება, წინა მოწვევის საკრებულოში შემოვიდა ხელმოწერები, რომ განეხილათ კომისიებს, მაგრამ არ განხილულა. იკვეთება მფარველობა. თან იკვეთება რომ ეს კაცი მუშაობს ბათუმის სახელმწიფო თეატრში შტატიანი თანამშრომელია 1500 ლარი აქვს ხელფასი. რაც შეეხება დარღვევებს ამას აუდიტი აფიქსირეას გ აუდიტი ყოფილა არაკომპეტენტური? და ვერ აფასებს?
_  იმ ორმა ყოფილმა თანამშრომელმა ხომ მოიგო ეს სასამართლო პროცესი? მერე აღადგინეს სამსახურში?
_ არა, უპასუხეს, რომ არ გადაწყვეტილებაში მეწერა სამსახურში აღადგინეო როგორც ვიცი ახლა ისინი ამბობენ, რომ თავიდან შეიტანენ სარჩელს.
_ მანდაც ხომ რეორგანიაზაცია მიმდინარეობს?
_  კი მიგრამ როდის დასრულდება არავინ იცის, დირექტორმა ჩაატარა რეორგანიზაცია და ერთი თანამშრომელი კიდევ აიყვანა დამატებით. თუ რეორგანიზაციას აკეთებ და ხარჯების შემცირება გინდა, თანამშრომელს რატომ იმატებ? და შენ არ რეაგირებ ან როცა კითხვას გისვამენ და ამბობ, აქ ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ საბუთებში არაა ასახულიო. თუ საბუთებში არაა ასახული, რანაირადაა ნორმალური? 
მათი განწყობა ასეთია, რასაც გვინდა ვიზამთ, განაღდებული გვაქვს, მოგებული გავაქვს არჩევნებიო.
...და ასე ბატონ-პატრონობით უყურებენ ყველაფერს.

 ესაუბრა მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 085
FACEBOOK კომენტარები