როგორც ცნობილია, ტაბიძე საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელი იყო და შესაბამისად ეს კომისია ხელმძღვანელის გარეშე დარჩა. უკვე საუბრობენ კომისიის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურაზე. გავრცელებული ცნობით, ვაკანტური პოსტის დაკავებას სუფსის მაჟორიტარი ჯუმბერ ბლაგიძე გეგმავს. ჰო და არასთან~ საუბარში ბლაგიძე გავრცელებულ ინფორმაციას არ უარყოფს: ჩემთვის ინფრასტრუქტურა ახლობელია. პროფესიით ინჟინერი ვარ და ამ სფეროში ბევრი რამ გამეგება. რაც შეეხება ჩემს მიერ კომისიის თავკაცობას. ამაზე ამ ეტაპზე ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა. თუ შემომთავაზებენ, ალბათ, უარს არ ვიტყვი. მე ახლაც ვარ ამ კომისიის წევრი და ადრეც, როცა საკრებულოში ვიყავი მაშინაც გახლდით~. სუფსის მაჟორიტარი ფრაქცია მაჟორიტარების~ ხელმძღვანელია. თუ ბლაგიძემ ინფრასტრუქტურის კომისია ჩაიბარა, მაშინ ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური რჩება. აღნიშნულ ადგილზე აკეთის მაჟორიტარის, გოგი მორჩილაძის კანდიდატურის დამტკიცებას პროგნოზირებენ.
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0