,,ჰო და არას~ ახალი რუბრიკის, ,,სხვა კუთხით~, პირველი სტუმარია ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, კახა ასკურავა.
_ თქვენ ხართ პირველი სტუმარი, ახალი რუბრიკის ,,სხვა კუთხით”. გიკვირთ თუ არა, რომ ხართ პირველი? რატომ?
_ პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ პირველი სტუმარი ვარ. ეს თქვენი არჩევანია და არა ჩემი. რაც შეეხება კითხვას, გამიკვრდა თუ არა? თუ იმას გულისხმობთ ქვეცნობიერით, ვიმსახურებ თუ არა, ვიყო პირველი, ჩემი პასუხი იქნება - არა, ხოლო თუ იმას გულისხმობთ, რომ გავამართლო თქვენი რუბრიკის პირველი სტუმარის სტატუსი, გიპასუხებთ, რომ შევეცდები თქვენი მოლოდინები არ გავაცრუო. აქვე მინდა წარმატებები გისურვოთ იმ საქმეში, რაზეც ხელი მოგიკიდიათ და აქვე მოკრძალებული რჩევა მოგცეთ, თუ მიიღებთ, რაღა თქმა უნდა. თუ ის საქმე, რასაც ხელს მოკიდებთ ძალიან რა გიყვართ, სჯობს ხვალვე მიანებოთ თავი, ხოლო თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს საქმე ძალიან გიყვართ და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა ბოლომდე უერთგულებთ, მაშინ თქვენ სწორ გზაზე დგახართ. სჯობს საერთოდ არ აკეთოთ საქმე, რომელიც არ გიყვართ, ვიდრე მაინც აკეთოთ და ბოლოს მიხვდეთ, რომ ეს შენი საქმე არ იყო.
_ თავის დროზე, რომ არ მიგეღოთ გადაწყვეტილება, ჩაბმულიყავით პოლიტიკაში, რა გზას აირჩევდით, ანუ რა კუთხით წავიდოდა თქვენი ცხოვრება?
_ 2002 წელს, როცა სულ ახალი დამთავრებული მქონდა სამედიცინო ინსტიტუტი შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ ჩავერთე პოლიტიკურ ბრძოლაში. ამას ჩართვაც არ ქვიოდა პრინციპში, თავიდან-ფეხებამდე გადავეშვი და როცა უკან მოვიხედე, მივხვდი რომ ძალინ შორს მქონდა შეტოპილი. უკან რომ მოვბრუნებულიყავი ჩემგან მაგარი ექიმი ვეღარ დადგებოდა, ისე რა ექიმი არ მინდოდა მრქმეოდა და ვამჯობინე ისევ წინ მივწოლოდი. მას მერე იყო ძალიან ბევრი გამოწვევები, იმედგაცრუება, წარმატებები, წარუმატებელობები, შეცდომები, მაგრამ არასდროს ჩამიდენია დანაშაული როგორც საჯარო მოხელეს, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამით ვამაყობ კიდეც. ჩემი საქციელით არც ჩემი გუნდისთვის მიმიყენებია ზიანი და არც ჩემი ქვეყნისთვის.
შესაძლოაბა რომ მომცა როგორ მოვიქეოდი? ბევრ რამეს სხვანაირად შევხედავდი, სხვა გადმოსახედიდან. თუმცა სწორედ ისინი არიან უფრო ძლიერნი, ვინც პირველივე შესაძლებლობებს ისე იყენებენ, რომ მეორე წრეზე წასვლა არ სჭირდებათ. ეს გენიოსთა კატეგორიაში გადის და არა ჩვეულებრივ მოკვდავთა კატეგორიაში. ასეთი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწენი ბევრი არა, მაგრამ ჰყოლია საქართველოს
_ ამ 30 წლის მანძილზე, რაც საქართველოში ფორმაცია შეიცვალა, რომ არა შეცდომები, თქვენი აზრით როგორი იქნებოდა დღეს საქართველო?
_ ძალიან რთული შესაფასებელია. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ ქართველები ძალიან რთული ხალხი ვართ. რთული, როგორც კარგი, ასვე ნეგატიური გაგებით. ჩვენ ხასიათი საქმის კარგად კეთებაში ხან ძალიან გვიწყობს ხელს, ხან _ გვღურავს. თუ კარგად დავუკვირდებით უახლოეს 30 წელს, ანუ ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე განვლილ პერიოდს, ძალიან წააგავს იგი ჩვენს ხასიათს. არის დრო გამონათების, არის დრო, დიდი თუ მცირე წარმატებების და არის დრო ერთმანეთის მტრობის, სიძულვილის, გაუტანლობის. სამწუხაროდ, ბალანსი ქვების შეგრობიდან ქვების სროლამდე, ამ უკანასკნელის სასარგებლო იხრება. ანუ უფრო მეტი გავფანტეთ, ვიდრე შევაგროვეთ, უფრო მეტი დავკარგეთ ვიდრე მოვიპოვეთ, უფრო მეტი ვიჩხუბეთ, ვიდრე მოვეფერეთ და ეს ყველაფერი პირდაპირ პროპორციულად აისახა ჩვენს ყოფაზე. თუ ამ ყველაფერს პოლიტიკურ სიპრტყეში გადავიყვანთ, ყველა პოლიტიკურ ლიდერს და მმართველ ძალას თავისი ცოდვები და წარმატებები ადევს კისერზე. ვის რამდენი, რომელი რა დოზით, ამის შემფასებლად მე ვერ გამოვდგები. პირველ რიგში მიმაჩნია, რომ 30 წელი ძალიან ცოტა დროა რაიმე დასკვნები გამოიტანო; მეორე იმიტომ, რომ ეს საზოგადოებამ უნდა შეაფასოს და ბოლოს ამ შემთხვევაში მე სუბიექტური ვიქნები. ვინაიდან თქვენ მე ზოგად შეფასებას მთხვთ ესაა ჩემი ზოგადი ხედვა, იმ 30 წლიანი მმართველობისა, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ძალიან მოკლედ ნათქვამი. ისე, ბოლოში მხოლოდ ერთ რამეს დავამატებდი - ნუ ვიქნებით იმის იმედად, რომ ყველა გვირაბის ბოლოს აუცილებლად ნათელია!..
_ თქვენი აზრით, რა შეცდომებს უშვებდა ყველა ხელისუფლება, რამაც ხელი შეუშალა ქვეყნის განვითარებას?
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ ყველა ხელისუფლება ერთნაირ შეცდომებს უშვებს. სწორედ იმით განსხვავდება ხელისუფლებები ერთმანეთისგან, რომ სხვადასხვა შეცდომებს უშვებს და თუ მაინც, საერთო გადაკვეთის წერტილი გინდათ დავინახოთ, მაშინ გეტყვით, რომ საბოლოოდ ყველა ხალხს ძალიან შორდება. როცა ჩემმა ხელისუფლებამ ანუ ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილმა დაინახა, რომ მისი ხელისუფლება ძალიან დაშორდა ხალხს, დემოკრატიულად, არჩევნების გზით გადააბარა ხელისუფლება პოლიტიკურ ოპოზიციას, ანუ დღევანდელ ხელისუფლებას. დღევანდელი ხელისუფლება, სამწუხაროდ, ვერ ხვდება, რომ ისიც ძალიან დაშორებულია ხალხს და არ სურს, არჩევნების გზით, ცივილიზებულად დათმოს ხელისუფლება. არა და, როცა ხელისუფლებები ყრუვდებიან და ბრმავდებიან ფატალურ შეცდომებს უშვებენ და სამწუხაროდ ამას ქვეყნის და ხალხის ინტერესები ეწირება.
_ სულ ახლახანს, თქვენ შიმშილობის საპროტესტო აქციაში მიიღეთ მონაწილეობა. შეეცადეთ, სხვა თვალით, სხვა კუთხით, შეხედოთ შიმშილობის ამ ფაქტს, გვითხრათ: იყო თუ არა შედეგზე ორიენტირებული ეს ქმედება?
_ კი, 12 დღე ვშიმშილობდი ჩემს თამნამებრძოლებთან ერთად. რომ გითხრათ, როცა შიმშილობის გადაწყვეტილება მივიღე, იმის მჯეროდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს საკნის კარს გაუღებდა, რომელშიც პოლიტიკური მოტივით ზის იგი, თქვენც მოგატყუებთ და მკითხველსაც. ეს გადაწყვეტილება იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური აქტი. ჩვენი აქცებს ვინც თვალს ადევნებს, ხვდება, რომ არის არის სრულიად არაძალადობრივი და კონსტიტუციით გარანტირებული, ხოლო შიმშილობა, მისი უკიდურესი ფორმაა. პირველ რიგში ამით ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას და შემდეგ ხელისუფლებას, რომელიც, სამწუხაროდ, დღითიდღე რეჟიმად ყალიბდება, ვაჩვენეთ, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის თავისუფალებისთვის, ყველა შესაძლო ფორმით და ეს ბრძოლა, სულ ცოტა ხანში გადამწყვეტ ფაზაში გადავა. და კიდევ, შიმშილობის ამ აქტით საქართველოს მესამე პრეზიდენტს გამოვუცხადეთ სოლიდარობა. მან თითქმის ორი თვე იშიმშილა და ამით ყველა ის ნარატივი დაამსხვრია, რომელიც ,,ქართული ოცნების" შექმნილი იყო, რომ იგი არის კომფორმისტი, მას ეშინია ციხის, სად შეუძლია შიმშილობა და ა.შ. მიატოვა დიდი თანამდებობა, თბილი სახლი, კომფორტი, თავისი ნებით ჩამოვიდა თავის ქვეყანაში და თავისი ნებით ჩაერთო გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელის ბოლომდე მიყვანში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
_ დღეს საქართველოში, კონკრეტულად ლანჩხუთშიც, ჩვენი აზრით ღრმა ეკონომიკური კრიზისია, რაც დასტურდება თუნდაც იმით, რომ 100-ობით ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას. თქვენი აზრით, რა გზით, რომელი კუთხიდან შეხედვით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?
_ სამწუხაროდ, ის 30 წლიანი პერიოდი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის ქარტეხილები, ყველაზე მეტად გურულებს და განსაკუთრებით ლანჩხუთს შეგვეხო. სიმართლე გითხრათ, ხშირად დავფიქრებულვარ, რატომაა გურია ყველაზე ღარიბი რეგიონი, არა და, საუბედუროდ, არის. თითქოს არც არაფრით ვართ სხვაზე ნაკრები და ნამდვილად არც ვართ, მაგრამ შემთხვევით არ მიხსენებია პოსტკომუნისტური ეპოქა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონს ყველაზე მაგრად დაეტყო. ის სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ის მცირე და საშუალო სამრეწველო ობიექტები, რომლითაც იქმნებოდა დოვლათი და შესაბამისად, სამუშაო ადგილები, სრულად განადგურდა. ზოგი ბაზრის უქონლობის გამო, ზოგი ჩვენივე ხელით გავანადგურეთ და ჯართში ჩავაბარაეთ; ზოგმა თანამედროვე ბაზრის სტანდარტებს ვერ უპასუხა და გაქრა, ზოგი სხვადასხვა ხელისუფლებების ექსპერტებს შეეწირა და ა.შ. მკითხველი რომ არ გადავღალოთ, ჩვენ ან არ, ანდა უფრო მეტად ვერ ავუბით მხარი, ვერ გადავეწყვეთ იმ გამოწვევებზე, რომელსაც საბაზრო ეკონომიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები ჰქვია. ეს ზოგადად მთელი ქვეყნის პრობლემაა, მაგრამ ზოგმა რეგიონმა მოახერხა მეტნაკლებად გასაღები მოერგო გამოწვევებზე. სამწუხაროდ, სიღარიბე ყველა ხელისუფლების გამოწვევა იყო გურიაში და დღემდე რჩება. ამ ყველაფერს მოჰყვა უპრეცედენტო რაოდენობის მიგრაცია. აქ რომ მოლოდინები გაქრა, გამოსავალი ხალხმა და განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, აქედან გაქცევაში ჰპოვა. მე ერთხელ თქვენს რედაქტორს ვთხოვე, რომ ,,ჰო და არას“ ერთი გვერდი დაუთმოთ ხოლმე ლანჩხუთელ ემიგრანტებს, მოუსმინეთ მათაც. ისინი ხომ ის ხალხია, ვინც პრაქტიკულად არჩენს ათასობით ოჯახს და მადლობა მათ!
რაც შეეხება ახალგაზრობას, გარდა უიმედობისა, ისინი რაიონში პერსპექტივასაც ვერ ხედავენ, რომ როცა ინსტიტუტს დაამთავრებენ საჯარო სექტორში იშოვიან ადგილებს, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ერთადერთი ადგილია, სადაც შესაძლოა დასაქმდე. ჩვენთან დასაქმება უმეტესწილად პირადი ნაცნობობით, ჩაწყობით და უსამართლოდ ხდება. სულ ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, ერთი და იგივე სახეები, რაც ნიჰილიზმს და იმედგაცრუებას იწვევს ჩვენი მუნიციპალიტეტის იმ ნაწილში, რომელსაც სინამდვილეში ფართოდ უნდა გავუღოთ კარი. აქვე ექსკლუზიურად უნდა გითხრათ, რომ სულ მალე ლანჩხუთის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაცია დაიწყებს ახალგაზრდული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას ვეპატიჟებით ახალგაზრდულ ორგანიზაციაში. აქვე ვიტყვი, რომ მათ უნდა გადაიბარონ მართვის სადავეები, ისინი უნდა გახდნენ მომავალი საკრებულოს წევრები და საერთოდ, მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის და ამ რაიონის უკეთეს მომავალზე.
_ თქვენი ოჯახი? რა არის თქვენი ოჯახის მთავარი ღირებულებები.
_ ჩემი ოჯახი ძალიან ტრადიციული ოჯახია. მამაჩემი, რომელიც, სამწუხაროდ, აღარაა ყველა დღესასწაულს, რომელსაც ქართველები აღვნიშნავთ, იმხელა მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ მას მერე, რაც მე გადმოვიბარე ოჯახის მართვის სადავეები, სულ შიშით ვარ, რამე არ შემეშალოს. ასე მგონია, მაკონტროლებს, თუმცა მაკონტროლებელი დატოვა დედაჩემის სახით.
ჩემი მეუღლე, რომელიც ძალიან კარგი და წესიერი ადამიანია, ჩემს გამო ძალიან იჩაგრება, რადგან მისთვის ყველა სამსახური, საჯარო სექტორში ჩაკეტილია, სადაც ჩემთან დაოჯახებამდე მუშაობდა და მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა. ამის მოწმე მეც ვარ, რადგან ჩემი თანამშრომელი იყო. ჩემი შვილები არიან ის ადამიანები, რომელთა გამოც ვაკეთებ და გავაკეთებ ყველაფერს. ისინი არიან ჩემი ფიქრიც, დარდიც და იმედიც.
_ რას ურჩევდით ხალხს, როგორ, რა კუთხით შეხედონ პრობლემის გადაჭრას?
_პირველ რიგში ჩემს ლანჩხუთელებს და მთელს საქართველოს მინდა მივულოცო 2022 წლის მობრძანება. ყველა ოჯახს დაგბედებოდეთ ჯანის სიმრთელე. ვწუხვარ, რომ ამ უჩინარმა, მკვლელმა კორონა ვირუსმა საშინელი დეპრესია, ჯანმრთელობის პრობლემები და უიმედობა მოიტანა, ისედაც დამძიმებულ ყოფაში. ეს დამარცხებულიყოს და გადაშენებულიყოს 2022-ში.
რაც შეეხება რჩევას, თუ ჩემს რჩევას დაუჯერებენ და მათთვის ფასი აქვს, სრულიად გულწრფელად ვეტყვი, რომ ყველა იმ ქვეყანამ მიაღწია მხოლოდ წარმატებას, ვინც ბოლომდე გაიცნობიერა, რომ ჩვენი თავი ,,ჩვენვე უნდა გვეყუდნოდეს.“ არადა, ეს სლოგანი ჯერ კიდევ როდის გვითხრა ჩენმა ღირსეულმა წინაპარმა... ჩვენ ვერ ვიარეთ ილიას გზით, შოთას გზით, დავითს გზით... არც ახლაა გვიან, მთავარია, როცა რაიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ, კარგად დავფიქრდეთ იგი რამდენად გრძელვადიანია და რამდენად გამოადგება ჩვენი სამშობლოს უკეთეს მომავალს, სადაც ჩვენი შვილიები და შვილიშვილები იზრდებიან.
ძალიან დიდი მადლობა თქვენ და თქვენს რედაქციას!
კახა ასკურავა: ,,ნუ ვიქნებით იმის იმედად, რომ ყველა გვირაბის ბოლოს აუცილებლად ნათელია!..“
ესაუბრა ნინია ბარამიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 927



