ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები ფიქრობენ, აზროვნებენ, მსჯელობენ და ლოგიკურ დასკვნებს აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს სახელისუფლებო ,,გვარდია" ჩვენ გვყავს საზოგადოება, რომელსაც ყველაფრისგან დამოუკიდებლად თავისუფალი აზრი გააჩნია და ასეთები არც ისე ცოტაა. როცა შენს ქალაქში უამრავი პრობლემაა და ყველა მათგანი მოსაგვარებელია, ამ დროს, ვისაც ეს ხელეწიფება შარშანდელ ამბავს კი არა, არც მეტი არც ნაკლები ყოველდღიურად სოციალურ ქსელში 9 წლის წინანდელ ამბავს ყვება, შეუძლებელია არ გაგიჩნდეს პროტესტის გრძნობა, თუ ამ ქალაქის მუნიციპალიტეტის, ქვეყნის მაცხოვრებელი ხარ და ყოველდღე პირისპირ ეჩეხები რეალობას.
,,გუშინ ძლივს გავაჩუმე მტირალი ბავშვი, ერთი ცალი ფუნთუშა ეყიდა ჩვენს საცხობში და ჭამდა გემრიელად , სანამ საიდანღაც მაწანწალა ძაღლი არ მოვიდა და პირიდან არ გამოსტაცა. იმდენი იტირა, ვერაფრით დავაწყნარე. ვეუბნები, მე გიყიდი ფუნთუშას, შენ ოღონდაც ნუღარ იტირებ-მეთქი ,მაგრამ აღარც ფუნთუშა უნდოდა არც არაფერი, ტირილი არ შეწყვიტა, არ დამავიწყდება მისი შეშინებული თვალები, სანამ შეიძლება ქალაქში ამდენი მაწანწალა ძაღლი დადიოდეს? გარდა ამისა, უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი და საკრებულოს დეპუტატები სოციალურ ქსელში მხოლოდ და მხოლოდ წინა, 9 წლის ლანძღვა გინებით არიან დაკავებული. დავიღალეთ ბატონო, დავიღალეთ, გავიგეთ და ახლა შეგვეშვით, იმის მერე გავიდა კიდევ 9 წელი და ეს უკვე 18 წელია, თუ არ მოგვეწონა ხომ გადავირჩიეთ გამოვხატეთ ჩვენი აზრი და წავიდა ხომ? რაც ახლა ხდება, ეს არის დიდი დანაშაული. იმის მაგიერ რომ ხალხზე იფიქრონ, 10 წელია დაგვტანჯეს ამ კადრებით და წარსულის ამბებით. წარსული რომ არ მოგვწონდა იმიტომ ავირჩიეთ ესენი, ვცდები რაიმეში? შენ რომ გვპირდებოდი უკეთესს, რა გააკეთე ის თქვი და ტყუილად დროს ნუ აცდენ იმ ცხრა წლის ხსენებით მეტი აღარ შეგვიძლია დაისვენეთ და დაგვასვენეთ ჩვენც" _ გვითხრა ია ფირცხალაიშვილმა ,
,2021-შიც რომ დაგჭირდება მთავარი ოპოზიციური პარტიის საპირწონედ საშინელი ციხის კადრების შეხსენება ტროლ- ბოტების საშუალებით და სხვას ვერაფერს დაიკვეხნი ან შეახსენებ მაინც, შენს ხალხს და მოიმხრობ, ეკონომიკის ზრდით,უპირველესად სამართლიანი სასამართლოთი... რომელიმე სფეროს წარმატებით მაინც,მეტი რაღა დარჩენიათ ქოცებს. წარსულის შეხსენება მხოლოდ. აბა, სხვა რაღა დარჩათ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ერთი-ერთში ასე ყველაფრის გადაღება და მეტი სიმკაცრით შესრულება, აფერუმ... გამოსდით,"_ წერს სოციალურ ქსელში ყოფილი საკრებულოს წევრი ექიმი ნონა მურვანიძე გასაოცარია, მაგრამ ფაქტია უკვე ახლადარჩეული სახელისუფლებო გუნდის ადგილობრივ წევრებს სალაპარაკო მეტი არაფერი აქვთ, ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება და ესენი კიდევ 9 წლის წინანდელ ამბებს ჰყვებიან, ისე როგორც ამას აკეთებენ სახელისუფლებო ზედა ვერტიკალის წარმომადგენლები. მოკლედ რასაც ჩასძახებენ ზემოდან იმას ამოგძახებენ.
დავიღალეთ ბატონო დავიღალეთ!

მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 809