ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სახელის შეცვლით არაფერი იცვლება, პიროვნების შეცვლით კი... ვნახოთ...

სახელის შეცვლით არაფერი იცვლება, პიროვნების შეცვლით კი... ვნახოთ...
21-08-2017, 00:00

მართლაც 15 დღის შემდეგ ლანჩხუთის სოფლების ცენტრალურ გზებზე დაიდგა სანაგვე ყუთები.ცოტა ხნის შემდეგ ვკითხულობთ ამირან გიგინეიშვილის წერილს გაზეთში მობოდიშების სახით, რომ ვერ მოასწრო ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულება... მთავარი ის არის, რომ ეს კაცი, შეწუხებული იყო იმით, რომ მან ვერ მოასწრო სოფლის პრობლემების მოგვარება იმ მოკლე პერიოდში, როცა მას მოუწია საქმიანობა. დიახ, ეს არის იმ ადამიანის საქციელი, რომელსაც გააჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა დაკისრებული მოვალეობისადმი. ასეთი პასუხისმგებლობის ქონით ადამიანის ავტორიტეტი იზრდება. მე მას სიღრმისეულად არ ვიცნობ, მაგრამ მასზე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა: ბატონი ამირან გიგინეიშვილი არის უაღრესად პატიოსანი, ყურადღებიანი, განათლებული, ჩამოყალიბებული ადამიანი, ბევრი იმ ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკამებზე ზის. მუნიციპალიტეტის ხარჯების შემცირების ფონზე 20-ით კი არა, 30 ლარითაც შეიძლება გაიზარდოს პენსიონერების პენსია. ქარს, რომელიც ჩვენს მხარეს უბერავს თუ გავყვებით, ნაკლები პრობლემები გვექნება. საპირისპირო კი - დაგვანგრევს;ჩემი გადმოსახედიდან, ისეთი ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებობის გრძნობა გააჩნია, ხალხის ნდობას გაამართლებს. ჩემო თანამოქალაქენო, ჩემო თანასოფლელებო, ჩემი უფლება გამოვიყენე, ჩემი აზრი ხმამაღლა დავაფიქსირე. პიროვნება, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია სწორედ ამირან გიგინეიშვილია. ასეთ ადამიანს შეიძლება ენდოთ. ნუ იტყვით უარს თქვენი მომავლის გაუმჯობესებაზე! ეთერ კუკულაძექვ.ჩიბათი

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა