ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მამათი, 2017 წელი და დღევანდელობა

მამათი, 2017 წელი და დღევანდელობა
19-11-2021, 12:45

ძველის ძველ მასალებს ვათ­ვა­ლიერებდი და ორ ჩან­ა­წერს წავა­წყდი, რომელიც 1917 წლის თებერვლის რე­ვოლუციამდელ პერიოდს ას­ახავს და ის მამათის ცხოვ­რების სინამდვილიდან არის. სამე­ურნეო მიწები მწირი და მოუსა­ვლიანი ყოფილა, შედა­რებით ნაყოფიერი მიწები კი მემამულესა და აზნაურებს ეკუ­თვნიდაო, ამის გამო მამა­თელი გლეხი იძულებული იყო ლუკმაპურის საშოვნ­ელად ფოთში, ჭალადიდსა და სხვა ადგილებში წასუ­ლიყო, თუმცა ამ გზით მონაგარი თან­ხებით ოჯახს მაინც ვერ არ­ჩენდა. გლეხის მიერ წინგადადგმული ნაბიჯი იდევნებოდა ბატონის მიერ. იაკობ ხელაძე იგონებდა: ვმუ­შაობდი ოზუ­რგეთში (შემდგომ მახარაძე) პურის მცხობელად, ერთ-ერთ ვაჭართან. ვიყავი ფიზიკურად ძლიერი და ენე­რგიით სავსე, შრო­მისმოყვარე ახალგაზრდა, ვა­ჭა­რი იყო ჩემი შრომით და ხანდახან ერთი დღით მშო­ბლებთან წამოს­ვლის ნებას მაძ­ლ­ევდა, ისინი ცხოვრობდნენ მამათში, დახურულ, ჩაბნელებულ პატარა სახლში. ვნა­ხე, რომ ვაჭარმა დურგალი მოიყვა­ნა, თავისი სახლის კე­დელი გამ­ოაჭრევინა და შიგ მინა ჩაადგმევინა, ფანჯრებიდან სახლში სინათლე შე­მოვიდა, ეს ძალიან მომ­ეწონა და შემეხარბა, დიდი ხვეწნის შემდეგ მომყიდა ერთი ,,სტეკლო“ და მა­მათში წამოვიღე ჩემს სახლში, სა­ხლის წინ კედელი გამოვჭერი და ჩავდგი, ძნელი ასაღწერია როგორ გაიხარა და იზეიმა ჩემმა ოჯახმა, სახლში სინათლემ რომ შემოაღწია, ეს ამბავი მალე მთელ სოფელს მო­ედო, გაიგო მემამულე გოთუამაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჩადგა თავის სახლში ასეთი ,,სტეკლო“. გოთუები ჩვენგან რამდენიმე კოლ­ომეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ, სუფსის პირას, ძიმითში, დიდ ლაშესთან ახლოს. ამ ადგილს დღე­საც ეძახიან ,,გოთუების მერეს“. მან იუკადრისა გლეხის მემამულესთან გატოლება. დამიბარა და მიყვირა:
- კაძახო, რავა გამიბედე შენს სა­ხლში სტეკლოს ჩადგმა. იგი რომ იქინე დავტოვო, მაშინ ჩემი სახლი უნდა დავწვა. გლეხსაც თუ სინა­თ­ლიანი სახლი ექნა, მე რაღა აზნ­აური და მემამულე ვარ?
გამაჩერა მასთან, ჩემთან ორი ღო­ნიერი ბიჭი გაგზავნა, ჩამოიღეს ,,სტ­ე­კლო“ და გოთუას მიუტანეს, გული დამწყდა, მაგრამ რას ვიზამდი, გამაფრთხილა: - შენ ბაღანაი კა­ცი ხარ, ნუ დაიწყებ ასეთ თავხ­ედობას, თორემ გაგაციმბირებ!
მალე მოგეღება ბოლო, მე კი ჩემს სახლს უფრო ლამაზ ფანჯარას გა­უკეთებ მეთქი, გავიფიქრე და წა­მოვედი, სხვა რა გზა მქონდა.
ასევე მამათელი მელიტონ ფრანგ­უ­ლაშვილი იგონებდა:
-ძალიან გაჭირვებულად ვცხოვრ­ობდით, სამი ობოლო ძმა და დედა, მამათში მუშაობით სარჩოს შონა შე­უძლებელი იყო, ძმებმა გაყოფა მოვინდომეთ, თუმცა გასაყოფი არა­ფე­რი გვქონდა. მაშინ გადა­ვწ­ყვიტე ფულის საშო­ვნე­ლად სადმე წავსული­ყავი. ეზოდან რომ გადმოვედი, ზენაარს შევევ­ედრე, ღმერთო ცოცხალი ნუ მომიყვანს სა­ხ­ლში თუ ასე­თი სიღარიბე მელის-მეთქი. წავედი და გუ­დაუთაში ვიმ­უშავე ხე-ტყის დამზადებაზე. ერთი წლის დაძაბ­ული მუშაობის შე­მდეგ ცოტა ფული ვიშ­ოვე, შევ­იძინე სამუშაო ია­რაღები: თოხი, ბარი, ცული, წალდი. დანარჩენი კი იქ ნაშოვნი მალარიის მკურნალობაზე დავხარჯე. რაც შემეძლო მოვ­­აწყვე საკარმიდამო ნაკვ­ეთი, მაგრამ ასე ცხოვრება მაინც შეუ­ძლებელი იყო.
ამ სტრიქონების წაკითხვის შე­მ­დეგ, ადამიანს რაღაც ნაცნობი ვი­თარება წარმოუდგება, თუმცა ძალ­იან დიდი მკრეხელობა იქნება ამის გულში გავლება, რადგან სხვაობა დროში ძალიან დიდია, იმ დღეე­ბიდან დღემდე ფორმულირება შეი­ცვალა, ქვეყნის მოწყობა შეიცვალა, მაგრამ რა ვქნათ, ვერ გავექცევით იმას, რომ სამუშაოს უქონლობა და პრობლემები ოჯახის რჩენაში დღესაც ყველაზე წინა პლანზეა. მიმოვიხედოთ ჩვენს გარშემო რამდენი ადამიანია წასული სხვადასხვა ქალაქში ან საზღვარგარეთ ლუკმა პურის საშოვნელად. რამდენი თვალცრემლიანი ადამიანი ტოვებს ოჯახს და წლობით ვეღარ ბრუნდებიან სახლში.
არადა კიდევ ვიმეორებ, რამდენი მკრეხელობაა ბატონყმობის დროს, დღევანდელს შევადაროთ, დღეს ხომ ყველაფერი გაცილებით უკეთ უნდა იყოს, რაღა დროს შიმშილისა და ლუკმა პურის ძებნაზეა საუბარი.
მარინა ჩხაიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 745
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა