ამას წინათ ტელევიზორში მოვკარი ყური და იმის მერე მთლად დამსიცხა მგონი. რაშია საქმე, ახლავე გეტყვით. კონსტიტუციის მიღებიდან 20 წელი იმფერი ზარ-ზეიმით აღუნიშნავთ, სულ `სელფების~ `ცვენა~ ყოფილა. კი იყო გაკუჭებული პრემიერი პრეზიდენტზე, მარა კიდომ ერთხელ ეახლა მიშას დატიებულ რეზიდენციაში და ხაზი გოუსვა იმას, რომ ასეთი ერთიანობა აუცილებელია. მართალია, `ღარიბას~ მისი `მამა და მარჩენალი~ არ ახლდა და ჭორვილელი მილიარდელი არც შემდგომ გამოჩენილა კონსტიტუციის დღეზე, მარა პრემიერის და პრეზიდენტის `სელფებმა~ გული მაინც გამიხარა. მიხდვნენ ეტყობა, რომ ერთიანობაა ყველა საქმეში საჭირო. 24-ში რომ კონსტიტუციის დღეი აღინიშნა და `მარგველამ~ თქვა, აწი დასვენების დღედ გამოუაცხადოთო, იმ დროს პაწაი ქე მრეჩხა გულში. რაც ქართველების სამსახურებიდან დასვენებულები ვართ, კიდომ დასვენების დღეი რავა იქნებ-თქო. მარა, მე ძამა, ვინ რას მეკითხება და აი გულისტკენა აგერ გადევიტანე ქაღალდზე. ეგება, მადლიზა ვინმემ წეიკითხოს და გეითვალისწინ-თქვა. რახან 20 წელი აღნიშნეს, პაწაი ხანიც და 2 ოქტომბერს ლარი გამოჩენიდან ამდენი ხანი იქნება გასული. ჰო, მაშინაც აქანე ვიდექი და მახსოვს, რაფერ გვახარეს, ლარი შემოვიდა მომიქცევაში _ ერთი დოლარი 1,3 ლარიაო. მოკლედ, კუპონის ხანა იყო და `მილიონერი~ ქართველობა უცებ ლარიანი გახდა. 8 ლარი იყო მაშინ პეინსია, მარა, იი, ფული ფულობდა და როგორ მაშინ იძახოდნენ, კაი დიასახლისი თვიდან-თვემდე იკმარებდა. მის მერე ბევრი ამბავი მოხდა ჩვენს ქვეყანაში, იყო რევოლუცია, შუქის მოსვლა არ მოსვლა, რუსეთთან ომი, ფანტანების შენება და `ოტკის~ წამოსვლა შადრევნიდან ბათუმში. ხანი გევიდა, მარა აი ჩვენი ფული ასთეა თუ ისთე რაცხას ყიდულობდა. ახლა დღეი ერთია, იმფერად უფასურდება ერთ დროს ჩვენი სიცოცხლით სავსე ლარი, რომ ჩემს წინ მდებარე აფთიაქში `ვალიდოლს~ ყიდულობენ ყველა მინუტში, მთლად არ წეიღოს მიზანა ბრეგვაძესავით წერილი. კაი აფერი რომ არ ჭირს ლარს, ვიცი მე, ჩემმა გურულებმაც იციან და მთელმა დუნიამაც, მარა ამ ჩვენს მთავრობას რომ არ სჯერა, ამაზე ვსკდები გულზე. ჯერ იყო ზამთარია და ტურისტები ჩამუა და ეშველება ლარსო _ იძახოდნენ. გეივსო გრიგოლეთის პლაჟი (სხვაგან არ ვიცი) რა `სორტის~ ხალხით გინდა, მარა ლარმა უფრო დაყვინთა. ეტყობა მასაც დასცხა და ბანაობა გადაწყვიტა. ხოდა, სანამ მთლად არ დასულა ზღვის ფსკერზე, მანამდე შევაწიოთ უნდა პაწაი ხმაი. დავაჯეროთ ამ ხელისუფლებას, რომ რაცხა-რაცხაები ჩვენც ვიცით, თვარა მუა აი არჩევნები მალე და შემოხაზვა და გადახაზვა გურულებს რომ არ გვესწავლება, აი, პირველმა ოქტომბერმაც კარგად დაგვანახა. მართალია, მაშინ მე მთლად კარგად არ ვიყავი და `რეანიმაციაში~ ვიმყოფებოდი რკინიგზის სადგურთან ახლოს რომ `გოსპიტალია~, მარა გადევიტანი კრიზისი და მევედი ძველ ადგილას. ვუყურებ აგერ 3 წელია ამ ქვეყანაში მიმდინარე ამბებს და ველოდები როის გათენდება იმფერი დილა, როცა ყველა კმაყოფილი იქნება. აფთიაქიდან გამოსულ პენსიონერს ღიმილიანი სახე ექნება, ხოლო ჩემს ქვემოთ რომ `გაჩერებაა~ შეწყდება ბებიას და შვილიშვილის ჩხუბი 2 ლარიანი კანფეტის გულიბიზა. ბოლოიზა პაწაი რჩევას გევიმეტებ, 30 წელია დღე და ღამ ფეხზე ვდგავარ, ჭაღარაც გამიჩნდა მგონია _ დოლარი რომ მალე 3 ლარამდე გარიხინდება, ამას ბევრი დროი არ დააგვიანდება. ტურისტი კარ შველის ლარს, ეკონომიკა სჭირდება ბაბა, ეკონომიკა. სამუშაო ადგილი თუ არ შექმენი და ხალხში ფული არ გააჩინე, ისთე აფერი არ გამოუა. კი გვპირდებოდა ბიძინა არჩევნების წინ, მესამე წელს ყველა ჯიბეზე იგრძნობთო და `სიმართლეს~ ამბობდა თურმე. ყველამ ვიგრძენით. ლარმა იმფერ დღეში ჩაგვაგდო, რომ მგონია პაწა ხანში გურულებს შემოსავალი ჭიშკარიც აღარ დაგვრჩება და ვიცხოვრებთ საერთო ეზოში, საერთო გაჭირვებით _ მომატებული ფასებით, მომღიმარი მინისტრებით და იმის ძახილით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, როცა მე ამირჩევთო. ვიყარო უნდა რა მომავალ არჩევნებზე კენჭი. დაპირებებს რა უნდა, ასრულებით კი არავინ აფერს ასრულებს და იძახის, უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ვთქვიო. კომუნისტების დროის ამბავი გამახსენდა, როცა გურულმა თქვა, რომ იძახით, დავეწიოთ და გოვუსწროთ ამერიკასო, არ გამუა მაი საქმეო. რატომო, რომ კითხეს, უპასუხა: _ დახეული შარვალი გამომიჩნდებაო. მიშას დროზე ამა თუ იმ რეიტინგში პირველზე თუ არა სამეულში მაინც ვიყავით, ახლა კაი ხანია რეტინგების ამბავი არ გამუუცხადებიენ ტელევიზორში, თურქული, ინდური სერიალებით `გვაბოლებენ~ და სად გვცალია ქართველებს რეიტინგების საყურებლად და გასაანალიზებლადო.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0