გუშხამ, იალონზე გამევედი გარეთ, ვიფიქრე პაწა თვალს წყალს დავალევიებ მეთქინ და ქე მევიარე თელი ლანჩხუთი, დილას წვიმდა იმფერი ჟვეფი იყო გარეთ რას გამევიდოდი, მარა ქე გადიდარა ელანძე. დედაა გუუმშვენიერებიენ აი პარკი იმფერათ რუმე ვერ იცნოფ, შუუღებიენ ბეჩაა მოედანი ფარცაკათ, აქეთ ბაღნები ერთობიენ, იქით ასე ჩემი ხნის ხალხი ჩამომჟდარა, ხოდა ჩამოვჯეი მეც...
ახლა რას იკითხავ, რავა ხარო თუ კითხავ ვინმეს, გეტყვის რავა ვიქნები ვუძლეფ, ამ ცხოვრებასო, მეტი აფერი არა სალაპარიკო, რა გაძვირდადა რა გაიაფთა. ამიზა ვარ ჩემდა ყურწაგდებული, აღარ მინდა ტვინში კიდო რიარიე, ვიცი რაცხაა და რა უშველის ამას? მაი რომ არ ვიცი მაგიზა ვარ გაჩერებული, მარა რას იზამ, თვალი იმფერია აფერი არ გამიეეპარება. ვიყურები ეგერ, შორე და ვარ გუნება რომ არ გევიფუჭო მარა, ქე ვხედავ მუა მოკურტნული ჩემი აკეთელი მეზობელი, ვიფიქრე ალბათ კაი ამბავია ქორწილი აქ მეთქინ და გამიხარდა. გამარჯობის თქმაი ვინ გაცალა, მომაძახა, რავა ვიქნები ვუძლეფ ცხოვრებასო და ქი გავწყტი ამასობაში წელშიო. გამეცინა, მაი აფერი მეთქინ, გული გუუკეთე, რავა გოგო გაათხუე,თუ რძალი მეიყვანე? ამდენი კურტანი რომ აგიკიდებია, ალბათ ქორწილი გაქ, აბა, რეიზა გადმუარდებოდი ამფერ თხრეშოში ამ სიშორეზე, რაცხა რომ არ იყოს, თქვი ახლა ამოღერღე ორი ღერი სიტყვა, ხომაა კაი ამბავიი, ვუყურებ თვალებდაყლიპული ამ მეზობელს, თან დოინჯი მაქ შემოწყობილი, აგერ აგერ გადვირევი.
კაი ამბავი ახლა რა გითხრა, დამელია პროდუქტი და წამევედი მაგიზა, ამისიშორე გზაზე? აგერ არაა ორი ფეხის ნაბიჯზე ლანჩხუთი? მაი კიდო აფერი და წინა თვეში თურქეთში ვიყავი კარაქიზა და ზეთიზა ,,ქემალფაშას“ რომ უძახიენ იქინე, გადვირბინე ელანძე მევიკურტნე და წამევიდი, საღამოს შინ ვიყავი, აგი რაა, ორი ამდენი წამევიღე გეიხარეს ბაღნებმა, კამფეტიო, შიკოლადიანი კარაქიო, რა არ ჩამევიტანე.
_ უი. რა მითხარი აი, ვუყურებ ამ ჩემ მეზობელს, იგი აგრძელებს ჩამოთვლას კიდო რა იყიდა და აქეთ მეკითხება: შენ ცა ყურზე ხომ არ გძინავს არ გაგიგონია რომ იქცევა ქვეყანაა? აქანე რომ ვერ იყიდი ვეფერს, ახალი ამბავია მაი თუ?! არა, რავაა ახალი ამბავი მარა, ვუძლებთ ჩვენც ამევიკნავლე საცოდავად.
_ ხოდა, უნდა გამონახო რაცხა გამოსავალი_ დამარიგა ჭკუა მეზობელმა. საყოლი არ გყავენ აფერი? ყველი, რძეი, გაქ სახში? _ შუუბრუნე კითხვა მე, აბა სოფელი რეიზა გინდა?
_ არც მაი არ იცი? თლა გამოაბდლებულხარ შენ ამ ლანჩხუთში, დეიღუპე იქით ვის უნდა სოფელი ახლა? წევიდენ, გეიხიკენ ყველაყაი საცხა-საცხა, ვინც დავრჩით ჯერ ვართ, სანამ გასაქცევი არ გამოშთება. ძროხა რათ გინდა თუ არ იწველება?! გაწყდა ყველი დერგის ძირზე, საბალახო ხომ უნდა ძროხას ვერ გადენი შორე ან მოგპარავენ ამ მგელი შეგიჭამს რას ერჩი მგელს მოშივდა იმასაც, თხილის ამბავი აბა ქე იცი, ნიორ ნაქურჩელათ რუმ ჩავაბარეთ, აბა, რა გვექნება ერთი მითხარი შენ, იმიზაა რუმე ცეხლი ეკიდება ბაზარს.
_ მაი კაი, მარა ზამთარში რა უნდა ქნათ? გამეიყურე აქით, ვირი იყოს და კურტანი ყოველთვის იქნება, მაი არ გაგიგონია შენ? საშველი ყოველთვისაა, შე აბდალა, მარა წვალება თქვი შენ. სანამ გევიხიკებით ყველაყაი, აქიდან ვუძლებთ ამ ცხოვრებას. მერე არკაცი რუმ არ დავრჩებით, ვინ მოგიყობა ამდენ ამბავს?, საშველი იგია ერთმანეთს მივხედოთ და მუუაროთ თვარა არკაცი არ მოგვხედავს ჩვენ...
ძროხა რათ გინდა თუ არ იწველება?! გაწყდა ყველი დერგის ძირზე...
კატოიე აკეთელი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 603