ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ისლის სახლების იდილია, ანუ დაემსგავსება თუ არა მომავალი ახლანდელს!

15-09-2021, 11:27

გურიაში ჯერ კიდევ ცხოვრობს ხალხი, ვისაც ისლით დახურული სახლები ახ­სოვს. ­ყველა დროს ახლავს თავისი სი­რთულე, მაგრამ სულ სხვა რომანტიკით ცხოვრობდნენ მაშინ. შუა ცეცხლსაც თი­თქოს მეტი სითბო ჰქონდა და ნაღ­ვერდალში ჩაკრულ კვერზე უფრო გემრიელი ხომ მოშიებული კაცისთვის არაფ­ერი იყო. ასე გადიოდა წუთისოფელი.
ამ გადასახედიდან, ზემოთ აღნიშნული სიღარიბედ აღიქმება. იმ დროს კი ეს ჩვე­ულებრივი მოვლენა იყო. ბოლო წლების მანძილზე რედაქციაში მრავალი წერილი შემოვიდა იმის თაობაზე, რომ ჭერი ექცევა თავზე, მისი შეკეთების საშუალება კი არა აქვს და ვერც მომავალში ხედავს პერქსპეტივას. ლაპარაკია ინვალიდებზე, მარტოხელებზე, მოხუცებზე, მრავალშვი­ლიან ოჯახებზე. ეს ის ოჯახები არიან, ისლით გადახურული სახლს სწორედაც რომ არ დაიწუნებდნენ, მაგრამ ესეც სანატრელია მათთვის.
შეიცვალა დროება, რომელმაც ისლით გადახურული სახლები შეც­ვალა ჯერ კრა­მიტით დახურული ოდასახლებით, შემდეგ კი ორსართულიანი კაპიტალური შე­ნ­ობებით. ჩაი, ციტრუსი, ხილი, სა­ქონელი - ყველაფერს აქტიურად იყენებდა სოფელი თავისი კეთილდღეობისთვის. იგი ახ­ერხებდა კარ-მიდამოს მაღალ დონეზე მო­წყობას. შვილებისათვის კარგი განა­თ­ლე­ბის მიცემას. ხელისუფლება ბევრს ლაპ­არაკობს. შედეგი კი ის არის, რაც ბოლო ხანებში თავად აღიარა - საქართველოში მოსახლეობის 80 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ასეთი სასახელოა თამა­რის საქართველო 21-ე საუკუნეში. ამითაა ამაყი ხელისუფლება, რომელსაც ნაცარში გამომცხვარი კვერი არასოდეს უგემნია, სამაგიეროდ მსოფლიოს ნებისმიერი ძვი­რადღირებული რესტორანია მისთვის ხე­ლ­მისაწვდომი, ნებისმიერი ქვეყნის კერძები აქვს დაგემოვნებული, ის კი არ  აწუხებს, რომ თავისი ქვეყნის მოქალქეების 80 პროცენტი წლების მანძილზე თავს ირ­ჩენს, ხოლო რაიმე კეთილდღეობაზე ფიქრისთვის კი იმედს ვერ იტოვებს. ასეთ დროს ხელისუფლება აცხადებს, რომ იბრძვის სიღარიბის წინააღმდეგ...
წარმოიდგინეთ, ყველაფერი ეს ხდება ქვეყანაში ძვირადღირებული შადრევნების, საცურაო აუზნების და სხვა მრავალი გასართობის მოწყობის შემდეგ. ნუთუ იძულება იყო საჭირო, რომ ხელისუფლებას იმ ხალხზე ეზრუნა, რომელმაც  აირჩია?!
ნუთუ ჭკუამყოფელი იფიქრებდა, რომ ამითი შეიძლება მშიერი ხალხის გულის მოგება. ოლოლო, თქვენ, ხელისუფლნო, ვერ გამოიცანით, შეგეშალათ ბატონებო, შე­გე­შალათ. დამშეული კაცი მოცეკვავე შა­დრევნის სილამაზეს ვერ შეამჩნევს, ისევე როგორც მაძღარი პოლიტიკოსი მშიერთა შიმშილს ვერ გრძნობს..
ჰოდა, დამშეულ ქვეყანაში, სადაც ჭერჩამოქცეულთა რაოდენობა დღითი დღე მატულობს და სადაც მიმდინარეობს ბრძო­ლა სკამებისათვის, ეჭვის ქვეშ დგას ყველა და ყველაფერი. დღევანდელი ხე­ლისუფალნი ხომ ისინი არიან, ვინაც წინანდელს უკიჟინებდნენ; გადადექი, რადგან შენთვის ხალხი არ არსებობს, შენი დრო წავიდაო. 
დღეს იგივე მეორდება. ისმის კითხვა რა ნიშნის მიხედვით დავადგინოთ დაემსგავსება თუ არა მომავალი ახლანდელს?
შიშს, მართლაც, რომ დიდი თვალები აქვს.
ნონა გიგინეიშვილი
 2017 წელი

გადასვლები: 1 005
FACEBOOK კომენტარები