ღმერთმა, ცოდვების არსებობაც დაუშვა დედამიწაზე, მაგრამ მან ადამიანს მისცა უნარი თეთრი განასხვავოს შავისგან და მისცა არჩევანის უფლება, ანუ მიანიჭა არსებობის თავისუფლება. ასე რომ, ყველა თავისით ირჩევს ამ ცხოვრებაში გზას და ცხოვრების წესს. ,,წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე, თურმე ესეც გმირობაა დიდი~ _ თქვა პოეტმა. დღევანდელი გადასახედიდან ეს გმირობა კი არა, ორგზის გმირობა მგონია, რადგან იმდენ სიბილწელს ვხედავთ ირგვლივ, რასაც ვერ ვხედავთ, ვგრძნობთ და აღვიქვათ, ჩვენი გაკვირვების უნარი ზენიტამდეა გახსნილი... როგორ ცხოვრობს ამ დროს პატიოსანი კაცი?! ვაი-ვაგლახით, შიშით ხვალინდელი დღის - არ გაფუჭდეს საქმე, სხვათა ომს სკამებისთვის არ შეეწიროს მათი ყოველდღიურობა.ყველაფერზე საშიში კი, მაინც ისაა, რომ პატიოსანი ადამიანი ხედავს, როგორ კარგავს ადამიანი ცხოველისგან განმასხვავებელ თვისებებს _ სინდისსა და ნამუსს.ყველა ეპოქას ჰქონდა თავისი უკიდურესობები. ასეა დღესაც. საკითხავია, სანამდე მივა უკიდურესობა?!ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0