ერთ დროს გურულებმა გურიის რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს.
გურიის რესპუბლიკა, გესმით?! ეს იყო დიდი პროტესტი, გურულების აზრით დიდი უსამართლობის წინააღმდეგ. ,,გურიის რესპუბლიკას პარიზის 1871 წლის კომუნას ადარებენ. იმ განსხვავევით, რომ გურიის რესპუბლიკამ გაცილებით მეტ დროს იარსება, ვიდრე პარიზის კომუნამ.”
დიახ, გურიაში ცხოვრობდნენ გამორჩეული ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ გურიის ბედი ემართათ, წაღმა დაეტრიალებინათ ჩარხი.
თუმცა... თუმცა ძალა აღმართს ხნავს და ძალა იმარჯვებს, ოღონდ ესეც დროებითია... დროებითი...
გურიაში დღესაც ცხოვრობენ გამორჩეული ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ კუთხისთვის სასიკეთო საქმეების კეთება, მაგრამ, ვაი რომ, გზა ჩახერგილი აქვთ, მათ ასპარეზს არავინ აძლევს. თქვენ მეტყვით, ყოველმა ადამიანმა, მით უმეტეს, ნიჭიერმა, თავისი ასპარეზი თავად უნდა მოიპოვოსო, მაგრამ, ჩვენს ქვეყანაში ასე არ არის, ჩვენს ქვეყანაში დღესაც ძალა აღმართს ხნავს და ეს ძალა ნიჭიერების მხარეს არასდროს არის. არადა, დრო არ ითმენს. ცხოვრება, განვითარება სიახლეს ითხოვს, განათლებას ითხოვს, თავდადებას ითხოვს ქვეყნის მიმართ, ხალხის მიმართ! რაც უნდა ძველმოდურად ჟღერდეს, ეს ასეა და ამას არ შემოევლება.
გურია ელის სიახლეებს...
გურია ელის წინსვლას...
გურია სიხარულს დანატრებულია; სიხარულს, რომელიც ახლავს ეკონომიკურ აღორძინებას..
გურულები აქტიურობით გამოირჩეოდნენ; გვერდით მოყვანილი წერილიც ამის დასტურია...
გურია ელის წინსვლას...
ნონა გიგინეიშვილი
გურიის რესპუბლიკა და პარიზის კომუნა
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 935