გურიაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ერთი რამ უნდა გაითავისონ _ 31 ოქტომბრის არჩევნები უნიკალური არჩევანია. საქართველოს ახალი კონსტიტუციით ეს გახლავთ ბოლო არჩევნები, როდესაც გურიის მოსახლეობა მაჟორიტარული წესით აირჩევს თავის წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტში. ე. ი. ჩვენი არჩევანი უკვე კანონისმიერად ისტორიული არჩევანია, ჩვენვე ვქმნით ჩვენს ისტორიას და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ეს არჩევანი ღირსეულ პიროვნებაზე შევაჩეროთ. აქ აღარ არის მოსატანი ფულით. ხათრით, თუ სხვა მიზეზებით საარჩევნო ბიულეტენის შემოხაზვა. აქ თავთან თუ ახლობელ -მეზობელთან მსჯელობა-კამათში გამოტარებული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.
რეგიონი სამ მუნიციპალიტეტს მოიცავს, ამიტომ კანდიდატები ძნელად თუ მოახერხებენ ყველა უბანში მოსახლეობასთან შეხვედრას. სწორედ აქ არის საჭირო გურიისათვის დამახასიათებელი ინფორმაციის ელვისებული გავრცელების ხალხური მეთოდით კანდიდატთა პიროვნულ თვისებებსა და მათ მიერ განვლილ ცხოვრებაზე, პროფესიონალიზმსა და პატიოსნებაზე არსებული საზოგადოებრივი აზრის მაქსიმალურად გათვალისწინება - ხალხში ჩამოყალიბებული და დამკვიდრებული შეფასებისადმი მინდობა, რადგანაც ერის ხმა ყოველთვის ჭეშმარიტებას ღაღადებს; იტყვის ხალხი ეს კაცი მტაცებელი და კორუმპირებულიაო და ასეც არის; იტყვის _ კეთილსინდისიერი და პატიოსანიაო და ესეც ბეჭედდარტყმული შეჭმარიტრებაა.
ამიტომაც მოგიწოდებთ, ყური დაუგდოთ ხალხში გავრცელებულ შეფასებებს
და ხმა მივცეთ ისეთ ადამიანს, რომლის დეპუტატობა და გურიის წარმომადგენლობაც საამაყოდ გვექნება და არა სასირცხვილოდ.
ჩემის მხრივ კი კაცურად გეტყვით, თქვენთვის მოცემული დანაპირების შესასრულებლად ძალასა და ენერგიას არ დავიშურებ. თქვენი შეფასების გარდა ,,ჩემი მსაჯული, ჩემი ტვინი იქნება და ის ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან~. ასე სწამდა დიდ ილია ჭავჭავაძეს და მეც ჩემი ცხოვრების გზა ამ პრინციპით განვვლე.
რეგიონში უამრავი პრობლემაა, ამიტომ თქვენი მხარდაჭერით მიღებული პოლიტიკური ლეგიტიმაცია მომცემს საშუალებას ვიშრომო და სადაც საჭიროა ვიბრძოლო მათ გადასაჭრელად. თქვენს ხელთაა თქვენი ოჯახებისა და თქვენი საყვარელი გურიის მომავალი.
უფალმა მოგცეთ და ძალა და სიბრძნე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.
პატივისცემით; შოთა გოგიბერიძე
ღ
საქართველოს ,,პატრიოტთა ალიანსის”~ კანდიდატის, შოთა გოგიბერიძის, მიმართვა ამომრჩევლებს!
განყოფილება: ---
გადასვლები: 955