ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ღმერთი ხომ არ დაგავიწყდათ?!

17-08-2021, 12:15

გულწრფელად გაოცებული მივმა­რ­თავ ჩემი ქვეყნის მთავრ­ობას (ჯე­რეჯობით აღშფოთ­ებ­ას გვერდით გადავდებ, ოპ­ოზიციონერობა რომ არ დამდონ ბრალად, ნამდვილად თავის­უფალი ჟურ­ნალისტი ვარ), როგორ შეგიძლია ამ­აყად  თავ­ადწეული დად­ი­ოდე, როგორ შეგიძლია იყო ლაღი და ბედნიერი შენი სამშობლოს შემხედვარე?! წლები გასულა და შენ ისევ ყოფილი ხელისუფლების დანაშაუ­ლებებზე ლაპარაკობდე, მწყაზარი სახით იკვირვებდე ყველა შენიშვნას და მთლად ღიად დანახულ სიგლახეზეც კი თვალებს იხვევდე, სხვებს კი ნაცარს აყრიდე თვალებში, აივსო თვალები ნაცრით, მაგ­რამ ხალხი გამოცდილი და გონიერია და მაინც ყველაფერს ხედავს, რადგან ეს სიგლახაკე, მათ სულზე, სხეულზე, ჯან­მრთელობასა და ბოლოს და ბოლოს, სიცოცხლეზე გადის, დიახ, სიცოცხ­ლეზე, რადგან იმედის გადაწურვით სიცოცხლეც კი მთავრდება. უიმედობა კლავს, სპობს ადამიანს. მიმოიხედეთ (არ ჩათვალოთ, რომ ზედმეტი მომდის), კარგად დააკ­ვირდით, თვალებში ჩახედეთ თქვენს ამომრჩეველს, ანუ თქვენს მშობელ ხალხს. სასოწარკვეთილება მეფობს ირგვლივ. რა ეშველება ამდენ ღობემო­რღვეულ ეზო-კარს, სახურა­ვ­აყრილ, დაცლილ სახლებს, თურქეთში გახიზნულ ჩვენს დებსა და დედებს, რა ეშველება ლარის კურსის დაცემის გამო სახლიდან ქუჩაში გამოყრილ ათიათა­სობით ოჯახს, რა ეშველებათ იმედგაც­რუებულ პატარებს, რომელთაც მშობ­ლების სასოწარკვეთილება ცრემლებს აფრქვევინებს და კიდევ მრავალი რა ეშველება?!
მართლაც რა ეშველება?!
შენ, ჩვენს მიერ არჩეულო ხელისუფალო, გაწუხებს ყველაფერი ეს? თუ გაწუხებს ასეთი ბედნიერი როგორ ხარ? ასეთი დამცინავი როგორ ხარ? ვის დასცინი? იმ ადამიანს, ვინც გენდო და თავისი ბედი ჩაგაბარა?
- რა ჰქვია ჩვენს ყოფას, რომელ ეპოქაში ვართ? რა ფორმაციაა ქვეყანაში? პირადად მე ვერ გავიგე, ხელისუფალო, ვერც ჩვენმა მრავალრიცხოვანმა მკითხ­ველმა გაიგო. აგვისხენი, დაგვარწმუნე, დაგვაიმედე.. მაგრამ ტყუილს არ შე­ვირიგებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავი­ზარდეთ, მოსატყუებელი კბილი მოცვ­ლილი გვაქვს. ჩემი სიტყვები სასო­წარკვეთად არავინ ჩათვალოს, ჩემი მდგომარეობა შორსაა ასეთი განწყობიდან. ვინ მოიყვანს დროს, როცა ადამიანები ადამიანებად იგრძნობენ თავს?! არავინ - თუ არ ვიტყვით სათქმელს.
არავინ - თუ არ მოვთხოვთ საქმეს მას, ვისაც ეს ევალება (და საკუთარ თავსაც, რა თქმა უნდა).
დღეს ამ ზოგადი ფრაზებით შემოვი­ფარგლებით. აქ შევკრავ წრეს და დავასრულებ ფრაზით - ხელისუფალო, თქვენთვის რაღაც ძალიან ადვილად ყველაფერი!
რატომ?!
რა მფარველობაა ასეთი?!
ღმერთი ხომ არ დაგავიწყდათ?
ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 495
FACEBOOK კომენტარები