თხოვნით მივმართავ გურიის ეპარქიის ლანჩხუთის სასულიერო პირებს _ ჩვენო სულიერო მამებო, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს შენობა-ნაგებობა, სადაც უნდა წყდებოდეს ლანჩხუთის რაიონისა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის საკითხები, უფლის ნებით აკურთხოთ. ამ შენობაში ლანჩხუთის ,,ქართული ოცნების“ ეშმაკუნებმა დაიდეს ბუდე და იქნებ ადამიანებისკენ მოაქციოთ, რადგან კოჰაბიტაციამ ისინი ნაცმოძრაობის სამუდამო მონებად გახადა, ამიტომაც მათი ფსევდონიმი ,,ოცნაცებია“. ,,ქართული ოცნების“ ფრაქციას ლანჩხუთში 20 დეპუტატი წარმოადგენს, ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია, მაგრამ ეს პოლიტიკურ სივრცეში არაფერს ცვლის. ყველა მათგანი მეტნაკლებად ნაცების დაკრულზე ცეკვავს და ვერ გათვალეს, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო, ვერ შეიგნეს სხვის უბედურებაზე თავისი ბედნიერების შექმნა, ბოლოს კარგს არაფერს მოუტანთ.
რაც შეეხება ლანჩხუთის ,,ნაცმოძრაობიდან“ ბატონებსა და ქალბატონებს, ისინი უდავოდ ნამდვილად ჩამოყალიბებული პოლიტიკოსები არიან. მათ კარგად გათვალეს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მოგება ლანჩხუთში, მათთვის ზედმეტი ვალაკიდა იქნებოდა. მათ ოპოზიციური სილაღე და თავისი პარტიის წევრების კეთილდღეობა აირჩიეს. ლანჩხუთის ,,ოცნების“ ბიუჯეტელებმა ნაცების კეთილდღეობაზე ზრუნვით და ჭეშმარიტი ,,ქართული ოცნების“ წევრების დისკრედიტაციით, მოახერხეს თავიანთ სავარძლებში დარჩენილიყვნენ და ნაცების მსახურები გამხდარიყვნენ, ხალხის გასაგონად კი ნაცების ლანძღვა-გინებით, ამასაც დოღლიანად ვერ აკეთებენ. ისინი მთლიანად ნაცმოძრაობაზე არიან დამოკიდებული და ვერანაირ საკითხს ვერ გადაწყვეტენ დამოუკიდებლად. ხალხში კი ეჭვი იბადება, ნუთუ ამას ყოველივეს ვერ ამჩნევს ,,გუბერნია”. თუ ამჩნევს და რეაგირებას ვერ ან არ ახდენს, გამოდის ლანჩხუთის ხელისუფლება მას აბუჩად იგდებს, ან უარესიც, გუბერნიის უმაღლესი პირები იგდებენ ხალხს აბუჩად და ზემოთწოდებული ბიუჯეტელების წისქვილზე ასხამენ წყალს, რადგან ალბათ ისინიც... თუმცა ფაქტი ჯიუტია.
აქედან გამომდინარე ხალხში რწმენა იკარგება და მომავალ თაობას ამათ ხელში კარგს ვერაფერს ვერ უწინასწარმეტყველებენ.
ყოველივე ამის გადასაფარავად თითქოსდა მომავლის საკეთილდღეოდ, ქალაქის კეთილდღეობაზედ დაიწყეს ზრუნვა.
აგებენ სპორტულ მოედნებს, სადაც არც წყალია და არც სველი წერტილები, წინა საუკუნეშიც არ იყო ისეთი ტრენაჟორები, როგორიც სპორტსკოლისა თუ საცურაო აუზის, სამარცხვინო შენობის ტერიტორიაზე არის დამონტაჟებული. ქალაქის ცენტრში ისეთი ონკანიდან მოედინება წყალი, საქონელიც კი არ კადრულობს დალევას, როდესაც ქალაქის წრიულზე ნებივრობენ. ქალაქის ცენტრი საპირფარეშოდ გადააქციეს და ასეთი მრავალი საკითხია მოსაგვარებელი, რომელიც მხოლოდ ქალაქის მოსახლეობას სტკენს გულს.
ჩემო ლანჩხუთელებო, ამას ყოველივეს ჩვენი რაიონისა და მომავალი თაობის სიყვარული მალაპარაკებს და ამავე სიყვარულით უანგაროდ ვემსახურები ჩვენს მომავალ თაობას. მათი სილაღისთვის ლანჩხუთის ერთ პატარა კუთხეში ჩემი ძალისხმევით შექმნილი პატარა ედემის ბაღი მივუძღვენი მათ. ამ საქმეში არავინ მხარი არ ამიბა, პირიქით, ადგილობრივი ხელისუფლება ყოველივე ამისათვის ჩემთან წინააღმდეგობაშიც კი მოდიოდა.
ლანჩხუთელები ღირსნი ვართ გვყავდეს ისეთი ხელისუფალი, რომელიც იტყვის: ,,მე ყოვლად ქართველს, ყოველივე მიყვარს ქართული” და სიმართლეს თვალს არ აარიდებს, და თუ ასეთი ადამიანი არ არსებობს, მაშინ ჩვენ ყველამ ერთად, მომავალი თაობის საკეთილდღეოდ არა ისე, როგორც დღესაა მოჩვენებით და თვალთმაქცურად, არამედ ჭეშმარიტად დავდგეთ ერთად და ამ ხელისუფლებას ვაკეთებინოთ ის, რაც ჩვენს რაიონსა და მომავალ თაობას წაადგება და ნუ გავხდებით ჩვენც მონები. თუ დავდგებით სიმართლისთვის ვიქნებით ჩემპიონები...
,,ოცნების” აქტივისტი



