ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ არის დღეს, 21-ე საუკუნეში, ეს ნაყოფიერი მიწა ეკალბარდებში გახვეული

რატომ არის დღეს, 21-ე საუკუნეში, ეს ნაყოფიერი მიწა ეკალბარდებში გახვეული
11-03-2022, 11:48

ბოლო დღეებში საგრძნობლად მო­იმ­ატა შაქრის ფასმა, მეტიც, საერ­თოდ გაქრა დახლებიდან. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს? აქვს თუ არა ჩვენს ქვეყანას პოტენციალი, რომ ბურ­ღულეული მაინც საკუთარი გვქონდეს ქვეყანაში, რომ არ ვიყოთ სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული, მითუმეტეს რუსეთზე. როგორი იყო წლების წინ სოფლის მეურნეობა და როგორი არის დღეს? 
ნინო დარჩიაშვილი, პედაგოგი: პირველ რიგში მადლობა, რომ დაინტერესდით ამ თემით, რომელიც დიდი ხანია, ჩვენი ქვეყნის დიდ პრობლემას წარმოადგენს. საქა­რთველო, უპირველეს ყოვლისა, აგრარული ქვეყანაა, ტყუილდ კი არ დაარქვეს ბერძნებმა მას ,,გეორგია" - მიწათმოქმედთა ქვეყანა. სიმბოლურია ისიც, რომ უძველესი კოლხეთის მეფე აიეტმა, არგონავტების გმირ მეთაურს, იაზონს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად მოსულს, ურთულესი დავალების პირველ პუნქტად ას დღიური მიწის ერთ დღეში მოხვნა დაავალა. აღარ გავაგრძელებ, ეს ყველასთვის ცნობილია. საცოდაობაა, დღეს 21-ე საუკუნეში, ეს ნაყოფიერი მიწა ეკალბარდებშია გახვეული. შაქრის დეფიციტზე, რა შემიძლია ვთქვა, ვფიქრობ, ხელოვნურადაა შექმნილი, ადრეც მახსოვს, ფასების მოსალოდნელი ზრდის გამო ხშირად გამქრალა პროდუქტები და შემდეგ გამოუჩენიათ უკვე გაძვირებული, ასე იქნება ამჯერადაც, დარწმუნებული ვარ, თან ლარის კურსის დაცემაც რომ დაემთხვა ამ ამბებს, გასაოცარია პირდაპირ, როგორ ყველაფერი მოქმედებს ჩვენს ვალუტაზე ,იმდენად სუსტია და არ აქვს სახელმწიფოს მისი გაძლი­ერების ბერკეტები. თქვენს ბოლო კითხვასთან დაკავშ­ირებით ვუბრუნდები ბურღულეულის წარმოების საკითხს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, წლების წინ მეათე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში,(მწვანე წიგნს ვეძახოდით, ფარნაოზ ლომაშვილის ავტორობით, შეიძლება თქვენც ისწავლეთ მაგ წიგნით.) იქ იყო მოყვანილი1913 წლის სტატისტიკური მონაცემები, ჯერ კიდევ რუსეთის კოლონიაა საქართველო  და აქ ეწერა ამ წელს, მარტო დას­ავლეთ საქართველოდან საზღვარგარეთ გასაყიდად გაიტანეს 56 მილიონი ფუთი სიმინდი. წარმოიდგინეთ, შთა­მბეჭდავი ციფრია, თან მეოცე საუკუნის დასაწყისი, ფაქტიურად კავისა და გუთნის ანაბარა აწარმოებდა ქართველი გლეხი, თან საკუთარი მოხმარებისთვისაც ხომ რჩებოდა. საბჭოთა პერიოდშიც უკეთესი მდგომარეობა იყო შედარებით, საბჭოთა მეურნეობებში უფრო ორგანიზებული იყო, მიწა დაუმუშავებელი არ რჩებოდა, თუმცა მაშინ იყო სულ სხვა პრობლემები, რომელსაც აქ ახლა ვერ განვიხილავთ, შორს წაგვიყვანს. ვხედავ როგორ შეგტკივათ გული, როგორ გინდათ,რომ ჩვენს ქალაქში სასიკეთო ძვრები დაიწყოს, მივესალმები თქვენს ძალი­სხმევას,სწორედაც აგრარული საკითხები უნდა წამოვ­წიოთ წინ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ქალაქის მუნიციპალიტეტმა ეს პირველ ადგილზე უნდა განიხილოს. შემოიტანონ ტექნიკა, დაეხმარონ ადამიანებს, მისცენ კრედიტები, დაეხმარონ წარმოებული პროდუქციის გასაღებაში, სასუქების შესყიდვასა და სხვა პრობლემების მოგვა­რებაში. წლების წინ ჩაის აღორძინებასაც შეგვპირ­დნენ, მაგრამ ამაოდ, არადა ჩაის წარმოება წლების წინ აცხოვრებდა ადამიანებს. 
ამირან გიგინეიშვილი, ექსპერტი თვით­მმართველობის საკითხებში:  შაქრის ფასის აწევა პანიკის შედეგია. ერთის მხრივ გაუფასურდა ლარი და მეორეს მხრივ, გამიზნულად თუ უნებლიედ, ჭორები აგორდა ამ პროდუქტის მარაგის ამოწურვისა და შევსების შეუძლებლობის შესა­ხებ. ყველა შემთხვვაში ამაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი. ჯერ ერთი, ეროვნული ბანკის ფუნქციაა ინფლაციის და ლარის გაუფასურების შეჩერება და მეორეც ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს ვინ ითბობს ხელს შაქ­რის საბოტაჟზე, ან თუ ასეთი არ ხდება, მას უნდა ქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნათელი სტრატეგია პანიკის სასწრაფოდ გასაუვნებლად. ჯერ აეს არ ჩანს და იმედია ასე არ გაგრძელდება.

ესაუბრა ნინია ბარამიძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 998
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა