ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ქალთა დღეს გილოცავთ ძვირფასო ქალებო!

ქალთა დღეს გილოცავთ ძვირფასო ქალებო!
9-03-2022, 14:23

კესო მახარაძე - ჟურნა­ლისტი, კომპანია ,,ტაბერნე გურიაში" დამფუ­ძნებელი: 
გულწრფელი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ მიმდინარე ომის და მისგან გამოწვეული საფრთხეების გააზრების გათვალისწინებით არც რვა მარტი მიხარია და ძველებურად ვერც გაზაფხულის მოსვლას ვგრძნობ. ეტყობა არც ისაა შემთხვევითი, რომ დედის დღეც და ქალთა დღეც წელიწადის იმ ლამაზ დროს აღინიშნება, ბუნებას რომ უბრუნდება სიცოცხლის გამოღვიძების ძალა და უნარი. ყოველთვის სასიამოვნო მუხტის მატარებელია ეს დღეები... თუმცა უფრო საზეიმო და ფერადი ელფერი და მასშტაბი ჰქონდა ჩემს ბავშვობაში. ყველა სოფელში და ყველა ქალაქში აღნიშნავდნენ საზეიმო ღონისძიებებით, კონცერტებით, ცოცხალი შესრულებებით და შემოქმედი ქალბატონების უშუალო ჩართულობებით... ახლა გარემოც შეიცვალა, დამოკიდებულებაც და ამ დღისადმი პატივისცემაც... არ ვაპირებ ამ დღის განსაკუთრებულად აღნიშვნას, ალბათ წავიკითხავ რაიმეს და ეს იქნება სულ. რაღაც გულგრილი ეპოქა დაგვიდგა, ადამიანებს ერთმანეთისთვის ნაკლებად გვემეტება სითბოს და სიყვარულის გამოხატვა, თითქოს გვავიწყდება, მუდმივად რომ არ ვიქნებით... არადა, ქალის ფენომენი გამორიცხავს ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას... მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რვა მარტი მივულოცო ყველა ქალს და დედას, გოგონას და მეუღლეს, მანდილოსანს და ქალბატონს... მშვიდობა გვქონოდეს სულებში, გულებში, ოჯახებში, ქვეყანაში, სამყაროში! დანარჩენს თვითონ გავალამაზებთ გაზაფხულის ფერებში!
ინდირა ჭკუასელი: იმდენად მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო 8 მარტი ჩემს ბავშვობაში რომ სიხარულით ველოდებოდი 8 მარტის მოსვლას. მახსოვს ჩვენი კუთხის ქალები ვიკრიბებოდით, გაიშლებოდა დიდი სუფრა, რომ იტყვიან ჩიტის რძეც არ აკლია სუფრასო, აი ისეთი სუფრა. ერთ ოთახში ქალები ქეიფობდნენ, მეორეში მამაკაცები. იყო ცეკვა-თამაში, უდიდესი სიყვარული და სითბო. ეს არასოდეს არ წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან.... გული მწყდება დღეს აღარ არის ის სითბოდა სიყვარული, სულ სხვანაირად აღნიშნავენ 8 მარტს სითბო სიყვარული უფრო სხვანაირად გამოიხატება ....
თეონა აფხაზავა: წლების წინ უფრო სამეგობრო წრეში აღვნიშნავდით გოგონები ან კაფეში ან რომელიმე ერთთან. ახლა დაოჯახებული ვარ და უფრო მეუღლის და შვილების გარემოცვაში პატარა სიურპრიზებით და დიდი ბედნიერებით აღვნიშნავთ 8 მარტს.
ნათია დობორჯგინიძე: ზოგადად ვფიქრობ, რომ ყველა დღე ჩვენია, მაგრამ რადგან ეს თარიღი არსებობს, ესე იგი ამ დღეს ყველა ქალი ბედნიერი უნდა იყოს. ჰოდა, მეც სულ ბედნიერი აღვნიშნავდი მეგობრებთან ერთად! ახლა?! ანუ ხვალ არ აღვნიშნავ, რადგან განწყობა არ მაქვს შესაფერისი.  ისტორიაა,  ქალების დღეა და მეგობრებთან ერთად, იმდენი ღიმილი,სიგიჟე მაქვს დაგროვილი, ყველა მეძვირფასება და არც ერთ რვა მარტს არ გამოვყოფ ამიტომ.
მოამზადა    ნინია ბარამიძემ  

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 752
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა