ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,ნიღბებს მიღმა გაზაფხულია, თუ მოვინდომებთ!..“

,,ნიღბებს მიღმა გაზაფხულია, თუ მოვინდომებთ!..“
9-02-2022, 11:22

თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს პანდემიისგან დასაცავად? ანუ, რა უნდა გააკეთოს პიროვნებამ და მთავრობამ?
სოფია ჩხაიძე: 
მოდი და­ვიწ­ყ­ოთ პიროვ­ნე­ბით, რადგან მა­ინც ყვე­ლაფრის ამ­ო­სავალი წერტ­ი­ლი არის ად­ა­მ­ი­ანის თვით­შე­გ­ნ­ება. პირბა­დე, სო­­­ცია­ლ­ური დისტანცია, გარდა გა­დაუდებელი აუცილებლობისა და ვა­ქცინაცია. რაც შეეხება სახელ­მწი­ფოს. აი, აქ უფრო ქმედითი ნაბიჯებია საჭირო. პირველ რიგში მაქსი­მა­ლური ინ­ფორმირებულობა მო­ქა­ლ­ა­­ქეების ვაქ­ცინაციის აუცილებ­ლო­ბაზე, ადა­მი­ანური და მარტივი ენით. მეტი მკა­ცრი კონტროლი იზოლაციისა და კარანტინის შე­სახებ, ეს უკ­ანას­კნელი მიშვებულია თავის ნე­ბაზე, უკვე დიდი ხანია. აუცილებელია რაღაც ფორმის გად­ასახდელი იზოლაციის წესის დარ­ღვევაზე,  რომ არ იქნეს სხვისთვის წახალისებული იგივე... 
და ბოლოს, გის­უ­რ­ვებთ ჯანმრთე­ლობას!
სოფია სამ­ხა­რაძე: 
პიროვნებამ ჯა­­­­ნდაცვის მსო­ფლიო ორგანიზაციის რეკომე­ნდაციები უნდა გაითვალის­წი­ნოს, სხვა არაფ­ერი დაგვრჩენია _ სოციალური დი­ს­ტანცია, პირბადე, ხელების დაბანა. მთავრობამ ახლა უნდა დააწესოს ის შეზღუდვები, რომელიც მთელ ქვე­ყანაში 2 კაცის დაინფიცირებისას ჰქონდა დაწესებული. სკო­ლების, ბაღების და საჯარო სამსახურების დაკეტვა და ონლაინ რე­ჟიმზე გადაყვანა. მართლა არ მე­სმის, ქვეყანაში 100 კაცი არ იყო დაინფიცირებული და ყველაფერი გა­დაკეტეს. ახლა ათასობით და ათობით ათასი შემთხვევაა ყოველ­დღიურად და ბაღებსაც კი ამუ­შავებენ. ყველამ იცის, რომ ბავშვები მთავარი გადამტანები არიან, მათ­თვის და მათთან დისტაციის შე­ნ­არჩუნება კი შე­უძლებელია.
ნინა წი­ლოს­ა­ნი: 
დავიცვათ ყვე­ლა ის რეგულ­ა­ც­ია, რაც აგვა­რი­დებს გაუ­თვა­ლ­ის­­წინებელ შემ­თხვევას. ხში­რად დავიბანოთ ხელები, ვატაროთ პირბა­დე, გავუფრთხილდეთ ჩვენს და სხვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. 
მარიამ შამ­უ­გია: 
ამ უხილავ მტე­­რთან საბ­რ­ძოლ­ველად თი­თო­ეულ ჩვენგანს მართებს დაიცვას ყველანაირი რეგულაცია, ამით პი­რველ რიგში ჩვენს ჯანმრთელობას და შემდეგ ჩვენს გვერდით მყოფების ჯანმრთე­ლობასაც დავიცავთ. ვფიქ­რობ, ერ­თადერთი გამოსავალი, რაც ინფიცირების და სიკვდილიანობის დაბ­ალ მაჩვენებლამდე მიგვიყვანს არის ვაქცინაცია. მთავრობას დღე­ვან­დელი გადმოსახედიდან მართებს მეტად პრინციპული რეგულაციების და გადაწყვეტილებების მიღება. 
ნათია შენ­გე­ლია: 
ვფიქრობ, ამ ეტ­­აპზე, მთა­ვრო­ბისგან ყველა­ფ­ე­რი კეთ­დება იმ­­ის­თვის, რომ ჩვე­ნი ჯა­ნმრ­თე­ლ­ობა დაცული იყოს, თუმცა ამას ხალხი ვერ ან არ ვუწყობთ ხელს, რაც მარტივად შე­იძლება თუ ელემენტარულ ნო­რმებს დავიცავთ და რეგულაციებს დავ­ემორჩილებით. მანამ, სანამ ხალხი ვერ შეიგნებს, რომ აცრა ჩვენი უსაფრთხოებისთვის არის და არა მთავრობის ფულის საკეთებლად, მა­ნამ არაფერი გამოვა... აცრა, პირბადე და დისტანცია, ამას რომ ყველა მოქალაქე შე­იგნებს, ვირუსსაც და­ვემ­შვი­დობებით.
მარიამ მენ­თე­­შაშვილი:
პანდემიისაგ­ან თავის და­ს­ა­ც­ა­ვად სავალ­დ­ე­ბუ­ლოა, რომ ად­ამი­ანებმა ატ­­­­­ა­რ­ონ პირბა­დე, და­ი­ცვან დი­­სტან­ცია, ასევე ხელ­ები დაი­მუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. რაც შეეხება მთავრობას, არ მომწონდა, რომ მხოლოდ აც­რილებს შეეძლოთ გარკვეულ და­წესებულე­ბებში შეს­ვლა, ამის კატეგორიული წინააღ­მდეგი ვიქნები ყოველთვის, აუც­რე­ლებმა უნდა შეძლონ კოვიდ ტეს­ტირებით ყველგან ვიზიტი.    

    მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 926
FACEBOOK კომენტარები