_ მინდა გამოვეხმაურო `ჰო და არაში~ გამოქვეყნებულ წერილს. ვფიქრობ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უნდა ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ლალი ლომაძეა პრობლემა, არამედ ოცდაათიან წლებში ჩარჩენილი `ლანჩხუთის მოამბეც~. გაზეთ `მოგზაურის~, ფილიპე მახარაძის და `კომუნისტური შრომის~ იდეური მემკვიდრე. მაგალითად, გამოაქვეყნებს `მოამბე~ რაღაც პასკვილს, რომელიღაც კონკრეტულ პიროვნებაზე და ამ უკანასკნელს კი თავის ფურცლებს აღარ უთმობს, რათა მან უსამართლო ცილისწამებას პასუხი მაინც გასცეს. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც, როდესაც რამდენჯერმე ცილისწამებით გაჯერებული წერილი გამოქვეყნდა `ლანჩხუთის მოამბეში~, მე კი არ მომეცა საშუალება იმავე გაზეთით მისთვის პასუხი გამეცა. აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ `ჰო და არას~ ეგებ მან გამოაქვეყნოს ჩემი პასუხი და ამით პრესას ჩამორეცხოს ტალახი, რომელიც მას `ლანჩხუთის მოამბემ~ შეასხა. ჩემის აზრით, თავმოყვარე და გემოვნებიანმა მკითხველმა `ლანჩხუთის მოამბეს~, რომელიც ერთის მხრივ კომუნისტური თვალთმაქცობითა და მეორეს მხრივ, ლანჩხუთის გამგებლისადმი გულისამრევი ლიქნითაა გაჯერებული, ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს. ეს ღირსების საკითხია. არ შეიძლება იმის მოთმენა, როცა გამგეობის სამსახურები და აიპ-ის ხელმძღვანელები თანამშრომლებს გამგებლის ჯიბის გაზეთის შეძენას აიძულებენ. მოკლედ, ბოიკოტი კომუნისტურ ნარჩენებს!!! ლანჩხუთის გამგებლის დაკვეთებს რომ ასრულებს, ამიტომაცაა აღნიშნული გაზეთი პრივილეგირებულ მდგომარეობაში - უკანონოდ უჭირავს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ფართი (არ იხდის ქირას). გამგებელი კორუფციულ გარიგებაში იმყოფება `პირახდილ უნამუსობასთან~ (`ლანჩხუთის მოამბის~ ნამდვილი სახელი), `მოამბის~ ფურცლებზე ზაზა ურუშაძისადმი აღვლენილ უნიჭო ქება-დიდებას ბიუჯეტის ინტერესები ეწირება...
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0