რა თქმა უნდა, შედეგები ძალიან მძიმეა - ათასობით ახალი დევნილი, დამატებით დაკარგული 100-ზე მეტი სოფელი, ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების აღიარება. დღეს, რა თქმა უნდა, ოკუპაცია გრძელდება. ჩვენი მთავრობა გონივრული პოლიტიკით ცდილობს, ეს პროცესი შეაჩეროს“, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და საქართველოს მთავრობის სურვილია, ქვეყანა იყოს სტაბილურობისა და დემოკრატიის გარანტი. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ დაკარგული ტერიტორიების შემოერთება და აფხაზ და ოს ძმებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება კონსტრუქციული მოლაპარაკებებისა და ნდობის აღდგენის გარეშე შეუძლებელია. „რუსეთთან უნდა გავაგრძელოთ გონივრული პოლიტიკა, მაგრამ ვიქნებით მტკიცე და პრინციპულები, რადგან ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული ტერიტორია და ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება, იცხოვროს აფხაზების და ოსების გარეშე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაური მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0