ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ირაკლი ღარიბაშვილი: არ გვითქვამს, რომ უშეცდომოები, იდეალურები ვართ, იყო რაღაც გადაცდომები, მაგრამ …

ირაკლი ღარიბაშვილი: არ გვითქვამს, რომ უშეცდომოები, იდეალურები ვართ, იყო რაღაც გადაცდომები, მაგრამ …
15-09-2020, 20:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას შეცდომები მოსდის, თუმცა შესწევს უნარი, რომ ეს შეცდომები დაინახოს, გამოასწოროს და წინსვლა გააგრძელოს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” განმარტა, ქვეყანას ტყუილით ხელისუფლების ოპონენტები მართავდნენ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, პანდემიის ეფექტიანად მართვამ პოზიტიური გავლენა მოახდინა თუ არა „ქართული ოცნების“ რეიტინგზე, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „მოსახლეობა ყოველთვის ობიექტურ დასკვნას აკეთებს“.
„ჩვენი მოსახლეობა ყოველთვის ობიექტურ დასკვნას აკეთებს, ხალხს ვერაფერს მოატყუებ. ეს ჩვენს ოპონენტებს ჰგონიათ და ასეთი ტყუილით მართავდნენ ქვეყანას, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად გულწრფელები ვართ. ბუნებრივია, შეცდომებიც მოგვდის. ჩვენ არ ვართ უშეცდომოები და ამას არასდროს ვამბობთ“,-აცხადებს ღარიბაშვილი.
მან არ დააკონკრეტა რა შეცდომებზეა საუბარი, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ხელისუფლება არასდროს ამბობს, რომ უშეცდომოა.
„არც ერთი შეცდომა არ დაგვიფარავს და არ გვითქვამს, რომ უშეცდომოები, იდეალურები ვართ. იყო რაღაც შეცდომები, გადაცდომები, მაგრამ ჩვენ როგორც ხელისუფლებას შეგვწევს იმის უნარი, რომ ეს შეცდომები დავინახოთ, გამოვასწოროთ და წინსვლა გავაგრძელოთ“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, უცხოური ორგანიზაციის მიერ გაკეთებული გამოკითხვებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-56%-ია, რაც მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს მინიმუმ 4-ჯერ აღემატება.
„რაც შეხება ჩვენი პარტიის რეიტინგებს, ალბათ, იცით, რომ ბოლო გამოკითხვებით 55-56% არის „ქართული ოცნების“ დღევანდელი რეიტინგი. ეს არის უცხოური ორგანიზაციების მიერ გაკეთებული გამოკითხვები, რაც რეალურად ნიშნავს, რომ ყველაზე დესტრუქციული ოპოზიციის „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს მინიმუმ 4-ჯერ აღემატება. მთლიანი ოპოზიციური პარტიები რომ გავაერთიანოთ, მათ საერთო რეიტინგს 2-ჯერ აღემატება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩემი პასუხი მარტივია, ჩვენ რა თქმა უნდა, ამით არ ვამაყობთ. საბოლოო შედეგებს და საბოლოოდ რეიტინგს არჩევნების დღე განსაზღვრავს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა, ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის ჩვენი ხელისუფლების ფასი, ჩვენი შეცდომები, სისუსტეებიც და ძლიერი მხარეებიც“,-აცხადებს ღარიბაშვილი.
მისი შეფასებით, NDI-ის კვლევები არასარწმუნოა. როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, NDI-ის სახელს ბოროტად იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ .
„წლების განმავლობაში მათი არცერთი კვლევა არ არის სარწმუნო. ასე იყო 2012 წლამდე, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ 10-12% ჰქონდა. ჩვენ მოვედით უმრავლესობაში და ხელისუფლება დიქტატორისგან ავიღეთ. შემდეგ წლებშიც, ბოლო არჩევნებშიც თუ მის კვლევებს გადავხედავთ, არცერთი კვლევის შედეგი სარწმუნო არ არის. სამწუხაროდ, NDI-ის ბრენდს და სახელს ბოროტად იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ორგანიზაცია“,-აცხადებს ღარიბაშვილი.

განყოფილება: ---
გადასვლები: 990
FACEBOOK კომენტარები