ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ აპირებს მთავრობა ჩაის აღორძინებას?

როგორ აპირებს მთავრობა ჩაის აღორძინებას?
16-09-2015, 00:00

რომელიც ქალაქ ოზურგეთის დღესასწაულს _ ალეგრობას დაესწრო. `მივესალმები გამორჩეულად ნიჭიერ ადამიანებს, ჩემო ძვირფასებო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს _ ალეგრობას. სწორედ ამ დღესასწაულის სახელიდანც ჩანს, რომ თუ რაოდენ პროგრესულად მოაზროვნე არის გურული ხალხი. `ალეგრობა~ ჯერ კიდევ 170 წლის წინ დაარსდა და ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, სწორედ `ოზურგეთობიდან~ დაარსა `თბილისობა~. თქვენ განსაკუთრებულად ნიჭიერი ხალხი ბრძანდებით. გურია არის, ყოველთვის იყო და იქნება ქართული პოლიტიკის, თანამედროვე, პროგრესული აზროვნების ცენტრი~ _ მიმართა შეკრებილებს ირაკლი ღარიბაშვილმა და გურულებს პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა: `მინდა, ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, გაძლიერება, მშვიდობა, რაც არის სტაბილურობისა და განვითარების საწინდარი. გურია ჩემთვის და ყველასთვის არის უნიკალური მხარე, თავისი გამორჩეული ადამიანებით. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, პატივისცემით მოგესალმებით ყველას, ძალიან მიყვარხართ!~ როგორც პრემიერ-მინისტრმამა განაცხადა, ჩაის წარმოების აღდგენა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. სახელმწიფო პროგრამის - `აწარმოე საქართველოში~ ფარგლებში, ოზურგეთში გაიხსნა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე `გეოპლანტის~ ჩაის შესაფუთი საწარმო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული ჩაის ხარისხი, წარმოების დონე, მათ შორის, დაფასოების სტანდარტი კარგი საფუძველი იქნება ჩაის წარმოების, ექსპორტის გაზრდისა და დარგის განვითარებისთვის. `ჩაის წარმოების აღდგენა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩემი დავალებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ჩაის წარმოების განვითარების პროგრამაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება მთავრობის სხდომაზე. ეს გახდება საჯარო დოკუმენტი ყველასთვის. ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად ავაღორძინოთ ქართული ჩაის წარმოება, ხელი შევუწყოთ ამ დარგის წახალისებას საქართველოში. ეს გამოიწვევს პლანტაციების აღდგენას~ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.მისივე თქმით, ჩინეთში ვიზიტის დროს, ჩინური მხარე საქართველოდან ჩაის ექსპორტით დაინტერესდა. იქვე მადლობა გადაუხადა კომპანია `გეოპლანტის~ დირექტორს, მიხეილ ჭკუასელს (გურიის ექს-გუბერნატორი და ფინანსთა ექს-მინისტრი _ რედ.) ქართული ჩაის აღორძინების საქმეში გაწეული წვლილისთვის. ჩაის შესაფუთი საწარმო დაფინანსდა პროგრამის - `აწარმოე საქართველოში~ ფარგლებში. კომპანია აწარმოებს 60-ზე მეტი დასახელების პროდუქტს, საწარმოს ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში, ჯამურად გეგმავს 570 ტონა დაფასოებული ჩაის გამოშვებას.`დღეს, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყარა საფუძველი და ოზურგეთში გაიხსნა ჩაის დასაფასოებელი საწარმო, სადაც ადგილობრივ გლეხებს საშუალება ექნებათ, მოვიდნენ და ჩააბარონ ჩაი. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის `გეოპლანტის~ დირექტორს მიხეილ ჭკუასელს და მინდა ვთქვა, რომ საქმე, რომელსაც ის და მისი გუნდი აკეთებს, ჭეშმარიტად ქართულია~, - დასძინა პრემიერმა.გუშინდელ სტუმრობას სკანდალის გარეშე კვლავ არ ჩაუვლია _ პრემიერის წინა სტუმრობისას `ნაცმოძრაობის~ აქტივისტებმა ქალაქში პროკლამაციები გააკრეს, გუბერნატორის ფოტოზე წარწერით _`მოარიდეთ ბაშვებს~. ამით მათი ხელისუფლების დროინდელი დანაშაულების შესახებ გადაღებული ფილმის გადაღებისა და მის საყურებლად მოსწავლეების მობილიზების `პატრონაჟი~ `არ აპატიეს~ გია სალუქვაძეს. ამჯერადაც, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურიის `სატახტო ქალაქში~ `ჭადრების ბაღის~ წინ მდებარე კორპუსიდან ბანერი გამოფინეს: `მატყუარა მთავრობა~, რომელიც პოლიციამ `ოპერატიულად~ ჩამოხსნა. თუმცა სამართალდამცველები ამით არ დაკმაყოფილდნენ და `ნაციონალური მოძრაობის~ ოზურგეთის ორგანიზაციის წევრები (ბესო ქათამიძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია) დააკავეს და ოზურგეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით წარედგინათ (თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას, წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე), რაც პირველ შემთხვევაში 50-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, განმეორების შემთხვევაში კი _ 500 ლარს.`მიგვაჩნია, რომ პრემიერის ვიზიტის პარალელურად, პარტიის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი ბანერი, წარწერით - `მატყუარა მთავრობა~, იყო მხოლოდ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ამ მიზეზით მათი დაკავება კი, კანონის უხეში დარღვევა. `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~ მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი დაანებოს პოლიტიკური ოპონენტების დევნას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პირები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამავე ვიზიტთან დაკავშირებით, დღეს, ოზურგეთში დღის 12 საათზე, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, რათა პრემიერის მოსახლეობასთან შეხვედრას მასწავლებლებიც დასწრებოდნენ~ _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც `ნაციონალური მოძრაობის~ მთავარმა ოფისმა გუშინ გაავრცელა.`გუშინ პარლამენტის წევრს ვიღაც ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა ხულიგანმა ხელი დაარტყა და ხელწერილით გაათავისუფლეს,ხოლო `ნაცმოძრაობის~ წევრები ბანერის გაკვრისთვის უკვე რამდენიმე საათია დაკავებული ჰყავთ, მერე ვიღაც გამოვა და რატომ ამბობთ, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართლიაო?!~ _ ამბობს ლანჩხუთელ `ნაციონალთა~ ლიდერი კახა ასკურავა.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები