ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ქრისტეშობა

9-01-2025, 15:36

ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცითქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ხოლო ჩვენ კი დავეცით...ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს - უცნაური რამეა,
ქრისტესშობა ხომ ყოველთვის საოცარი ღამეა.
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,
ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
მერე ზეცად აღევლინე,  არ გიგუეს მიწაზე,
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე.
ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა-ცრემლის დამდენი
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი.
ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა,

ფეხზე დგომა არის ძნელი - ადვილია დაცემა!მეც დავრწმუნდი არ გამქრალა ქვეყნად შური და
მტრობა,
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა.
და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი ოცნებად,
მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება.
ქრისტეშობას სხვა ჩემს გარდა სევდას ვინ დაიბედებს,
ძველი წელი ხსოვნას მართმევს ახალი კი იმედებს.
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ჩემი სული ცას უხმობს,
ჭეშმარიტად! - ნიშნის გებით კვლავ იუდა მპასუხობს.
თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,
ჯვარს ვერ ვკადრებ ქრისტეს შემდეგ ზედ
იუდა გავაკრა.
შერცხვენილი, წარწყმენდილი ეგდოს, ქვეყნად ეთრიოს,
ხოლო შენზედ მრავალ მლოცველს კვლავაც 
ღამე ეთიოს.
რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი - უფრო ადვილად,
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა
ნამდვილად!
ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად! ხოლო ჩვენ კი დავეცით...
ზვიად გამსახურდია
 1992 წელი, ქრისტეშობა

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 346
FACEBOOK კომენტარები