,,ჰო და არას” დღევანდელი ნომრის სტუმარია წარსულში ცნობილი, გურულებისთვის საყვარელი ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლის, ,,გურიას~ ერთერთი დამფუძნებელი ჯონი ფირცხალაიშვილი.
იმისათვის, რომ ვისმჯელოთ ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლის, ,,გურიას“ წარმატებებსა და მიღწევებზე, უნდა გავეცნოთ ანსამბლის მიერ განვლილ გზას.
ანსამბლი ,,გურია“ შეიქმნა 1972 წელს, ლანჩხუთის კოლორიტის და ღვაწლმოსილი კულტურის მუშაკის, ვალოდია წულაძის თაოსნობით და ჯონი ფირცხალაიშვილის (ჩემი) უშუალო ხელმძღვანელობით, ანსამბლი იყო ქართული საესტრადო ხელოვნების მედროშე ჩვენს რაიონში. რომ წარმოიდგინოთ ანსამბლის მიერ განვლილი გზა, ერთი წუთით უნდა წარმოვიდგინოთ 1972 წელი და ის სიძნელეები, რაც გველოდებოდა წინ ანსამბლის შემქმნელებს და მის წევრებს. ეს იყო პერიოდი, როცა აკრძალული იყო ევროპული მუსიკა. ჩაკეტილი იყო საზღვრები ევროპასთან. Aარ არსებობდა წვდომა თანამედროვე აპარატურასა და ინსტრუმენტებზე. ქვეყანაში არ არსებობდა ელექტრონული გიტარაც კი. მახსოვს ჩვენი ანსამბლის წევრმა, აწ გარდაცვლილმა ომარ ლომაძემ, თავისი ხელით გამოთალა ელექტრონული გიტარა, გააწყო ის თანამედროვე აქსესუარებით. არ შემიძლია პატივისცემით არ მოვიხსენიო იმ ადამიანის ხსოვნა, ეს იყო პერიოდი, როცა ვოკალს და სხვა ინსტრუმენტებს ვახმოვანებდით კინოს ანუ კინაპის გამაძლიერტებლებით, ხოლო მიკროფონებად ვხმარობდით მაგნიტოფონის მიკროფონებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ აპარატურაზე შესრულებული მუსიკალური ნაწარმოების ხარისხი. მმიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობდით, არ ჩამოვრჩენოდით თანამედროვე საესტრადო ხელოვნებას. ჩვენ შიშველი ხელებით, საკუთარი ენთუზიაზმით ვცდილობდით მიგვეღო შედეგი ჩვენი შემოქმედების. ანსამბლი დაკომპლექტებული იყოს მუსიკის მოყვარული შემსურლებლებით. ჩვენთვის დიდი დახმარება იყო თუ რაიონის კულტურის განყოფილება დაგვდებდა პატივს და მოგვცემდა უფლებას ჩაგვეტარებინა რაიონის კლუბებში ფასიანი კონცერიტები. Eეს იყო ჩვენდამი რაიონის პატივისცემა და დახმარება.
ანსამბლის აღმასვლა დაიწყო მას შემდეგ, რაც ყოფილი აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგის, ბატონი გოგი ფაცურიას ინიციატივით მოხდა ჩვენი დაკავშირება ჩაის ფაბრიკების გაერთიანების პროფკავშირული კულტურის სახლთან. იმ პერიოდში გაერთიანების გენერიალური დირექტორი იყო, აწ გარდაცვლილი, ბატონი ანზორი კილაძე, ხოლო პროფკავშირების კომიტეტეის თავმჯდომარე, ბატონი მიშა ჩხაიძე. ეს იყო 1978 წელი. ამ პერიოდში მოხდა ჩაის ფაბრიკების კლუბის კულტურის სახლად გადაკვალიფიცირება და ეს კულტურის სახლი არსებობდა ძირითადად ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლის, ,,გურიას~ ბაზაზე. Kკულტურის სახლში იმ პერიოდში მოქმედებდა 10-ზე მეტი ფასიანი და უფასო წრე. აქ იყო ყველა მუსიკალურ ინსტურმენტზე შემსწავლელი წრე, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ბავშვთა ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი. ,,გვრილა.~ მოქმედებდა ხალხური სიმღერების შემწავლელი ვოკალური ჯგუფი.ბატონი მიშა ჩხაიძის თაოსნობით პროფკავშირების რესპუბლიკურმა კომიტეტმა გამოგვიყო ახალი ავტობუსი ,,კუბანი,~ რისი საშუალებითაც ვაწარმოებდით გასტროლებს საქართველოს მასშტაბით. ბატონი მიშა ჩხაიძის თაოსნობით მოხდა ანსამბლის წევრებისთვის საკონცერტო კოსტიუმების შეკერვა ქ.თბილისში. მოწვეული იქნა თბილისიდან წამყვანი კომპოზიტორ-შემსრულებლები საკონცერტო პროფესიონალური პროგრამის შესადგენად. Eესენი იყვნენ: სოსო ებრალიძე, რომან რცხილაძე, თემურ ცაგურია და სხვები. ამ პერიოდში ანსამბლი გასტროლებს მართავდა მთელი საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში. არსებობის მანძილზე Aანსამბლმა შეძლო 1000-ზე მეტი ფასიანი და უფასო კონცერტის ჩატარება. Kკონცერტები ტარდებოდა, როგორც კლუბებსა და კულტურის სახლებში, ასევე ჩაის ფაბრიკებში და ჩაის პლანტაციებშიც კი; ასევე სამხედრო არმიის ნაწილებში. საქართველოს წამყვან გაზეთები რეგულარულად აქვეყნებდა წერილებს და აღნიშნავდა ანსამბლის მიღწევების შესახებ.
1983 წელს ანსამბლს მიენიჭა სახალხო ანსამბლის წოდება. Aამავე წელს ანსამბლს მიენიჭა საკავშირო კონკურსის ლაურიატობის წოდება. საკავშირო კონკურსის ლაურიატის წოდება მომენიჭა პირადად მე, როგორც ვოკალის შემსრულებელს. 1984 წელს ანსამბლი მიწვეული იყო ცენტრალურ ტელევიზიაში ქ. მოსკოვში. დღემდეა შემონახული ამის დამადასტურებული ფირები. კულტურის სახლში მოდიოდა არაერთი სამადლობელი წერილი ანსამბლის სახელზე, მოსახლეობა ითხოვდა საკონცერტო აბონიმენტებსაც კი, ეს იყო პერიოდი, როცა ანსამბლი იყო თავისი შემოქმედების ზენიტში, ხოლო ლანჩხუთის ჩაის ფაბრიკების გაერთიანების კულტურის სახლში ხელოვნება დუღდა, ეს იყო ნამდვილი ხელოვნების კერა, მაგრამ არ იყო ანსამბლის წევრების და მისი ხელმძღვანელობის გზა სულ ია-ვარდით მოფენილი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ცხოვრება და მოღვაწეობა გვიხდებოდა, საბჭოთა კავშირის დროს. დღემდე არავინ არ დაინტერესებულა, რომ ეკითხა მიზეზი თუ, რის გამო დავტოვე მე ჩემი საყვარელი საქმე, მივატოვე ანსამბლი, მივატოვე ჩემს მიერ აშენებული სახლ-კარი და ოჯახთან ერთად გადავსახლდი უკრაინაში.
ყველაფერი დაიწყო ასე: ერთ დღეს მე დამიბარა გამგეობაში გასაუბრებაზე ლანჩხუთის რაიონში ყოფილმა კკბ-ს განყოფილების უფროსმა, გვარად მხარგრძელმა. თურმე მე ერთ-ერთ კორპორაციულ საღამოზე შემისრულდებია სიმღერა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მთავრობის იმ დროინდელ იდეოლოგიას. საუბარში მომცა გაფრთხილება და სხვათა შორის გასაგებ ენაზე ამიხსნა, რომ თუკი ერთხელ კიდევ გავიმეორებდი, მე ამ შემთხვევაში წამიყვანდნენ ტყეში, ჩემი ხელით მომათხრევინებდნენ ჩემსავე საფლავს, ეს იყო გაფრთხილება.
ერთი თვის შემდეგ მე გადავადგილდებოდი ლანჩხუთში ჩემი კუთვნილი ავტომობილით, როცა გამაჩერა მილიციის ორმა თანამშრომელმა და ქუჩაშივე ჩამიტარეს ჩხრეკა. ჩხრეკის დროს მათ მანქანის სადჯომის ჯიბეში ჩამიდეს და ამომიღეს მათივე თქმით ,,ხელის სისწრაფით~ ანაშა. წამიყვანეს ქუთაისში ნარკოლოგიურ განყოფილებაში, დაადგინეს, რომ ეს იყო, ნარკოტიკი და აქეთობას გზაზე განმიცხადეს, რომ თუ სურვილი მქონდა, არ მიმეცა მსვლელობა ამ საქმისათვის, მე მაძლევენ ორ დღეს და მე ამ ორ დღეში უნდა მიმეტანა მათთვის 2000 მანეთი. ბევრი ფიქრის შემდეგ მე გადავწყვიტე თავის დაზღვევის მიზნით მეშოვნა ეს თანხა, მაგრამ ფულის გადაცემის დროს განმეხორვიელებინა საუბრის და ფულის გადაცემის მომენტის მაგნიტოფონზე ჩაწერა. Aამის შემდეგ ეს ჩანაწერი გადავეცი რაიონის მაშინდელ განყოფილების უდროსს. Mმეორე დღეს ეს თანხა უკან მომიტანეს, მაგრამ მე მივხვდი რაიონში მილიციის წინააღმდეგ წასულ ახალგაზრდა კაცს აღარ მეცხოვრებოდა და გადავწყვიტე ოჯახით გადავსულიყავი საცხოვრებლად უკრაინაში.
მე საქართველოში დავბრუნდი 35 წლის შემდეგ და რას ვხედავ დღეს ჩემს საყვარელ ქალაქში. რა მიღწევებია, რით შეგვიძლია ვიამაყოთ? მე დავტოვე ქალაქში კულტურის სახლი, (ჩაის ფაბრიკების კულტურის სახლი) ნამდვილი კულტურის კერა, შენობა აღჭურვილი იყო ყველა საჭირო ინვეტარით, კულტურის სახლში 300-მდე რბილი სკამი იყო, იატაკზე დაგებული იყო პარკეტი, კედლები დაფარული იყო დ.ს.პ.-პანელით. შენობაში დამონტაჟებული იყო საჭირობის შემთხვევაში კინოს საპროექციო დანადგარების სრული კომპლექტი, სცენას ამშენება შავი როიალი, ფუნციონირებდა ბიბლიოთეკა და კარგი წიგნთსაცავი, ანსამბლ ,,გურიას~ საკონცერტო აპარატურის სრული კომლექტი, რას ვხედავთ დღეს? კულტურის სახლი გაძარცული და განადგურებულია, როგორც თემურ ლენგის შემოსევის შემდეგ, იატაკი აყრილია, კედლებზე პანელი მთლიანად მოხსნილია, 300 სკამიდან აღარ შემორჩა არც ერთი, ბიბლიოთეკა გამქრალია, კინოს აპარატურა გატანილია, როიალი გამქრალია, ანსამბლის ყველა ინსტრუმეტი და ძვირად ღირებული აპარატურა გატანილია გაურკვეველი მიმართულებით. სცენაზე მოქმედი მოძრავი ფარდები მოხსნილია, ეს კულტურის კერა გადაკეთებულია საწყობად, სამარცხვინოდ გამოიყურება სად გაქრა კულტურა? სად დაიკარგა ხელოვნება? რა მოხდა ამ ქვეყანაში? ურდოების შემოსევაა?!
მე შეკითხვას ვუსვამ დღევანდელ ჩვენს მთავრობას, რაიონის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა განყოფილებას, მშვიდობის დაცვას და ქვეყნის აღორძინებას რომ ქადაგებენ, ეს არის თქვენი მშვიდობა? მშვიდობა მარტო ის არ არის, რომ ბომბები, არ გვაცვივა თავზე, მშვიდობა საყოველთაოა, ის უნდა იგრძნობოდეს ყველგან და ყველაფერში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ოჯახებს ერთი სკამიც რომ დაკარგოდა, განგაშს ატეხდით, იმიტომ რომ, ის თქვენი ფოლით ნაყიდია, ხოლო ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფასეულობანი ჩვენი ფულით იყო ნაყიდი. იმ ინსტრუმენტების და აპარატების საყიდლად თავის დროზე მთელი საბჭოთა კავშირი მაქვს შემოვლილი ჩვენივე ფინანსებით. თქვენ ხედავთ სხვაობას ორ სიყვას შორის, ეს სიტყვებია: თქვენი საკუთრება და ჩვენი საკუთრება. ეს რაც თქვენი ფულით არ იყო ნაყიდი, იყო ნაყიდი ჩვენი ფულით. ეს კულტურის სახლი თავისი ყველა ინვენტარით იყო რაიონის საკუთრება, თქვენ კი ვალდებული იყავით დაგეცვათ და შეგენარჩენებინათ ეს საკუთრება, თუნდაც თქვენი შვილებისთვის, თუმცა თქვენ მთავრობას და არც ერთ მთავრობას არ მიუღია მონაწილეობა ყოველივე ზემოთჩამოთვლილის შეძენაში, ამიტომაც არ ჩაგითვლიათ საჭიროდ ზრუნვა მათზე. როგორ მოხდა, რომ კულტურის კერა და მთლიანად კულტურის სისტემა განადგურდა, რით განსხვავდებით თქვენ რუსი ოკუპანტებისგან? მათ ეკლესიები შეღებეს, თქვენ კი კულტურა გააცამტვერეთ. საინტერესოა, რა შეიძინეთ რაიონში უფრო ძვირფასი? საინტერესოა, სად იყვნენ ამ დროს რაიონში დარჩენილი კულტურის სახლის მუშაკები ან ანსამბლის ყოფილი წევრები?!
იმისათვის, რომ აღსრულდეს რაიონში მცხოვრები ახალგაზრდების დიდი უმრავლესობის ნატვრა და მოხდეს ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლის, ,,გურიას” აღორძინება, საჭიროა უპირველეს ყოვლისა ლანჩხუთის ჩაის ფაბრიკების გაერთიანების კულტურის სახლს დაუბრუნდეს მისი პირვანდელი სახე, ანუ კულტურის სახლის შენობა და მასთან მიმდებარე შენობა-ნაგებობანი დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს, რათა კულტურის სახლმა შეძლოს მასზე კანონით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების აღსრულება. ამისთვის კი საჭიროა განთავისუფლდეს კულტურის სახლის შენობა მასში დროებით განთავსებული სასაწყობე ინვენტარისაგან და მატერიალური ფასეულობებისგან. გარდა ამისა საჭიროა კულტურის სახლში ჩატარდეს სერიოზული კაპიტალური რემონტი. Aმის შემდეგ მე გამოვდივარ ინიციატივით განთავსდეს და ფუნქციონირებას შეუდგეს ახალგაზრდული ცენტრი, დისკობარი, დისკოთეკა; გაიხსნას სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრის შემსწავლელი წრეები, რის ბაზაზე ჩამოყალიბდეს ბავშვთა ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი ,,გურია”.ჩატარდეს სხვადასხვა სახის კონკურსები და ფესტივალები, რაც გაზრდის ახალგაზრდების მიზიდულობას სოფლისადმი. Mსაჭიროდ მიმაჩნია ჩატარდეს რაიონში ფართომასშტაბიანი რაიონული დათვალიერება რუბრიკით: ,, ჩვენ ვეძებთ ტალანტებს!” ეს კი მიზნად ისახავს ჩვენს რაიონში მრავლად მიმობნეული მარგალიტების აღმოჩენას. მათ შეკრებას, შემდგომ განვითარებას და მათთვის სწორი მიმართულების მიცემას, თუ როგორ მოხდება ყოველივე ეს, დაწვრილებით შემიძლია მოგახსენოთ თქვენს მიერ ამ საქმიანობისადმი დაინტერესების შემთხვევაში. მიუხედავად ჩემი ჭარმაგი ასაკისა, მე მაქვს საკმაო პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, როგორ განვახორციელო ყოველივე ეს ვალდებულებანი, რასაც მე ტვირთად ვიღებ ჩემს თავზე.
ჯონი ფირცხალაიშვილი
p.s. შემდეგ ნომერში წაიკითხავთ რა მიზეზით ვერ მიიღო სამშობლოში 35 წლის შემდეგ დაბრუნებულმა ჯონი ფირცხალაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა.
ჯონი ფირცხალაიშვილი: არავინ დაინტერესებულა ეკითხა მიზეზი, რის გამო დავტოვე ჩემი საყვარელი საქმე, მივატოვე ანსამბლი, ჩემს მიერ აშენებული სახლ-კარი და ოჯახთან ერთად გადავსახლდი უკრაინაში.”`
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 1 931