ზაზა დობორჯინიძის ,,ძველი თბილისი“ საერთაშორისო გამოფენაზე იტალიაში გამოიფინება, გამოფენა გაიმართება სიცილიაზე, 31 ავისტოს.
იტალიაში ამ გამოფენაზე მიწვეულია თავად ზაზა დობორჯგინიძეც თავისი ნამუშევრით, თუმცა შესაძლებელია უსახსრობის გამო აღნიშნულ გამოფენას თავად ვერ დაესწროს, თუ დროის ამ მონაკვეთში რამე სახსარი ვერ გამოძებნა, როგორც მან გვითხრა მწირი შემოსავლის პირობებში მოახერხა შეეძინა საჭირო ნივთები, რათა ნამუშევრები შეექმნა.
იტალიაში, კერძოდ სიცილიაში, არსებობს საერთაშორისო კულტურული ასოციაცია, რომლის დამაარსებელი და პრეზიდენტი გახლავთ რობერტო გუჩიონო, იტალიის რესპუბლიკის ოფიციალური კავალერი. ნინა დარჩია კი ამ საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური დელეგატია საქართველოდან. სწორედ მისი მიწვევით მოვხვდით ჩვენ, ქართველი მხატვრები ამ ფესტივალზე. ქალბატონი ნინას დახმარებით, ქართველ მხატვრებს აგვისტოს თვეშიც ჰქონდათ გამოფენა იტალიაში, თუმცა, მაშინ მხოლოდ ნახატები გააგზავნეს.
?ჩვენ ვესაუბრეთ ნინა დარჩიას, სწორედ ის ოფიციალური დელეგატი საერთაშორისო კულტურული ასოციაცია ლა ვია დელ არტეს, როგრც მან გვითხრა:
გამოფენა გაიხსნება 31 აგვისტოს ,უძველეს ქალაქ მონტეროსო ალმოში, რომელსაც დაესწრება ქალაქის მერი და გაიმართება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მხატვრები, დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს წარმოდგენილ ნამუშევრებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოფენა გაიხსნება, იტალიური და ქართული ჰიმნით, ეს დიდი პატივია საქართველოსათვის, ღონისძიებას გააშუქებს სიცილიური პრესა და მონაწილეებზე სიუჟეტებს გააკეთებენ ტელევიზიები. მონაწილეებისათვის დაწესდება ნომინაციები და გადაეცემათ პრიზები. ამ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას მხატვარ ზაზა დობორჯინიძის ,,ძველი თბილისი“
ზაზა დობორჯინიძის ნახატები, მათ შორის ,,,მოქეიფეები ბუხართან“ , ავტოპორტრეტი და სხვები, უკვე გამოფენილია იტალიაში, ქალაქ ლა ვოღერას ხელოვნების გალერეაში და მიღებული აქვს სერთიფიკატი
ასევე იტალიაში გამოფენილია ნახატი, რომელიც მან მამას, პოეტ ჯემალ დობორჯგინიძეს მიუძღვნა. ნახატის სახელწოდებაა ,,იის გორაზე ისევ გაზაფხულია’’.
ზაზა დობორჯგინიძე 2013 წელს ჩამოვიდა ლანჩხუთში, რადგან მამამისი, ყველასათვის საყვარელი პოეტი, ჯემალ დობორჯგინიძე, უკვე იყო ასაკში და აქ გააგრძელა მუშაობა.
,,ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა ჩემი ოჯახი,“ ამბობს იგი ჩვენთან საუბარში, ზაზას მეუღლეა იზა კუპატაძე, მხატვარი. ჰყავს სამი შვილი და სამი შვილიშვილი.
ხატავს ბავშვობიდან, დამთავრებული აქვს მოსე თოიძის სხელობის სამხახტვრო სასწავლებელი.
,,ჩემი პირველი მასწავლებლები იყვნენ ბიჭიკო მშვიდობაძე და თამაზ ჩხაიძე, მამამ რომ შემატყო მქონდა ხატვის ნიჭი ყოველნაირად მიწყობდა ხელს გავმხდარიყავი მხატვარი, თუმცა თავადაც კარგად ხატავდა, დავამთავრე თოიძის სამხატვრო სასწავლებელი, ხეზე ჭრის სპეციალობით, მასწავლიდა ვასილ საღლიანი ხუთი შვილის მამა, ხეზე ჭრის დამსახურებული ოსტატი. მისი საყვარელი მოსწავლე ვიყავი, წითელ დიპლომზე დავამთავრე სასწავლებელი და ვაბარებდი სამხატვრო აკადებიაში, შემდეგ გამიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში.“
ზაზა დობორჯგინიძე გახლავთ ხელოვანთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მხატვართა კავშირის წევრი, ჩოხოსანთა კავშირის წევრი. ხატავს სახვადასხვა ჟანრში, ასევე არის ხატმწერი, მას სურს, რომ საკუთარი შემოქმედებით საქართველოს სახელი გაიტანოს ქვეყნის გარეთ, ამისათვის ბევრს მუშაობს და ცდილობს ფორმაში იყოს.
დასანანია რომ უსახსრობის გამო, თავად მხატვარი ვერ მიიღებს ამ გამოფენაში მონაწილეობას. მაია კუკულაძე
ზაზა დობორჯგინიძის ნახატი, საერთაშორისო გამოფენაზე იატალიაში გამოიფინება
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 278