ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჩვენ ვართ ფხიზლად და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ვდგამთ ნაბიჯებს

ჩვენ ვართ ფხიზლად და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ვდგამთ ნაბიჯებს
5-08-2020, 13:25

ჩვენ ვართ ფხიზლად და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ვდგამთ ნაბიჯებს, რომელიც იქნება ამ საფრთხეების წინააღმდეგ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხეებზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის კომენტარს გამოეხმაურა.
ოხანაშვილის თქმით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დგამს ერთობლივ ნაბიჯებს, რათა ოკუპანტი ქვეყნისგან მომდინარე საფრთხეებს ებრძოლოს.
„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად ერთობლივი ნაბიჯებით, ღონისძიებებით, შეთანხმებული პოლიტიკით წინააღმდეგობა გავუწიოთ და ვებრძოლოთ იმ მომდინარე საფრთხეებს, რომელიც არსებობს საქართველოს მიმართ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დიდი კონტრიბუცია შეგვაქვს ნატო-ს მისიაში. ჩვენ სწორედ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების და ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა, გამოწვევა, ნომერ პირველი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის”,- განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის განცხადებით, არახელსაყრელი საერთაშორისო გარემოებების მიუხედავად, საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს.
„თქვენ უნდა დაწეროთ თქვენი წესები და კანონები ეკონომიკური განვითარებისთვის. საერთაშორისო სისტემას შეუძლია დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით”,- განაცხადა რაისმა.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 205
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა