სეზონი განაახლეს და მათი პირველი გამოსვლა საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც 8-11 სექტემბერს აჭარის დედაქალაქში შედგა წარმატებული აღმოჩნდა. სანამ ჩვენებურთა წარმატების შესახებ მოგითხრობთ, მანამდე გეტყვით, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რომელიც 4 აგვისტოს იქნა მიღებული, კარატე ოლიმპიური სახეობა გახდა. გურიის კარატეს ფედერაციის ხელმძღვანელის, მერაბ თურქიას თქმით, _ `ე სარის უნიკალური შესაძლებლობა და ძალიან საამაყო ფაქტი. კარატე ოლიმპირუი სახეეობა აქამდე არ იყო, რაც ძალიან სამწუხარო გახლდათ. მომავალ ოლიმპიადაზე, რომელიც ტოკიოში გაიმართება სპორტის ეს სახეობა ოფიციალურად იქნება დაშვებული. მართალია, იქამდე 4 წელია, მაგრამ ჩვენ ტრადიციების გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ლიცენზიის მოპოვების შანსი გვექნება და ჩვენი ქვეყნის ღირსებას სხვა სპორტის სახეობის სპორტსმენებთან ერთად ლანჩხუთელი პარატისტებიც დაიცავენ. მათი ასაკი 18 წლის ზემოთ უნდა იყოს და ასეთი რამდენიე ძლიერი სპორტსმენი ჩვენს სპორტულ სკოლას უკვე ჰყავს ან 2020 წლისთვის ეყოლება. ალბათ, მომავალი წლიდან დაიწყება ლიცენზიების გათამაშება, დრო გვაქვს და ჩვენს აქტიურ მომზადებაზეა დამოკიდებული ბევრი რამ. თუმც, ამ ყველაფერს ფინანსური ხელშეწყობა სჭირდება და იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გვყავს მსოფლიო თავის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონი, მაგრამ არ გვყავს კარატეში ოლიმპიადის გამარჯვებული. არც გვეყოლებოდა, რადგან ის დღემდე არ იყო დაშვებული ოლიმპიურ სახეობად. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მომავალ ოლიმპიადაზე თუ არა, იმის შემდგომზე ქართული გამარჯვების დროშის აფრიალებას შეძლებენ ჩვენი კარატისტები~. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო ტურნირს, რომელშიც ამიერკავკასიის სამივე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას ლანჩხუთიდან 5 სპორტსმენი გამოდიოდა. 5 ოქრო და 3 ვერცხლი ასეთია ჩვენებურთა მონაგარი.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0



