ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ანი-დან ჰოე-მდე შენი...

10-05-2022, 21:46

რსი მინდოდა ვყოფილიყავი შენთვის და არა გარსი...
შენამდე?!
ჰმ...
ცარიელი იყო არეალი, სადაც დავეკარგე თავს საკუთარს.

ედნიერებისთვის იოტისოდენა აღმაფრენას ვეძებდი ამ კვამლისფერ ვაკუუმში - ბრმად, უგზოუკვლოდ, აღმართში მოდევნებული ქვა რომ დამეგორებინა.

ასაყუჩებლად ყოფიერების ხომ ხშირად გა(ფრენაა) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ გა(დარჩე)...
ჰოდა, მეც სხივს ვთხოვდი ეროსს, ჩემგან ნარჩენები რომ არ დარჩენილიყო.

როის ის ნაგლეჯი მინდოდა შემესრუტა, ახდენილ ოცნებას რომ ეძახიან, მაგრამ ძვირი ყოფილაო ბედნიერების განცდა, საშიშიც კი! - მსმენოდა აქამდე.

რთი ბეწო აისი მწყუროდა და...
შენც გამოჩნდი - წვეთ სიმფონიად, სულს რომ ვინაყრებდი;
წვეთ მალამოდ, იარებს რომ ვუსალბუნებდი;
წვეთ იმედად, უიმედობისას რომ ვეყრდნობოდი.

იცი, ეგოისტი ვარ, რადგან შენს ულუფა ჰაერსაც წავეპოტინე მას შემდეგ, რაც ცხოვრებამ ხელის ჩაქნევა დამიპირა ნიშნისმოგებით.
არ გამკიცხო!..

მანებათა ოკეანე გადმოვლახე ამიტომაც და სიცხადის სანაპიროს მოვაშურე თამამად.
მოგენდე... 
ბოლომდე...
ამოსუნთქვამდე...
არადა, ვიცოდი - ვერ მოგცემდი სულისსწორობაზე მეტს და ვერც ვერასდროს გამოვდგებოდი შენთვის განკუთვნილ ალაგად! 

ითქოს შენც მიპოვე მზის ნატეხად (შემთხვევითობისა თუ არაშემთხვევითობის წყალობით), მაგრამ გზა, რომელმაც გადაგვყარა, წინ(სვლას) კი არ გვიქადდა, უკან გვახედებდა - დილემის ხროვისკენ.

ლუზიაში გადავეშვი თავით...
ათვლას იწყებდა წუთები, ლამაზი ფერებით ნაფერები...
სწორედ იმ ნიშნულიდან, როცა უფლება მოიპოვე, ჩემს სულზე შემოგეჭდო შენი ბჭენი.
ვივსებოდით...
და ჩვენ, ორივენი, ერთმანეთის მერე ვიბადებოდით ხელახლა!

იბის გადაცრეცილი საფეხურები ჩვენი არყოფნის შემდეგაც კიდევ დიდხანს შემოინახავს ჩვენსავე ნატერფალებს (არადა, უკვე შემოვეძარცვეთ ერთმანეთს უხმოდ, მდუმარედ).

ურჯსაღებავაქერცლილი ოთახი (სადაც ხელი ჩამკიდე), ჩვენი დაფარული მღელვარების ერთადერთი მოწმე რომ ჰქვია, ოთხივე კუთხეში დღესაც ურყევად ინარჩუნებს ჩვენს უსახელო-უმიზნო-უმისამართო მაგნიტურ ველს;
ისევე, როგორც პატარა სამლოცველოს ყურთასმენას უწყვეტ ანაბეჭდებად ჩაეკირა ჩვენი გახშირებული გულისფეთქვა.

იზიდავდა... 
ანდამატივით მიზიდავდა კონტრასტული აბსტრაქციების შენეული წრედი: 
შორით კრთომა, კრძალვა, რიდი, ტრფიალი რუსთველურად...
და ყივჩაღისეული კადნიერებაც თავთუხისეულ ყანაში ბადაგის გასინჯვის წყურვილისა, ამავდროულად.

აკადულებად ვჩქროლდებოდით, როცა ხელშეუხებლად ვეხებოდით ერთმანეთის სულის ყველაზე შორეულ კავერნებსაც კი...
ერთად ვიყავით (უერთმანეთოდაც!), გულის გავლით სულის ფსკერამდე...
ზეცას ვებჯინებოდით აღმა(ფრენით)...
და ისიც გვესაკმარისებოდა, სუნთქვაშეკრული ჰაერიც რომ დედდებოდა ჩვენ ირგვლივ.

რივეს მზერაში დუმილი თრთოდა, როცა ნიავი კინძავდა ლამაზ ფრაზებს, ბაგეთაგან თქმულს;
ხოლო როცა თვალებით უხმოდ ვიკვეთებოდით, მაშინ ყვიროდნენ ისინი დროში ჩაფერფლილ სათქმელს.
მეკრძალვოდი და გწყუროდი - ერთნაირი გემო(ვნებით).

ალიტრაზე ყველა(ფერი) მაშინ გაბუნდოვანდა, როცა გამისხვაფერდი, გამინაპირდი, გამიჰორიზონტდი...
არადა, გთხოვე, არ დამსგავსებოდი იმ სიზმარს, ათინათმა მოურიდებლად რომ გამიცამტვერა თავისი ლიცლიცა საშლელით! 

რუანტელად დავლილმა ფრაგმენტმა შეწყვიტა არსებობა ისე, რომ ვერ გაგვარკვია - ეს გზა ყოფნიდან არყოფნისკენ იყო თუ პირიქით;
მანამდე ნავსაყუდელს დაჟინებით ეძებდი ჩემს გულში, ბოლოს კი ისე დავმთავრდით, მომავალს ნიადაგიც ვერ მოვუსინჯეთ...
და იმ დაუოკებელ სურვილად დავრჩით ერთმანეთში, გამხელაც რომ ვერ გავბედეთ!

ეალობამ თავის ასტრალში გადმოგვისროლა: 
აწმყო ჩვენთვის მხოლოდ წყვეტილი ხაზი იყო, რომელიც ვერასდროს შედგებოდა ერთ დაუსრულებელ წრფედ.
და რა?!
აისს ბლანტი ფარდა ჩამოაფარა დაისმა.

აკუთარ სხეულში კარცერში გამოკეტილივით დამტოვე.
იმ გადამწვარ ნათურას დამამსგავსე, უფუნქციოდ რომ გამოჰკიდებია ჭერს და მორჩილად ელოდება ახლით ჩანაცვლებას. 
ვეჭვიანობდი, თუმცა...
მართალი იყავი - სჯობს, დასაწყისი დასრულდეს, ვიდრე დასასრულმა დაიწყოს სულის ღაფვა.

ყუილად ვიბრმავებდი თვალს იმაზე, რომ დროის მხოლოდ ერთი ტრაექტორია ბრუნავდა ჩვენ ირგვლივ - წარსულში გაყინული აწმყო, რომელსაც არასდროს ელოდა მომავალი.

ნებლიე რეფლექსად მექეცი მას შემდეგ, რაც მეტასტაზებად გავრცელდი ჩემში და სულის ნანგრევებში მომიყოლე...
აქაც სილა გამაწნა ცხოვრებამ, ამჯერად - შენი ხელით!

იქრებად დაგაბინავე და ჩუმად, ჩემთვის, ჩემში, ჩემად, ჩემიანად, ჩემეულად ამოგიჩემე...
ოღონდ ეს სიჩუმე ყველაზე ხმაურიანი და უმოწყალოდ შემმუსვრელი აღმოჩნდა ჩემი სულის კედლებისთვის.

არმა, თავაწყვეტით მოთარეშემ,  ერთად მომიგავა გზააბნეულობაში დაფანტული ათასი საფიქრალი და ათასმეერთედ შენ დაგამატა...
არადა, სულ სხვა შეფერილობისა იყო ჩემი წარღვნამდელი გულის კაპილარები, მაჯისცემის რიტმი.

ამე, თეთრი და უფსკერო, იქცა ჩემს თავშესა(ფარად)...
ჩანასახისმაგვარად მრკალავს ღვედგადაკრული გრძნობა:
ზოგჯერ უდაბნო ოხრავს ჩემში, ზოგჯერ
კი ზღვასავით გადმოვდივარ სხეულის ჯებირებიდან...
და მიხარია, რომ ეს არ იცი (შემრჩენია თავმოყვარეობა)!

ოველ ჯერზე ვეამბოხები საკუთარ ქვეცნობიერს, რომ გონების სკივრში შემონახული შენი თავბრუდამხვევი ემოციები ნაგავსაყრელზე მოვისროლო და უშენობით ნაწვეთები დღეები ამოვგლიჯო კონტექსტიდან.

ენ სხვა ,,მე'' ამოქექე ჩემში, შენად დაისახე, მიიტმასნე, მიისაკუთრე; 
ახლა კი მაიძულებ, დავადუმო იგი, გავრიყო ჩემგან და ფეხით გავსრისო.
ხურდად მომიგდე წამები, ნაწამები...
არ ვიცი, რა გიწოდო!
მაგრამ ერთი რამ ვიცი - უღირსად გამიმეტე!

ვენ ვყავდით ერთმანეთს სულის ნაწილებად თითქოს, სინამდვილეში კი ორივენი მარტოობის პირისპირ ვმდგარვართ ისე, როგორც დაბადებისა და სიკვდილის ჟამს იმყოფება ადამიანი!

ის უძირო წიაღი - ზღვაში არეკლილი შენი თვალები სარკე იყო ჩემი, რომელშიც ხშირად მახედებდი, საკუთარი თავი რომ მეპოვნა კვლავ...
სასაცილოა!

ლივს რომ დავიჭირე შუქი გვირაბის გასასვლელისკენ, სწორედ მაშინ მომისაჯე ნესტიანი განწყობით ყოფნა და ცასა და დედამიწას შორის დამტოვე ეულ  მოფარფატედ.

ვიმა, რომელიც ორივეს თბილ მოგონებებს აღგვიძრავს, დღესაც გამოფენას აწყობს ჩემს სულში, მაგრამ შენ მას ვეღარასდროს დაათვალიერებ ისე, როგორც ვერასდროს დაიჭერ ჩემს ლავიწებში მოკალათებულ, მთვარისგან გამოპარულ ციაგს.

აობად დამყაყდა ჩემში ყოველივე!
მინდა, თავი დავუბრუნო ჩვეულ წესრიგს, მაგრამ გაუწონასწორებელ აზრებს ვეღარ ვუმკლავდები;
მინდა, წერტილად ვაქციო ჩვენივე მრავალწერტილებით დაგებული ბილიკი, ამიტომ (ეპილოგად გეტყვი!) გავბედე და...

ახადაღებულ ბუხარს ერთ დიდ ლუკმად მივაწოდე თითებს ჩაღვენთილი, კალამს ჩაწურული ჩემი  ნაგანცდევის გროვა, შენთვის განკუთვნილი და შენამდე არმოღწეული...
პირობას გაძლევ - ერთი ბწკარიც აღარ იშვება შენი მისამართით ამიერიდან!

ვარს ვიხსნი მძიმეს, შენი სახელი რომ ჰქვია ცოდვად;
შვება მინდა ვაღირსო სუსტ მხრებს, ტვირთად რომ ჰქონდა აღებული  უშენობის სენის ზიდვა.
მე წავალ, მაგრამ შენშიც აირევა ამინდები (დანამდვილებით ვიცი!) და ჩემ გარდა ვერავინ შეძლებს მათ დალაგებას ფერებად...
გვიანი იქნება, მაგრამ სასჯელად - საკმარისი!

ო, სწორად მიხვდი - გული გაგიშვი უკვე, რადგან ხელი თავად გამიშვი დიდი ხანია...
შენთვის გამეტებულ არაქათგამოცლილ გრძნობას ახლა სუიციდისთვის ვიმეტებ!
დროა, გუდა-ნაბადში გამოვკრა თავმოკლული ფიქრები და იმ საგოდებელს მივაბარო, მის მობინადრეთ წესის აგება რომ არ ღირსებიათ არასდროს!

ავტორი: ლ.ქ
გადასვლები: 156
FACEBOOK კომენტარები