ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ნატო, ევროკავშირი და ლანჩხუთის ბიუჯეტი

ნატო, ევროკავშირი და ლანჩხუთის ბიუჯეტი
10-10-2015, 00:00

რომელზეც ლანჩხუთელი მოსწავლე-ახალგაზრდობა იყო მოწვეული. ფრაქციის წევრებმა და დამსწრე საზოგადეობამ საქართველოს სასოფლო დარბაზის აღმასრულებელი დირექტორის, ამირან გიგინეიშვილის ლექცია მოისმინეს. კერძოდ, თუ რატომ არის ჩვენთვის უკეთესი ევროკავშირი და ნატო, რა დამატებითი სარგებელის მიღება შეგვიძლია მათგან. მომხსენებელმა ასევე ცალკე ისაუბრა ადგილობრივი თვითმართველობის როლზე ახალგაზრდების ცხოვრებაში, ბიუჯეტის დაგეგმარებაზე და საკრებულოს წევრის უფლება-მოვალეობებზე. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძემ აღნიშნა, თანამედროვე ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ ამოცანას ნატოში ინტეგრაცია წარმოადგენს. ეს ორგანიზაცია საიმედოდ უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე ცდილობს მჭიდროდ დაუკავშიროს ბედი დემოკრატიულ ქვეყნებს და დემოკრატიული განვითარების გზას. ნატო არა მხოლოდ კოლექტიური თავდაცვისათვის შექმნილი ალიანსია, არამედ მის წევრებს აერთიანებთ საერთო ფასეულობები. ესაა დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და კანონების უზენაესობის ფასეულებები.ამირან გიგინეიშვილმა ლექცია კითხვის დასმით დაიწყო: აბა, ვინ მეტყვის, რას არის ევროკავშირი და აქვს თუ არა საერთო კონსტიტუცია ევროპას? ექსპერტმა დამწრე საზოგადოებისგან პასუხი მალევე მიიღო და თავისი განმარტებებიც დაურთო: `ეს არის ევროპის ქვეყნების გაერთიანება, რომელიც შეიქმნა მაშინ, როცა მოხდა სოციალისტური სისტემის კოლაფსი. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება თუ შევუერთდებით ევროპას. დღეს საუბრობენ, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს ქალთა ქორწინებას, კაცთა ქორწინებას. ეს არის ტყუილი. ევროკავშირში ისეთი ტრადიციული ქვეყნები არიან, რომელთათავის ეს მიუღებელია. აქედან გამომდინარე, მათ არავინ აძალებს, რომ კანონში ჩაწეროს, რომ ეს ნებადართულია. ევროპა ძირითადად ქრისტიანული ქვეყნებისგან შედგება. მათი ნაწილი მართლმადიდებლურია. მაგალითად, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი. მათი მრწამსი და ჩვენი ერთნაირია. აქ მთავარი არის ადამიანის უფლებები. როცა ევროკავშირი შეიქმნა, მასში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც გაერთიანდნენ, ისეთები, რომლებიც თავის დროზე სოციალისტურ ბანაკში იყვნენ. დღეს ევროკავშირში 850 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათ აქვთ უდიდესი ფინანსური და ეკონომიკური შესაძლებლობა. როცა ყოფილი სოციალისტური ბანაკი გაწევრიანდა ევროკავშირში მათ გრანტებით მოახერხეს წინ წასვლა. აიღეს 10 წლიანი განვითარების გეგმა და გეგმის მიხედვით იმოქმედეს. ასე მოხდა ბულგარეთის მაგალითზე. ქალაქები კრაკოვი და ლობჟანა ასე განვითარდა. თავიდან კრაკოვმა დაიწყო და ყველამ დაინახა, რომ სწორად მიდიოდა წინ. ჩვენთვის ევროკავშირში გაერთიანებს პირველ რიგში მოაქვს უდიდესი ბაზარი. თუმცა იქ ჩვენი პროდუქციის დამკვიდრება ძნელი იქნება, მაგრამ პერსპექტივში ამას ძალიან დიდი მოგება შეუძლია გვანახოს და ვიყოთ ისეთივე წარმატებულები, როგორიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან.~ საკრებულოს წევრმა გია გოგუაძემ მისი გამგებლობის პერიოდში პოლონეთში ვიზიტი გაიხსენა. `მაშინ ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ვიმყოფებოდი. ძალიან საინტერესო პროექტებს გავეცანით ადგილზე. მახსოვს ბატონმა რამან ნიკოლაიშვილმა თხოვა იქაურ კოლეგას, რომ პროექტების განხორციელებაში დაგვხმარებოდა. როცა გაიგო თუ რა სამუშაოებს ვატარებდით, გაუკვირდა. თქვენზე 100-ჯერ მეტი დაფინანსება მაქვს და პროექტებს ვერ ავუდივარ, კარგი იქნება აქეთ თუ დამეხმარებითო. ამიტომაც გვინდა, რომ ჩვენ ევროპისკენ წავიდეთ და არა სხვა გზით. თქვენმა თაობამ უნდა იცოდეს რა არის ევროპა. ამიტომაც ჰქვია ჩვენს ფრაქციას: `ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის.~ფრაქციის კიდევ ერთმა წევრმა კახა ასკურავამ ხაზი გაუსვა, ახალგაზრდების ჩართულობას, რომ უკეთ ვიცნობდეთ ევროპას და მის დადებით მხარეებს. ასევე დანანებით აღნიშნა, კოლეგა-დეპუტატების არ გამოჩენა სხდომაზე. `დიდი მადლობა რომ მობრძანდით და დაინტერესდით ჩვენი ხედვებით. დღეს მე აქ სხვა ჩემს კოლეგებსაც ველოდი, დავპატიჟეთ კიდეც, მაგრამ არ მოვიდნენ. როგორც ჩანს მათთვის ევროპული არჩევანი სხვა ღირებულებაა. ალბათ, ევრაზიულ კავშირზე ოცნებობენ~ (უმრავლესობიდან სხდომას მხოლოდ გიორგი ჩახვაძე შემოუერთდა _ ავტ.).ამირან გიგინეიშვილმა ისაუბრა ნატოს შესახებაც. თუ რა სარგებელის მოტანა შეუძლია ჩრდილო-ატლანტიკურ გაერთიანებას ჩვენთვის და საერთოდ, რატომ შეიქმნა ის თავის დროზე.`ნატო გაცილებით მეტი ხნისაა, ვიდრე ევროკავშირი. ის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა. იმ პერიოდში დადგა ე.წ. ცივი ომის ხანა, რომელიც მთელს მსოფლიოს საფრთხეს უქმნიდა. ეს იყო ყოფილი საბჭოთა კავშირი და სოციალისტური ბანაკი. ნატოს პირველი მუხლია, რომ მის ერთ წევრზე თავდასხვა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას. ეს ბუნებრივია, ძალიან სერიოზული რამ არის. ამიტომაც ცდილობს რუსეთი, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდეს. ბოლო დღეების მაგალითს გეტყვით, რუსეთმა კასპიის ზღვიდან დაიწყო სირიის ტერიტორიის დაბომბვა. გავრცელებული ცნობით რამდენიმე ჭურვი ირანის ტერიტორიაზე დაეცა, სირიის ნაცვლად. მოხდა თურქეთის საზღვრის დარღვევა. თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა და ბუნებრივია, მათი რეაქცია იყო შესაბამისი. რუსებმა ბოდიში მოიხადეს და თქვეს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ექნებოდა. საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ვერავინ ვერ აღმართავს ხელს ჩვენი ტერიტორიის წინააღმდეგ.~როგორც ბატონმა ამირანმა განმარტა, _ საქართველოს ნატოში შესვლისთვის გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს. ეს იქნება დემოკრატიის სტატუსის მაღლა აწევა თუ სხვა. სხდომაზე, როგორც ზემოთ ვთქვით, ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.`თვითმმართველობა _ თვითონ სიტყვა გვეუბნება რასთან გვაქვს საქმე. ევროპაში ამ მხრივ სხვა დონეა. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ვიცი მათი შეხედულებები ადგილობრივ მმართველობაზე, რომელსაც სხვადასხვა ფუნქცია აქვს. როცა ბიუჯეტის პროექტი შემოდის მოსახლეობის ჩართულობა მასში ძალიან დიდია. თქვენ ახალგაზრდებმა იცით კი რა არის გათვალისწინებული ბიუჯეტში თქვენი კუთხით. ან მოსახლეობამ იცის კი, საკრებულოს წვერის უფლება-მოვალეობანი და რა ფუნქციები აქვს მას. ჩვენი საკრებულო 31 დეპუტატისგან შედგება. აქედან კომისიების თავმჯდომარეები, ფრაქციებიხ ხელმძღვანელები და საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე ცალკე ჰქმნიან ბიუროს. რა განსხვავებაა ბიუროს წევრებსა და საკრებულოს ჩვეულებრივი წევრს შორის. ბიუროს წევრს სხვაგან მუშაობა ეკრძალება თუ ის არ არის პედაგოგი, მეცნიერი~, _ განაცხადა გიგინეიშვილმა და იქვე ბიუჯეტის შესახებაც გააკეთა განმარტება: `როცა ბიუჯეტი შემოდის, ის უნდა იყოს პროგრამული და შედეგზე ორიენტირებული. ავიღოთ, პირობითად რაგბის გუნდი. ის ითხოვს 10 ათას ლარს და იტყვის, რომ დაიკავებს მესამე ადგილს. ის პირობას ასრულებს. იგივეს ითხოვს მომდევნო წელსაც იგივე პირობით. ამ შემთხვევაში ეს არ იქნება შედეგზე ორიენტირებული, რადგან ის არ იზრდება, არ გვაძლევს უკეთეს შედეგს, იქნება ორიენტირებული მხოლოდ ხარჯვაზე. ასეთი ბიუჯეტი ბუნებრივია არადამაკმაყოფილებელია. სწორი დაგეგმარება და სწორი ხარჯვა შემდეგი წარმატების მომტანი უნდა იყოს. ამას წინათ ლიტვაში ვიყავი. ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრია. საერთოდ ვაკეზეა გაშენებული და როცა მითხრეს, რომ მთას დაგათვალიერებინებთო, ძალიან გამიკვირდა. შემდეგ მითხრეს, ერთ ადგილას იყო სასუქების ქარხანა, რომელსაც შემდეგ მიწა გააყარეს, ანუ გამოჩნდა შესაძლებლობა და ხელოვნურად ააგეს მთა. თქვენ ახალგაზრდები დაჯექით, ჩამოწერეთ იდეები და მათგან შეარჩიეთ რამდენიმე საუკეთესო. შემდეგ მისი მიზნები და შედეგებიც მიუთითეთ, დაახლოებით 3 ფურცელზე უნდა იყოს დატეული, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ მეტ დიდს არავინ წაიკითხავს და მიიღებთ დაფინანსებას.~ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და იმედი გამოითქვა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.დეპუტატებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მადლობა ახალგაზრდების დაინტერესების გამო და მათ პირობა მისცეს, როცა 2016 წლის ბიუჯეტი შემოვა და შესაბამისი კომისიის სხდომები გაიმართება, ერთად განიხილავენ იმ მუხლებს, სადაც ახალგზარდულ პროექტებზე და მათ დაფინანსებაზე იქნება საუბარი.შეხვედრის დასასრულს ამირან გიგინეიშვილმა გვითხრა, რომ ძალიან კმაყოფილი დარჩა ახალგაზრდების აქტივობით, რაც პედაგოგ ლადო აფხაზავას დამსახურებაა და იმედი გამოთქვა, რომ საკრებულოს სხვა ფრაქციებიც მიბაძავენ კოლეგებს და მათ შეხვედრებსაც მიწვევის შემთხვევაში დიდი სიამოვნებით დაესწრება.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები