ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სამწუხარო რეალობა

20-10-2017, 06:51

ოდენობით. ვისაც კი ზერელედ და ყურმოკრით მაინც მოუსმენია აღნიშნული ფაქტის თაობაზე, ყველამ კარგად იცის, რომ ირაკლი ქინქლაძე ხსენებულ საქმიანობასთან დაკავშირებული მხოლოდ ფორმალურად იყო და მას არანაირი თანხა არ მიუთვისებია. უფრო მეტიც, გამოძიების დაწყების შემდეგ, ირაკლის ოჯახური მდგომარეობის უკიდურესი ეკონომიკური სიმძიმის გამო მოუწია ქვეყნის დატოვება და უცხოეთში გამგზავრება, რათა იქედან მოეხერხებინა ოჯახზე ზრუნვა და ფინანსური დახმარება. სახლში დატოვა ავადმყოფი პენსიონერი დედა დალი ჯორბენაძე, რომელსაც აქვს ყურთასემნისა და მხედველობის პრობლემა. დატოვა მამა, არჩილ (აჩიკო) ქინქლაძე და უფროსი ძმა გიგლა ქინქლაძე, რომელიც მართლაც რომ რაიონის კოლორიტი იყო. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ირაკლის არანაერი პრობლემა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არ შექმნია, უცხოეთში გამგზავრებიდან რამოდენიმე ხანში, ირაკლისთვის ცნობილი გახდა რომ ის იძებნებოდა, მალევე დაუსწრებლად გაასამართლეს და მიუსაჯეს 9 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ბუნებრივია მისვის შოკოსმომგვრელი იყო. აღსანიშნავია ის გარემოებაც, უკვე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეში თუ ოდნავ მაინც იკვეთებოდა სავარაუდოდ ირაკლის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, მინიმუმ საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე კონტროლის ქვეშ მაინც უნდა ყოფილიყო და თუ დაკავება არა მისი შეფერხება მაინც უნდა მომხდარიყო, რაც ბუნებრივია არ მომხდარა, რის შემდეგაც სულ რამოდენიმე დღეში წინასწარმა გამოძიებამ სასამართლო განჩინების საფუძველზე გამოაცხადა ძებნა. იგი სისტემატურად ცდილობდა აღნიშნული ფაქტის უცხოეთიდან გარკვევას, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. მას ამის არც ფინანსური და არც საკამრისი პირადი კავშირები არ გააჩნდა. მის ძებნილობაში ყოფნის პერიოდში მისი უფროს ი ძმა გიგლა ქინქლაძე უკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა. მალევე გარდაიცვალა მისი მამა არჩილ (აჩიკო) ქინქლაძეც. ირაკლიმ ვერცერთი მათგანის დაკრძალვაზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა, სწორედ უსახსრობისა და იმ ადამიანების მავნებლობის ხარჯზე, ვინც ირაკლი ამ სიტუაციაში მიზანმიმართულად მოახვედრა. გავიდა წლები და ირაკლის გაუბედურებული დედა დალი ჯორბენაძე მთელ ძალას ხმარობდა რომ სიცოცხლეშივე ენახა მისი შვილი და დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხა და გადასცა წერილი ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს, რომელმაც თითქოსდა გულისხმიერებისა და პატიოსნების ხარჯზე ავადმყოფი დედა დაარწმუნა რომ ყველაფერს გააკეთებდა ირაკლის დასახმარებლად, რაც ტრადიციული ტყუილი აღმოჩნდა. საბოლოოდ, არჩევნების წინ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევაჭრა ადამიანის ბედითა და თავისუფლებით. შეპირდნენ ირაკლის ჩამოსულიყო საქართველოში და საპროცესო შეთანხმებას გაუკეთებდნენ თანხის გადახდის გარეშე. ისევ თავისი დედის მდგომარეობით შეწუხებული ახალგაზრდა, მართლაც 2017 წლის ივნისის თვეში დაბრუნდა საქართველოში და კანონის თანხმად ის დააკავეს, რის შემდეგაც დაინიშნა რამოდენიმე სასამართლო პროცესი და სხვადასხვა მიზეზით ყველა გადაიდო. ყველა სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ ხელისუფლების მაღალი თანმდებობის პირების მხრიდან იყო შეთავაზებები, რომ ირაკლის გაათავისუფლებდნენ, მაგრამ იგი უნდა დახმარებოდა მათ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნრბში გამარჯვებაში. აშკარად უდანაშაულო ადამიანი მეხუთე თვეა უკვე პატიმრობაში იმყოფება და მისი ბედიღბლით არავინაა დაინტერესებული. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ბიჭს თავისი ძმისა და მამის საფლავიც არ უნახავს, როცა მისი უსინათლო და სმენადაქვეითებული დედა უიმედოდ დადის და არაფრის იმედი აღარ აქვს. არადა მთელი მმართველობის პერიოდში ხელისუფლებას სასპეკულაციო თემად აქვს გადაქცეული ჰუმანური სამართალი და ნაკლები ადამიანი ციხეში. ზუსტად ამ პერიოდში ოჯახს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე სოციალური დამხარება მოუხსნეს და ოდნავადაც არ განიცდიან ამ მდგომარეობას.თუ მოხდა საოცრება და კიდევ ერთხელ შეცდა ლანჩხუთის მოსახლეობა და მხარი დაუჭირა ქვეყნის დამანაგრეველ ძალას ქართულ ოცნებას, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ რომ დიდი ალბათობით მსგავსი დამამაცირებელი მოპყრობა, ნებისმიერ ჩვენთაგანის ოჯახს შეიძლება შეემთხვას. ამ წერილის გამოქვეყნება უდიდეს ფსიქოლოგიურ განცდებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მოქმედი ხელისუფლების მსგავსი ქმედება თუ უმოქმედობა ძნელია რეაქციის გარეშე დატოვო. ბოდიშს გიხდით ამ მძიმე ისტორიის გადმოცემისთვის, თუმცა ეს ჩვენი რეალობაა. „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები