1944 წელს, ფსიქოლოგებმა ფრიც ჰეიდერმა და მარი-ენ სიმელსმა, გადაიღეს ფილმი, რომელიც ერთ წუთსა და 33 წამს გრძელდება.
მათ ეს ფილმი, ბელგიელი ფსიქოლოგის ალბერტ მიშოტის მეთოდის მსგავსი განზრახული მიზეზშედეგობრიობის აღქმის სადემინსტრაციოდ გამოიყენეს. ეკრანზე ვხედავთ დიდ სამკუთხედს, პატარა სამკუთხედს და წრეს, რომლებიც რაღაც ფორმის გარშემო მოძრაობს; ეს ფორმა ღია კარის მქონე სახლის სქემატურ გამოსახულებას ჰგავს. მაყურებელი ხედავს, როგორ ჩაგრავს აგრესიული დიდი სამკუთხედი პატარას და შეშინებულ წრეს; შემდეგ ეს წრე და პატარა სამკუთხედი მჩაგვრელის დამარცხებას გაერთიანებული ძალებით ცდილობენ; მაყურებელი ხედავს თუ როგორ იბრძვიან ისინი ღია კარის სიახლოვეს და ბოლოს, ფეთქებად ფინალს. ნანახში ყველა განზრახვას და ემოციას აღიქვამს; რა თქმა უნდა ეს მხოლოდ გონებაში ხდება. თქვენი გონება მზადაა და ძალიან სურს სუბიექტების ამოცნობა, მათთვის ადამიანური თვისებებისა და კონკრეტული განზრახვების მიწერა და ინდივიდუალური მისწრაფებების გამოხატულებად მათი მოქმედებების აღმა. ეს კი ერთ რამეს ადასტურებს: ჩვენ დაბადებიდან მიდრეკილები ვართ იმისკენ, რომ ყველაფერი განზრახვას დავუკავშიროთ - მჩაგვრელისა და მსხვერპლს ერთ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებიც კი ცნობენ და ელიან, რომ მდევარი ყველაზე მოკლე გზას აირჩევს და დაეწევა იმას, რასაც კვალდაკვალ მისდევს. ჰეიდერის სამკუთხედები და წრეები რეალური პერსონაჟები არ არის - ამ სახით მათი წარმოდგენა უფრო იოლია და ბუნებრივია. ასე უფრო გასაგებია. ჰეიდერს არ უცდია იმაში ვინმეს დარწმუნება, რომ ის დიდი სამკუთხედი ყოყოჩი და მჩაგვრელი იყო.
ვიდეო რომელმაც ძირეულად შეცვალა მიზეზშედეგობრიობის რამდენიმესაუკუნოვანი აღქმა
განყოფილება: სტატიები / საინტერესო
გადასვლები: 267