ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გრიგოლეთის ბაზა — ფეხბურთის ფასი თუ ლანჩხუთის მომავლის ფასი?

გუშინ, 10:44

  „გურიას“ ქომაგები ერთს ამბობენ, საკრებულო — მეორეს. ხელისუფლებას ახლა არჩევანის გაკეთება უწევს: დაიცვას მუნიციპალიტეტის ქონება თუ არ დაკარგოს ინვესტორი, რომელმაც ლანჩხუთში ფეხბურთის დაბრუნების იმედი გააჩინა 

ლანჩხუთში ფეხბურთზე საუბარი ყოველთვის მხოლოდ ფეხბურთზე საუბარი არ ყოფილა. „გურია“ აქ სპორტულ კლუბზე გაცილებით მეტია — ეს არის ის იშვიათი რამ, რაც ათასობით ადამიანს ერთ ტრიბუნაზე აერთიანებს, ამიტომაც გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის მომავალი დღეს უკვე მხოლოდ ქონებრივი საკითხი აღარ არის. ეს არის გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს, რამდენად სერიოზულად უყურებს ლანჩხუთი საკუთარ საფეხბურთო მომავალს, ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი გუბერნატორის, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და „გურიას“ გულშემატკივრების შეხვედრა, მაგრამ  შეხვედრამ საკითხს მთავარი პასუხი ვერ გასცა.
 ვის უნდა დარჩეს პასუხისმგებლობა _ სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტს თუ ინვესტორს? საქმე ასეთია: „გურიას“ მფლობელი კომპანია, შპს „დიემჯი გრუპი“, რომლის 50 პროცენტიან წილს კახი ჟორდანია ფლობს, გრიგოლეთის ბაზის იჯარით მიღებას ითხოვს. საინვესტიციო გეგმა, როგორც შეხვედრაზე ითქვა, საკმაოდ სერიოზულია _ ორი საფეხბურთო მოედანი, მინიმუმ 400-ადგილიანი ტრიბუნა, საცხოვრებელი კორპუსი, ავტოსადგომი და სხვა ინფრასტრუქტურა. საუბარია მინიმუმ 5-მილიონიან ინვესტიციაზე, მაგრამ სწორედ აქ იწყება მთავარი პრობლემა. ბაზა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ინვესტორის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა კი ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაა, ამიტომ მუნიციპალიტეტს სთავაზობენ ქონების სამინისტროსთვის გადაცემას, რათა შემდეგ სწორედ სახელმწიფომ მოახდინოს მისი განკარგვა. ერთი შეხედვით _ მარტივი სქემაა, მაგრამ ლანჩხუთის საკრებულოში სხვაგვარად ფიქრობენ. მათი კითხვა მარტივია: თუ დღეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება სახელმწიფოს გადავეცით, ხვალ ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ 20 წლის შემდეგ ის ისევ ლანჩხუთის საკუთრებაში იქნება? და ეს უკვე ისეთი კითხვაა, რომელზეც მხოლოდ „სახელმწიფოს ვენდობით“ პასუხი საკმარისი არ უნდა იყოს. ქონება ქაღალდზე იცვლება, მაგრამ მისი დაბრუნების გარანტია რა იქნება? რა მოხდება, თუ ინვესტორმა რამდენიმე წელიწადში პროექტი შეწყვიტა? რა მოხდება, თუ კომპანია ფინანსურ პრობლემებში აღმოჩნდა? რა ბედი ეწევა გრიგოლეთის ბაზას? და ყველაზე მნიშვნელოვანი: რა ბედი ეწევა „გურიას“? საკრებულოს წევრების ნაწილი სწორედ აქ ხედავს ყველაზე დიდ საფრთხეს. მათი აზრით, გრიგოლეთის ბაზის გარეშე „გურია“ გაცილებით ნაკლებად მიმზიდველი ხდება ინვესტორისთვის, მაგრამ გულშემატკივრების არგუმენტიც არანაკლებ მძიმეა: ბაზა 2013 წელს მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. მასზე თითქმის მილიონი ლარი დაიხარჯა და დღესაც სავალალო მდგომარეობაშია. თუ ამდენი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა მისი რეალური განვითარება ვერ შეძლო, მაშინ რა არის უფრო დიდი რისკი _ სახელმწიფოსთვის გადაცემა თუ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მისი ხელუხლებლად დატოვება? ეს არის სწორედ ის უხერხული კითხვა, რომელსაც დღეს ხელისუფლება ვერ გაექცევა. გულშემატკივარს აინტერესებს არა ის, ვის ეკუთვნის ქაღალდზე ბაზა, არამედ იქნება თუ არა იქ ხვალ საფეხბურთო მოედანი, ბავშვების საწვრთნელი სივრცე და კლუბი, რომელსაც მომავალი ექნება, ამიტომაც მათი პოზიცია ასეთია: თუ მუნიციპალიტეტს რეალური საინვესტიციო გეგმა აქვს და შეუძლია იგივე პირობებით ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმება _ გააკეთოს, მაგრამ თუ ეს მხოლოდ სიტყვიერი დაპირებაა, მაშინ „გურიას“ მომავლის რისკის ქვეშ დაყენება გაცილებით მძიმე გადაწყვეტილება იქნება. მით უმეტეს, რომ ჟორდანიების ოჯახთან დაკავშირებით თავად შეხვედრაზე არაერთხელ ითქვა _ ინვესტორის მიმართ კეთილგანწყობა არსებობს და თანამშრომლობის სურვილიც ყველას აქვს. მაშინ რა გვიშლის ხელს? შესაძლოა, მთავარი პრობლემა არა ინვესტორში, არამედ ფორმაშია. თუ ორივე მხარე თანახმაა თანამშრომლობაზე, რატომ ვერ უნდა მომზადდეს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც ერთდროულად დაიცავს ლანჩხუთის ქონებასაც და ინვესტორის ინტერესებსაც? თუ მუნიციპალიტეტს შეუძლია ინვესტორს იგივე პირობები შესთავაზოს, მაშინ ეს წინადადება კონკრეტულ ციფრებად, ვალდებულებებად, ვადებად და სანქციებად უნდა გადაიქცეს. არასაკმარისია თქმა — „ჩვენ უკეთეს პირობებს შევთავაზებთ“. რა პირობებს? რამდენი იქნება იჯარა? რამდენს დახარჯავს ინვესტორი? რა ვადაში უნდა დაიწყოს მშენებლობა? რა ვადაში უნდა დასრულდეს? რა მოხდება ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში? ვინ აკონტროლებს ინვესტიციას? რა ბედი ეწევა ქონებას პროექტის შეწყვეტის შემთხვევაში? და ბოლოს — როგორ იქნება დაცული თავად „გურია“? სწორედ ეს კითხვები უნდა იყოს გადაწყვეტილების საფუძველი და არა პოლიტიკური სიმპათიები, პირადი ნდობა ან შიში. მით უფრო, რომ დრო არ ითმენს. „გურიას“  ინვესტორი სჭირდება არა ხვალ, არამედ ახლა. კლუბს სჭირდება ბაზა, ინფრასტრუქტურა, ფინანსური სტაბილურობა და ისეთი გარემო, სადაც ფეხბურთელი და მწვრთნელი მომავალს დაინახავენ. ინვესტორს კი, ბუნებრივია, სჭირდება კონკრეტული პირობები და გარანტიები, ამიტომ 8 ოქტომბრის საკრებულოს სხდომა შეიძლება რიგითი სხდომა სულაც არ აღმოჩნდეს. ეს შეიძლება იყოს ის მომენტი, როცა ლანჩხუთმა უნდა გადაწყვიტოს: ქონებას ვიცავთ თუ მხოლოდ საკუთრების ფორმას? თუ ბაზას მუნიციპალიტეტში ვტოვებთ, მაშინ უნდა დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია მისი მართვა და ინვესტორისთვის ისეთი პირობების შეთავაზება, რომელიც მას ლანჩხუთში გრიგოლეთის ბაზა — ფეხბურთის ფასი თუ ლანჩხუთის მომავლის ფასი?
 „გურიას“ ქომაგები ერთს ამბობენ, საკრებულო — მეორეს. ხელისუფლებას ახლა არჩევანის გაკეთება უწევს: დაიცვას მუნიციპალიტეტის ქონება თუ არ დაკარგოს ინვესტორი, რომელმაც ლანჩხუთში ფეხბურთის დაბრუნების იმედი გააჩინა 

ლანჩხუთში ფეხბურთზე საუბარი ყოველთვის მხოლოდ ფეხბურთზე საუბარი არ ყოფილა. „გურია“ აქ სპორტულ კლუბზე გაცილებით მეტია — ეს არის ის იშვიათი რამ, რაც ათასობით ადამიანს ერთ ტრიბუნაზე აერთიანებს, ამიტომაც გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის მომავალი დღეს უკვე მხოლოდ ქონებრივი საკითხი აღარ არის. ეს არის გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს, რამდენად სერიოზულად უყურებს ლანჩხუთი საკუთარ საფეხბურთო მომავალს, ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი გუბერნატორის, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და „გურიას“ გულშემატკივრების შეხვედრა, მაგრამ  შეხვედრამ საკითხს მთავარი პასუხი ვერ გასცა.
 ვის უნდა დარჩეს პასუხისმგებლობა _ სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტს თუ ინვესტორს? 
საქმე ასეთია: „გურიას“ მფლობელი კომპანია, შპს „დიემჯი გრუპი“, რომლის 50 პროცენტიან წილს კახი ჟორდანია ფლობს, გრიგოლეთის ბაზის იჯარით მიღებას ითხოვს. საინვესტიციო გეგმა, როგორც შეხვედრაზე ითქვა, საკმაოდ სერიოზულია _ ორი საფეხბურთო მოედანი, მინიმუმ 400-ადგილიანი ტრიბუნა, საცხოვრებელი კორპუსი, ავტოსადგომი და სხვა ინფრასტრუქტურა. საუბარია მინიმუმ 5-მილიონიან ინვესტიციაზე, მაგრამ სწორედ აქ იწყება მთავარი პრობლემა. ბაზა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ინვესტორის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა კი ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაა, ამიტომ მუნიციპალიტეტს სთავაზობენ ქონების სამინისტროსთვის გადაცემას, რათა შემდეგ სწორედ სახელმწიფომ მოახდინოს მისი განკარგვა. ერთი შეხედვით _ მარტივი სქემაა, მაგრამ ლანჩხუთის საკრებულოში სხვაგვარად ფიქრობენ. მათი კითხვა მარტივია: თუ დღეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება სახელმწიფოს გადავეცით, ხვალ ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ 20 წლის შემდეგ ის ისევ ლანჩხუთის საკუთრებაში იქნება? და ეს უკვე ისეთი კითხვაა, რომელზეც მხოლოდ „სახელმწიფოს ვენდობით“ პასუხი საკმარისი არ უნდა იყოს. ქონება ქაღალდზე იცვლება, მაგრამ მისი დაბრუნების გარანტია რა იქნება? რა მოხდება, თუ ინვესტორმა რამდენიმე წელიწადში პროექტი შეწყვიტა? რა მოხდება, თუ კომპანია ფინანსურ პრობლემებში აღმოჩნდა? რა ბედი ეწევა გრიგოლეთის ბაზას? და ყველაზე მნიშვნელოვანი: რა ბედი ეწევა „გურიას“? საკრებულოს წევრების ნაწილი სწორედ აქ ხედავს ყველაზე დიდ საფრთხეს. მათი აზრით, გრიგოლეთის ბაზის გარეშე „გურია“ გაცილებით ნაკლებად მიმზიდველი ხდება ინვესტორისთვის, მაგრამ გულშემატკივრების არგუმენტიც არანაკლებ მძიმეა: ბაზა 2013 წელს მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. მასზე თითქმის მილიონი ლარი დაიხარჯა და დღესაც სავალალო მდგომარეობაშია. თუ ამდენი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა მისი რეალური განვითარება ვერ შეძლო, მაშინ რა არის უფრო დიდი რისკი _ სახელმწიფოსთვის გადაცემა თუ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მისი ხელუხლებლად დატოვება? ეს არის სწორედ ის უხერხული კითხვა, რომელსაც დღეს ხელისუფლება ვერ გაექცევა. გულშემატკივარს აინტერესებს არა ის, ვის ეკუთვნის ქაღალდზე ბაზა, არამედ იქნება თუ არა იქ ხვალ საფეხბურთო მოედანი, ბავშვების საწვრთნელი სივრცე და კლუბი, რომელსაც მომავალი ექნება, ამიტომაც მათი პოზიცია ასეთია: თუ მუნიციპალიტეტს რეალური საინვესტიციო გეგმა აქვს და შეუძლია იგივე პირობებით ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმება _ გააკეთოს, მაგრამ თუ ეს მხოლოდ სიტყვიერი დაპირებაა, მაშინ „გურიას“ მომავლის რისკის ქვეშ დაყენება გაცილებით მძიმე გადაწყვეტილება იქნება. მით უმეტეს, რომ ჟორდანიების ოჯახთან დაკავშირებით თავად შეხვედრაზე არაერთხელ ითქვა _ ინვესტორის მიმართ კეთილგანწყობა არსებობს და თანამშრომლობის სურვილიც ყველას აქვს. მაშინ რა გვიშლის ხელს? შესაძლოა, მთავარი პრობლემა არა ინვესტორში, არამედ ფორმაშია. თუ ორივე მხარე თანახმაა თანამშრომლობაზე, რატომ ვერ უნდა მომზადდეს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც ერთდროულად დაიცავს ლანჩხუთის ქონებასაც და ინვესტორის ინტერესებსაც? თუ მუნიციპალიტეტს შეუძლია ინვესტორს იგივე პირობები შესთავაზოს, მაშინ ეს წინადადება კონკრეტულ ციფრებად, ვალდებულებებად, ვადებად და სანქციებად უნდა გადაიქცეს. არასაკმარისია თქმა — „ჩვენ უკეთეს პირობებს შევთავაზებთ“. რა პირობებს? რამდენი იქნება იჯარა? რამდენს დახარჯავს ინვესტორი? რა ვადაში უნდა დაიწყოს მშენებლობა? რა ვადაში უნდა დასრულდეს? რა მოხდება ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში? ვინ აკონტროლებს ინვესტიციას? რა ბედი ეწევა ქონებას პროექტის შეწყვეტის შემთხვევაში? და ბოლოს — როგორ იქნება დაცული თავად „გურია“? სწორედ ეს კითხვები უნდა იყოს გადაწყვეტილების საფუძველი და არა პოლიტიკური სიმპათიები, პირადი ნდობა ან შიში. მით უფრო, რომ დრო არ ითმენს. „გურიას“  ინვესტორი სჭირდება არა ხვალ, არამედ ახლა. კლუბს სჭირდება ბაზა, ინფრასტრუქტურა, ფინანსური სტაბილურობა და ისეთი გარემო, სადაც ფეხბურთელი და მწვრთნელი მომავალს დაინახავენ. ინვესტორს კი, ბუნებრივია, სჭირდება კონკრეტული პირობები და გარანტიები, ამიტომ 8 ოქტომბრის საკრებულოს სხდომა შეიძლება რიგითი სხდომა სულაც არ აღმოჩნდეს. ეს შეიძლება იყოს ის მომენტი, როცა ლანჩხუთმა უნდა გადაწყვიტოს: ქონებას ვიცავთ თუ მხოლოდ საკუთრების ფორმას? თუ ბაზას მუნიციპალიტეტში ვტოვებთ, მაშინ უნდა დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია მისი მართვა და ინვესტორისთვის ისეთი პირობების შეთავაზება, რომელიც მას ლანჩხუთში დარჩენის მოტივაციას შეუნარჩუნებს. თუ სახელმწიფოს გადავცემთ, მაშინ უნდა მოვითხოვოთ მკაფიო სამართლებრივი გარანტიები _ რა ბედი ეწევა ქონებას 20 წლის შემდეგ, რა ხდება იჯარის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში და როგორ იქნება დაცული მუნიციპალიტეტის ინტერესები. ერთი რამ კი უკვე ცხადია: ლანჩხუთს კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობის ფუფუნება აღარ აქვს. გრიგოლეთის ბაზა წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა. ახლა პირველად გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც იქ მილიონობით ლარის ჩადებას და ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს. თუ ამ შესაძლებლობასაც დავკარგავთ, შემდეგ კითხვას ვეღარავის დავუსვამთ. ვერ ვიტყვით, რომ ინვესტორი არ იყო. ვერ ვიტყვით, რომ ფული არ არსებობდა. ვერ ვიტყვით, რომ ფეხბურთის დაბრუნების სურვილი არ არსებობდა. მაშინ მხოლოდ ერთი პასუხი დაგვრჩება: ვერ შევთანხმდით, ვის ხელში უნდა ყოფილიყო გასაღები და ლანჩხუთისთვის ეს ყველაზე ცუდი პასუხი იქნება, რადგან გრიგოლეთის ბაზის საკითხი საბოლოოდ არც ქონების და არც იჯარის საკითხია. ეს არის არჩევანი _ გვინდა თუ არა, რომ „გურია“ ისევ მხოლოდ წარსულის მოგონება იყოს, თუ მზად ვართ, მას მომავალი რეალურად 
დარჩენის მოტივაციას შეუნარჩუნებს. თუ სახელმწიფოს გადავცემთ, მაშინ უნდა მოვითხოვოთ მკაფიო სამართლებრივი გარანტიები _ რა ბედი ეწევა ქონებას 20 წლის შემდეგ, რა ხდება იჯარის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში და როგორ იქნება დაცული მუნიციპალიტეტის ინტერესები. ერთი რამ კი უკვე ცხადია: ლანჩხუთს კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობის ფუფუნება აღარ აქვს. გრიგოლეთის ბაზა წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა. ახლა პირველად გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც იქ მილიონობით ლარის ჩადებას და ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს. თუ ამ შესაძლებლობასაც დავკარგავთ, შემდეგ კითხვას ვეღარავის დავუსვამთ. ვერ ვიტყვით, რომ ინვესტორი არ იყო. ვერ ვიტყვით, რომ ფული არ არსებობდა. ვერ ვიტყვით, რომ ფეხბურთის დაბრუნების სურვილი არ არსებობდა. მაშინ მხოლოდ ერთი პასუხი დაგვრჩება: ვერ შევთანხმდით, ვის ხელში უნდა ყოფილიყო გასაღები და ლანჩხუთისთვის ეს ყველაზე ცუდი პასუხი იქნება, რადგან გრიგოლეთის ბაზის საკითხი საბოლოოდ არც ქონების და არც იჯარის საკითხია. ეს არის არჩევანი _ გვინდა თუ არა, რომ „გურია“ ისევ მხოლოდ წარსულის მოგონება იყოს, თუ მზად ვართ, მას მომავალი რეალურად შევუქმნათ.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 63
FACEBOOK კომენტარები