ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ,,გურიას“ ბაზის რეაბილიტაციისთის, სადაც ფეხბურთელებს ერთი დღეც კი არ უცხოვრიათ. რა ხდება დღეს?

გუშინ, 14:22

 ბოლო პერიოდში, რაც ლანჩხუთელ მოქალაქეებს ახარებთ, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ,,გურიას" წარმატებები და მომავლის ხედვაა. აღნიშნული გარემოება უდიდესი ფეხბურთელის, ლანჩხუთის ,,გურიის~ ლეგენდის, მერაბ ჟორდანიას და მისი შვილის, კახი ჟორდანიას დამსახურებაა, რომლებმაც გუნდი 2025 წლის ბოლოს ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ლიგიდან მესამე ლიგაში გადმოსვლისთანავე ჩაიბარეს, რითაც ლანჩხუთელი ქომაგების გული ძალიან გაახარეს, ვინაიდან გაჩნდა რწმენა მომავლის და პერსპექტივის. 
  ,,გურიამ“ დაიწყო წარმატებები. ამავე წელს ვიზეიმებთ ეროვნულ ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობის უფლების მოპოვებას. ბუნებრივია,  ლანჩხუთის მოსახლეობამ აღნიშნული წარმატება სრულად ჟორდანიების ოჯახს დაუკავშირა და სამართლიანადაც, რაც, სავარაუდოდ, უსიამოვნო აღმოჩნდა ადგილობრივ ხელისუფალთათვის. დაიწყეს, სტანდარტულად, როგორც ჩვევიათ ხოლმე უნიჭოდ ჟორდანიების ოჯახის გაშავება. გრიგოლეთში მდებარე საფეხბურთო ბაზა რამოდენიმე მილიონი ღირს და ჟორდანიას უფასოდ უნდა დაუფლებაო. ვფიქრობ, ეს ნარატივი ტესტია თუ რა რეაქცია მოყვება ამ ლეგენდას, თორემ სრულად ლანჩხუთის მოსახლეობამ, მით უფრო ფეხბურთთან დაკავშირებულმა პირებმა შესანიშნავად იციან ჟორდანიების ოჯახის ფინანსური შესაძლებლობა. იციან, რომ მათი მოტივაცია გრიგოლეთის ბაზის ხელში ჩაგდება და გამდიდრება კი არა, პირიქით ინფრასტრუქტურული განვითარება, უამრავი ადამიანის დასაქმება და გრძელვადიან პერსპექტივაში უდიდესი საქმის კეთებაა, როგორც ლანჩხუთისთვის ისე სრულიად ქართული ფეხბურთისთვის. რაც შეეხება გრიგოლეთის ბაზას, იგი 2012 წლამდე ირიცხებოდა  ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზე, 2013 წლის დასაწყისში გადმოეცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით. ამ პერიოდისათვის, მოგეხსენებათ, დღევანდელი ხელისუფლება მართავდა ქვეყანას. იმავე პერიოდში გრიგოლეთის ბაზა იქნა გაძარცვული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაზედაც 2013-2014 წლებში მათ მიერვე შედგენილი აუდიტორიული დასკვნა არსებობს, (თუმცა იმ დასკვნას არანაერი სამართლებრივი რეაგირება არ მოყოლია), სარიშვილის მერობის პერიოდში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ბაზის რეაბილიტაციისთის (ყოველ შემთხვევაში დოკუმენტალურად ასეა დაფიქსირებული), სადაც ლანჩხუთის ,,გურიას~ ფეხბურთელებს ერთი დღეც კი არ უცხოვრიათ. ამ მომენტისათვის კატასტროფული მდგომარეობაა, ეკალ-ბარდებშია ჩაფლული ბაზა, ქვეწარმავლების ბუდედაა ქცეული იქაურობა და შეუძლებელია იმ ტერიტორიაზე ფეხბურთელების ვარჯიში, კვება-ცხოვრება. დღევანდელი ადგილობრივი მთავრობის ხელში გუნდი უმაღლესი ლიგიდან მეოთხე ლიგაში დაქვეითდა, უამრავი ,,გადაგდებული" ფეხბურთელი, მოუვლელი სტადიონი, ძლივს ჩამოყალიბებული საფეხბურთო აკადემია გაუქმებული, 600 000  (ექვსასი ათასი) ლარზე მეტი დავალიანება ლანჩხუთის ,,გურიაში~... და ამ დროს ლანჩხუთის ,,გურიას~ სიყვარულით მოვიდნენ მერაბ და კახი ჟორდანიები, რომელთა მოტივაცია მხოლოდ უდიდესი საქმის კეთება, ბაზის რეაბილიტაცია, კლუბის განვითარება, სწორი გამართული მენეჯმენტი და გურული გულშემატკივრის გახარებაა. ხელისუფლება ნაცვლად იმისა,   ეკონომიკის სამინისტროს, ქონების მართვის სააგენტოს უმტკიცებდს, რომ გონივრულია ბაზის და კლუბის გადაცემა ჟორდანიებისთვის, ცდილობენ გააშავონ ისინი, რაც, დიდი იმედი მაქვს, არ გამოუვათ. აქვე მინდა შევახსენო, 2016-2017 წლის სეზონის ბოლოს გულშემატკივარს კარგად ახსოვს ტრაგიკული ისტორია ჩვენი თანამემამულის საფეხბურთო არბიტრის ილია ტუღუშის (ბათურა) საეჭვო გარდაცვალების ფაქტი, საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაცია ქონდა მინიჭებული, მიუხედავად ხსენებულ საქმეზე არსებული უდიდესი საზოგადოებრივი ინტერესისა დღემდე არაა დეტალები ცნობილი, არადა დღევანდელმა მერმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, ილო ჩემი მეგობარი იყო, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ჩემი ღირსების საქმეა და საზოგადოებასაც ყველა კითხვაზე ექნება პასუხიო.  ილო ტუღუშის საქმეზე ჯერჯერობით ბუნდოვანებაა, მაგრამ საბოლოოდ შეიცვლება ხელისუფლება და ამ საქმეზე მოეკითხებათ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხები. 
  მოვუწოდებ ხელისუფალთ _ ხელები შორს კლუბ ლანჩხუთის ,,გურიასგან!"
 ამ ხელისუფალთ მორალური უფლებაც კი არ აქვთ მატჩებს ესწრებოდნენ, იმდენად დააზიანეს კლუბი თავიანთი  მმართველობის პერიოდში. თუ კარგს არ აკეთებთ, ცუდსაც ნუ იზამთ.  იცით ოდესმე მოგეკითხებათ!
                                        რამაზი გვარჯალაძე, ,,გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 76
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა