ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`გურიამ~ მეოთხეადგილოსან `სიონსა~ და მსაჯებს ბოლნისში ქულა აართვა

`გურიამ~ მეოთხეადგილოსან `სიონსა~ და მსაჯებს ბოლნისში ქულა აართვა
22-02-2016, 00:00

შეხვედრაში მონაწილობა რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ, მათ შორის ახალწვეულმა, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მიიღო (აქედან ორმა - დმიტრო ზოზულიამ და ირაკლი კვეკვესკირმა დისკვალიფიკაციის გამო). ამის მიუხედავად, ჩვენებურებმა ძლიერ მეტოქესთან გასვლაზე ფრედ ითამაშეს. ანგარიში `სიონმა~ 33-ე წუთზე საეჭვო ვითარებაში დანიშნული, თითქმის გამოგონილი პენალტით გახსნა, ევგენი მოროზენკომ კი 4 წუთში გაქვითა. 24 წლის შუახაზელი კიევის `დინამოს~ აღზრდილია, `გურიას~ ზამთრის შესვენებაზე შეუერთდა და ახალ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ბოლნისში, სადაც `გურიასა~ და საქართველოში თავისი საგოლე ანგარიშიც გახსნა.გურია: პოლტავცევი, გელაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, ნუნიეზი, კილაძე, ბენეტაივინი, მოროზენკო, გამყრელიძე, ალავერდაშვილი, ჟუნიორი (60. ტობოევი); სათადარიგოები: იმერლიშვილი, დ. ბახია, ლაბაძე, რ. წილოსანი; მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვიპ.ს. მორიგ შეხვედრას `გურია~ სამშაბათს, 23 თებერვალს, 14:00 საათზე, საკუთარ მოედანზე ქობულეთის `შუქურასთან~ გამართავს.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები