,,თუ ვინმე გიყვარს, ადამიანი ხარ, თუ ვინმეს უყვარხარ _ ღმერთი."
ჰოდა, ჩემთვის მეტად საყვარელ ადამიანებს, ლანჩხუთის ,,გურიის" ლეგენდარულ ფეხბურთელებს, კაპიტანს, თემურ ჩხაიძეს და თავგანწირულ მეკარეს, გიგლა იმნაძეს პატივისცემით ვულოცავ ლანჩხუთის ,,გურიის" დაარსების ასი წლისთავს. თქვენ ხომ ღირსეული კვალი დატოვეთ ლანჩხუთის ფეხბუთის ისტორიაში და ყველა კეთილი ნების ადამიანის ფორმისა და შინაარსის ჰარმონია ხართ. ვფიქრობ, დღევანდელი ფეხბურთელები წარმატებით ივლიან თქვენს მიერ გაკვალულ გზაზე, რომლებიც ფინანსების უქონლობის შედეგად ,,უთაო მხედრებად" ქცეულები არიან, მაგრამ რაც მეტია დაწოლა, მეტია წინააღმდეგობების პრინციპით მუხლჩაუხრელი შეუპოვრობით და ბრძოლის ჟინით შეპყრობილები.
მჯერა, ადგილობრივი ხელისგულების გულისხმიერებით და გვერდით დგომით, დადგება დრო, როცა ლანჩხუთში კვლავ დაიქუხებს 1986 წელი.
ია კვასხვაძე
თემურ ჩხაიძეს და გიგლა იმნაძეს!
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 593