საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა თურქულ სარიგერმეში, მსოფლიოს სერიის პირველ ტურნირში: ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა გუნდმა სამივე სინჯის თითო მედალი ანუ ჯამში 3 ჯილდო მოიპოვა. ჩემპიონი ნიკა კენჭაძე გახდა 80 კილოგრამში, ლევან ქელეხსაშვილმა (70) მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო ბრინჯაო მამუკა კორძაიამ (+90) მოიპოვა.
როგორც გითხარით, ეს იყო მსოფლიოს სერიის პირველი ტურნირი. მეორე ანალოგიურ შეჯიბრებას 18-19 ივნისს ესპანური სანხენხო უმასპინძლებს, მესამეს 1-2 ივლისს ფრანგული ნიცა, ხოლო მეოთხე ეტაპი ბერძნულ კატერინში 9-10 ივლისს გაიმართება. ფინალი შარშანდელის მსგავსად ამჯერადაც შავი ზღვისპირეთში ჩატარდება - მას 3-4 სექტემბერს რუმინულ კონსტანტა უმასპინძლებს.
მსოფლიო თასის სერია ქართველებმა სამი მედლით გახსნეს

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 508