ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გაზეთ ,,ჰო და არას~ რედაქციას! ქალბატონ ნონა გიგინეიშვილს! გაგვიჩინეთ სურვილი არჩევნებზე მისვლის: უმუშევრებს, ნახევრად მშივრებს, მოტყუებულებს, სიმართლის მაძიებლებს!

28-08-2017, 00:00

ჩვენ დავუფიქსირეთ მათ ჩვენი აზრი, რომ ეს იყო საშვილიშვილო მნიშვნელობის. ისინი ამ საკითხს ვერ მოაგვარებდნენ თავისი ძალით და ვთხოვეთ ეთამაშათ შუამავლის როლი რაიონის ხელძღვანელობასთან. რამდენიე დღის შემდეგ სოფლის კლუბში ბატონი ნუგზარ ცინცაძე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, შეგვხვდა. მან ილაპარაკა გზის მშენებლობის მნიშვნელობაზე, რომელიც ჩვენ სხვაზე ნაკლებად არ ვიცოდით და არც ერთი სიტყვა არ თქმულა საძოვრის მნიშვნელობაზე. ამ შეკრებას ესწრებოდა ის 14 კაცი, ვისაც შეპირდნენ სამუშაოს და მხოლოდ მაყურებლის როლში იყვნენ. შეხვედრა, შემდეგ მოინათლა სოფლის მეორე საერთო კრებად. ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ მოგმართეთ თქვენ. ჩვენი წერილი გამოქვეყნდა 6 აგვისტოს ნომერში, რომელზედაც რაიონის ხელმძღვანელობას არავითარი რეაგირება არ გაუკეთებია. 20 აგვისტოს ნომერში კი გამოქვეყნდა სოფლის დეპუტატის, ბატონ მახათაძისა და სოფლის რწმუნებულის, ბატონ ბურძგლას წერილი, რომელშიც წერდნენ, რომ ვიღაცა ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მაშინ როცა ორივემ კარგად იცოდა, რომ წერილი ხელმოწერებით, რედაქციაში მე მივიტანე. მკითხველმა განსაჯოს, მე, 83 წლის კაცს რაში მჭირდება ხალხის შეცდომაში შეყვანა. მათ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. თანმდებობაზე მე ვერ გამოვდგები და არც ის კაცი ვარ, ვინც სხვისი ბრძანებით დაკრულ მუსიკაზე იცეკვებს.ქალბატონო ნონა, გთხოვთ სწორად გამიგოთ, ჩემთვის არავის უბრძანებია. როცა ჩვენს ქვეყანას ძალიან უჭირდა ჩემს უფროს შვილთან ერთად ხელში იარაღი ავიღე და ქ.ფოთის სწრაფი რეაგირების ბატალიონის მებრძოლებთან ერთად დავდექი იქ, სადაც უნდა მდგარიყო ყველა ქართველი. მოვიხადე ჩემი ვალი, იმ დროს 61 წლის კაცმა. დავბრუნდი დამარცხებული, მაგრამ ვალმოხილი საკუთარი სინდისის წინაშე და იმ ტვირთმოხსნილი, რომელიც კისერზე მაწვა, როცა იცი რომ ახალგაზრდები თავის სიცოცხლეს წირავენ. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ არ ვიჯექი თბილ ოთახში და განსხვავებული სასმისით არ ვსვამდი საქართველოს სადღეგრძელოს.83 წლის მანძილზე ჭირი მეტი შემხვდა, ვიდრე ლხინი. განსაკუთრებით ბოლო 20 წელიწადში, მაგრამ არც ერთი სიტყვა დახმარებაზე დამცდენია ან რაიმე პრეტენზია არ გამომითქვამს არც ადგილობრივი და არც რაიონის ხელმძღვანელობის მიმართ და ახლა, როცა ჩემი სოფლის და პირადად ჩემი ოჯახის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება, ცოტა ხმამაღლა ნათქვამი თუ გამომივიდა ჩემი უმცროსი მეგობრების წინაშე, რატომ არიან ნაწყენი?!ჩვენ გვაბრალებენ თითქოს წინააღმდეგი ვიყოთ გაზის გაყვანისა და გზის მშენებლობის, რაც სიმართლე არ არის. ჩვენ იმის თქმა გვინდოდა, რომ ძველი მილების ამოყრამ და ახალი, უფრო დიდი დიამეტრის მილების ჩაწყობამ, გზის მშენებლობამ საძოვრის 60% წაიღო და კიდევ დამატებით ითხოვდნენ 14 ჰა-ს, როცა დარჩენილი იყო 10 ჰექტარი. ჩვენგან წინააღმდეგობის შემდეგ, ისინი თანახმა იყვნენ 4 ჰა წაეღოთ, რომელიც თითქოს არ იყო საძოვრის ნაწილი, რაც არ არის მართალი. სინამდვილეში, ის 4 ჰა. არის საძოვარი, გამოყოფილი კოლმეურნეობის გამგეობის მიერ და დამტკიცებულია სოფლის საერთო კრების მიერ, რომელიც შეიძლება სიტყვიერადაც დაამტკიცოს მაშინდელმა კოლმეურნეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ლიანა დობორჯგინიძემ.ხალხში აკრეფილი ფულით შევისყიდეთ მავთულ-ბადე და 25 წელია შემოვღობეთ საძოვარი. არც ის არის მართალი, როცა წერენ ბატონები მახათაძე და ბურძგლა, რომ გზა გაივლის საძოვართან ახლოსო, როცა იქ არსებობს, მხოლოდ საძოვარი და მჭიდრო დასახლებული მოსახლეობის საკუთარი ეზო.თუ ვინმე დამარწმუნებს იმაში, რომ 5 მეტრის სიფართის ჭიშკარში, რომელთანაც თავს იყრის მოსახლეობის 300 სული საქონელი, უნდა გავიდეს მთელი სოფლის სიმინდი, ჩალა, თივა, შეშა და ამ ჭიშკარში გაივლის 75 ტ. სიმინდი, მაშინ და ეს ბედნიერება იქნება ჩვენი სოფლის მოსახლეობისათვის და მე, თქვენი გაზეთის მეშვეობით ბოდიშს მოვუხდი ყველას. მანამდე კი ვურჩევ მათ მიბაძონ სოფელ ჩოჩხათისა და სოფელ გულიანის დეპუტატსა და რწმუნებულს, რომლებიც ხალხს დაუდგნენ გვერდში და დანგრევისგან იხსნეს ნანატრი 8 კმ. ასვალტირებული გზა.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარეს, ბატონ უშუშაძეს და ბატონ ხელაძეს, კიდევ ერთხელ ვთხოვ, გამონახონ 15 წუთი დრო ჩვენთვის. ადგილზე მოსვლის შემდეგ, ჩვენ ავუხსნით ჩვენი გაჭირვების მიზეზს. იქნებ მოგვარდეს საქმე, ყოველგვარი მშენებლობა სოფლის საძოვარზე არის დიდი შეცდომა და დაშაული. ჩვენ კანონიერ მოთხოვნას დანაშაულში ნუ გადაგვაზრდევინებთ. ვიცი მოახლოებული არჩევნების გამო დრო არ გაქვთ, მაგრამ თქვენთან შეხვედრის შემდეგ შეიძლება ჩვენ გაგვიჩნდეს სურვილი არჩევნებზე მისვლის, უმუშევრებს ნახევრად მშივრებს, მოტყუებულებს, სიმართლის მაძიებლებს.გურამ მგელაძესოფელი ჯურუყვეთი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა