დღეს ვისაუბრებთ რელიგიაზე, რომელიც სახარების ყველა მუხლში თავგანწირულ სიყვარულს ქადაგებს. მსოფლიოში ბევრი რელიგია არსებობს, მაგრამ ჩვენ ვისაუბრებთ ორ ძირითად რელიგიაზე, ისლამზე და ქრისტიანობაზე. განვიხილოთ, რა ახასიათებს თითოეულ მრწამსს და რას ქადაგებენ ისინი. ამ განხილვით მინდა დაგანახოთ ქრისტიანობის სწორი დამოკიდებულება პიროვნების მიმართ. დავიწყოთ ისლამური სწავლებით, სანამ შინაარის განხილვას დავიწყებთ, მანამდე გაგაცნობთ მისი წარმოშობის მოკლე ისტორიას, ისლამის პირველი აღმოცენების ადგილი იყო არაბეთის ნახევარკუნძული, მისი შექმნილი და წმინდა წიგნის შემადგენელი იყო ერთი არაბი ჭაბუკი მუჰამედი, რომელსაც დედ-მამა ადრე გარდაეცვალა და მას ძირითადად მისი ბიძა ზრდიდა, მუჰამედის ბიძა იყო არაბი სახელგანთქმული ვაჭარი და ხშირად უწევდა მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში სავაჭროდ. მუჰამედი რომ წამოიზარდა, ბიძას გვერდში დაუდგა, ეხმარებდოა სავაჭრო საქმიანობაში და ისიც დაჰყვებოდა. სხვადასხვა ქვეყნებში, ის ძალიან მშრომელი, ჭკვიანი და ინტერესიანი ბავშვი იყო, მაგრამ ძირითადად მისი ინტერესი მიმართული იყო რელიგიების შესწავლისაკენ, მან შეისწავლა სიღრმისეულად თითქმის ყველა რელიგია და ნახა, რომ არსებობდა ხალხი, რომელიც ერთ ღმერთს ეთაყვანებოდნენ, როგორც სამყაროს შემოქმედს. (მაშინ არაბები წარმართები იყვნენ და უცხო იყო მათთვის ერთი ღმერთის თაყვანისცემა). მუჰამედი, როდესაც სირიაში იყო სავაჭროდ, ის შეხვდა ერთ ქრისტიან ბერს, რომელმაც ბევრი ესაუბრა ერთი ღმერთის თაყვანისცემის შესახებ და უფრო გაუღრმავა ინტერესი რელიგიების შესწავლის. წასვლისას უთხრა, რომ შენ დიდი წინასწარმეტყველი იქნებიო. გადმოცემის თანახმად მუჰამედს ალაჰი გამოეცხადა და უთხრა, რომ შენ ჩემი მოციქული იქნებიო, დააწერინა მუსლიმთა წმინდა წიგნი ყურანი და უთხრა, რომ ეს ხალხში ექადაგა. რაც შეეხება ყურანისეულ სწავლებას: ყურანი მუსლიმანთა თქმით უშუალოდ ალაჰის სიტყვას წარმოადგენს. ყურანი ძირითადად ქადაგებს და მკვეთრად წარმოაჩენს იმას, რომ ადამიანი უნდა იყოს ალაჰის თავგანწირული მორჩილი სულით ხორცამდე.
ყურანის მოძღვრება ძალიან მკაცრია და ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ: ,,ადამიანი შევქმენით ტანჯვისთვის~. ,,ადამიანი შევქმენით, რომ მე (ანუ ალაჰს) მემონონ".
ასეთი დამოკიდებულებები ჩანს ადამიანის მიმართ, რაც ქრისტიანობისთვის უცხოა. პირიქით ქრისტე ხომ ყოველთვის სიყვარულის მქადაგებელია და თვითონ ქრისტე სიყვარული არს.
ახლა ვთქვათ ორიოდე სიტყვა ქრისტეს მოძღვრების შესახებ, განვმარტოთ მისი შინაარსი და მთავარი იდეა ამ სარწმუნოებისა, რისიც ჩვენს გვწამს, ერთადერთი იმედია ჩვენთვის, მყარი პირობა ჩვენი სულის გადარჩენისა და უკვდავებისა. ქრისტეს იდეები და ქადაგებანი მთლიანად მოყვასისა და პიროვნების სიყვარულზეა დაფუძნებელი, მაგრამ ჩვენ ქრისტემ ერთი უნიკალური მცნება დაგვიტოვა, რომლის შესრულება ურთულესია: ,,გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა თავი თვისი", ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი. მთელი მსოფლიოს რელიგია და მისი მცნებები რომ ავიღოთ, ასეთს ვერსად ვიპოვით, რადგან მოკვდავი ადამიანისთვის შეუძლებელია ამ სიტყვების აღსრულება, ეს მხოლოდ უფალს შეუძლია. ქრისტეს ამ მცებამ კაცობრიობის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა, ეს სიყვარულის უმაღლესი გამოხატულებაა, რომელიც ყოველგვარ ადამიანურ შესაძლებლობებს სცდება. ისმის კითხვა: მტერს ხომ ჩემთვის ცუდი უნდა, რატომ უნდა მიყვარდეს? მაგრამ ხალხო ბოროტებაზე ბოროტების დამატებით არაფერი არ იცვლება, პირიქით სიძულვილი და მტრობა მკვიდრდება კაცობრიობაში, მტრობის დაძლევა მხოლოდ ერთი გზით, სიყვარულით არის შესაძლებელი, სხვა გზა დამღუპველია. ,,ესე არს მცნებაი ჩემი, რაითა ყუარებოდეთ ურთირეთ არს, ვითარცა მე შეგიყვარენ თქუენ" (იოანე.15.12) ქრისტემ თავად აღასრულა რაც თქვა, გვასწავლა რას ნიშნავს იცხოვრო სიყვარულით და მოყვასის ერთგულებით, ამიტომაც აქვს ქრისტეს ამ ცნებას მაცოცხლებელი ძალა. ქრისტიანები ყოველთვის უნდა ვიღვწოდეთ სიყვარულისკენ, რამეთუ სიყვარული და ერთობა გადაგვარჩენს, როგორც ქრისტე გვეუბნება: ,,ამათ ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყუარებოდით ურთიერთასრს". მხოლოდ ქრისტესთან ერთობაშია ჭეშმარიტი სიყვარულით ცხოვრება.
ახლა ვეცდები საუბარი დასასრულისკენ წავიყვანო და დასკვნის სახით ჩამოგიყალიბოთ დღევანდელი ჩემი მონათხრობით.
ისლამი ქადაგებს ისეთი ცხოვრების წესს, რომელიც ალაჰის, ერთადერთ ღმერთს სრული მორჩილებით, თაყვანისცემითა და მსახურებით ადამიანს სამოთხეში მარადიულ ნეტარებას მოუტანს.
ქრისტიანობა ქადაგებას ისეთი ცხობრების წესს, რომელიც ერთი სამპიროვანი ღმერთისა და მოყვასის თავგანწირული სიყვარულით ადამიანს განღმრთობას მოუტონს და აძლევს გარანტიას სულის უკვდავებისას კიდევ უფრო მოკლედ გეტყვით. ისლამი ქადაგებას ალაჰის სრულ მორჩილებას, ქრისტიანობა ქადაგება თავგანწირულ სიყვარულს, ასე რომ ,,ღმერთი სიყვარული არს" - მოყვასნო, გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ გვასწავლა, მივყვეთ მის ჭეშმარიტ გზას, სულის გადასარჩენად. რამეთუ ქრისტე არს ერთადერთი და განხორციელებული მაგალითი სწორი და ჭეშმარიტი ცხოვრებისა.
ლუკა გოგეშვილი, ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართმადიდებლური სკოლის X კლასის მოსწავლე
ქრისტიანობა - თავგანწირული სიყვარულის მქადაგებელი რელიგია
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 125